მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86121.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მტკვრის ნაპირზე, განიერ აივანზე თათრების ოჯახი ჩაის შეექცევა.
On the banks of the Mtkvari an Azeri family was sitting down to tea on a broad balcony.
86122.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე სახლში გრამოფონი ხრინწიან ბაიათს გაჰკივის.
In another house a gramophone was belting out a hoarsely sung bayat.
86123.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სადღაც დანჯღრეული არღანი ხრიალებს.
Somewhere a broken-down barrel-organ was screeching.
86124.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზის კვაჭანტირაძე და თავის ბედზე ფიქრობს.
Kvachantiradze sat there contemplating his fate.
86125.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ ასე: აი, სად და როდის დაეწია კვაჭის ბედი - მდევარი!
So here was the place and time that fate had finished its pursuit of Kvachi.
86126.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აი, სად დასწვდა კვაჭანტირაძეს სულთამხუთავი!
This was where the angel of death had caught up with Kvachantiradze.
86127.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აი, როგორ თავდება მისი ჭრელი და ჩიქორთული სიცოცხლე!
This was how his colorful and tortuous life was ending.
86128.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე როგორ!? ასე უღვთოდ, უკაცურად და ჩალურად?!
And how? In such an ungodly, inhuman, and worthless way?
86129.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ იცის, ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაუსხლტა კვაჭი ხელიდან ავბედით სიკვდილს და რამდენჯერ გამოვარდა გასაპნულ ყულფიდან!
Who knows or could count how often Kvachi had evaded death by misadventure, how many times he had slipped free of the greased noose.
86130.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მთელი ქვეყანა ნადირობდა კვაჭანტირაძეზე, მაგრამ მას უჩინმაჩინის ქუდი ეხურა.
The whole country had been hunting Kvachantiradze down, but he had hidden under a hat of invisibility.
86131.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გერმანელ კრეისერებსაც გაუსხლტა; დემირ-თეფეს ზეგანზე ხიშტებით დასცხრილეს და ხმლებით აჰკუწეს, მაგრამ მაინც წამოდგა და „გაშტიკინდა“.
He'd evaded German cruisers, he'd been bayoneted and hacked to pieces on Demir-Tepe plateau, but he'd got back on his feet and into the saddle.
86132.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პეტრე-პავლეს ციხეში სახჩობელა აუგეს, მაგრამ იქიდანაც გამოფრინდა.
They'd put up the gallows for him in Peter and Paul prison, but he'd escaped from there, too.
86133.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უკრაინის მინდვრებში ცხრა კაცით ორმოცს სძლია და წითელ ხაფანგებიდან ათჯერ მაინც ამოიგლიჯა თავი.
In the fields of the Ukraine with nine men he'd defeated forty and broken out of Red traps ten times.
86134.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა კი... აქ, სამშობლოში... ეხლა... ნუ თუ?
But now … here, in his motherland … now … Suppose …
86135.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ თუ ერთხელ კიდევ ვერ გაანგრევს კვაჭი სქელ კედელს და ერთხელ კიდევ ვერ გაადნობს რკინის გალიას?!
Suppose Kvachi failed to break down another thick wall and melt down another iron cage?
86136.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღმერთო დიდებულო, შენ უშველე კვაჭი კვაჭანტირაძეს!
God almighty, help Kvachi Kvachantiradze.
86137.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღმერთო ძლიერო, ერთხელ კიდევ მოეხმარე შენს ურწმუნო კვაჭის!
All-powerful God, help that unbeliever Kvachi once more.
86138.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღმერთო ზეციერო, ერთხელ კიდევ მოახდინე სასწაული!
God in heaven, perform one more miracle.
86139.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შენი უძღები კვაჭი სამუდამოდ დაუბრუნდება შენს წმინდა სამეფოს.
Your insatiable Kvachi will return for ever to Your holy kingdom.
86140.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამს ეკლესიას აგიშენებს, პირნათლად ადიდებს შენს წმინდა სახელს და ერთგულად ემსახურება შენს დიდებულ ეკლესიას.
He will build You three churches, will dutifully magnify Your name, and faithfully serve Your glorious church.