მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86081.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– იმიტომ რომ... უშენოდ არც წავიდოდი.
"Because … I wouldn't have gone without you".
86082.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მერე შემთხვევით წავაწყდი კედელში ჩაჭედილ სალაროს.
"Then I happened to come across the safe fixed in the wall".
86083.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გავაღე და... წავაწყდი... სულმა წამძლია. ახია ჩემზე, ახი!
"I opened it and … I broke into it … I couldn't stop myself. I deserve all this, serves me right".
86084.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მერე, მერე?
"What then?"
86085.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მერე... ის განძი ამოვალაგე და ბათომისკენ წავედი. გზაში ვიღაცამ თვალი დამადგა.
"Then I packed up the treasure and set off for Batumi. Someone had his eye on me on the way there".
86086.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩავედი ბათომში: ის კაციც გამომყვა.
I got off at Batumi. He was following me.
86087.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გზა ავურიე. ისევ მომდევს.
I dodged about, but he kept on my trail.
86088.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სასტუმროში შევედი. ისიც მომყვა. ერთი ოთახი მომცეს.
"I went to a hotel. He followed me in. I got a room".
86089.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ის განძი საჩქაროდ რკინის მაღალ ფეჩში დავმალე, ნაცარი მივაყარე და მაშინვე მეორე ოთახში გადავედი.
"I hid the treasure quickly in a tall iron stove, covered it in ash, and then moved to a different room".
86090.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ერთი საათის შემდეგ დამიჭირეს.
"An hour later I was arrested".
86091.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ მხოლოდ ეხლა მიაქცია ყურადღება მეორე ტუსაღს, რომელიც მეორე ტახტზე იწვა და ფშვინავდა.
Only now did Kvachi pay attention to a second prisoner lying snuffling on another bunk.
86092.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ნუ გეშინიან! – სთქვა პავლოვმა: „მაგ ტუსაღს ისე სძინავს, რომ ზარბაზანიც ვერ გააღვიძებს. არც რუსული იცის.
"Don't worry," said Pavlov. "That man sleeps so deep even a cannon wouldn't wake him; anyway, he doesn't speak Russian".
86093.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მერე, მერე?
"Go on, go on".
86094.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჯერ ერთი პაპიროსი მომეცი. მადლობელი.
"Give me a cigarette first. Thanks".
86095.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სადაც მომასწრეს, ის ოთახი გაჩხრიკეს, მეორე ოთახში კი არ შეუხედნიათ.
"They searched the room where they arrested me, but didn't even look in the other one".
86096.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაშ ის განძი....
"So the treasure …"
86097.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ალბათ ეხლაც იმ ფეჩში ინახება. ზაფხულია, ცეცხლს არავინ დაანთებს.
"Is probably still in the stove. It's summer, nobody's going to light a fire".
86098.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არც იმ ნაცრის გაქექვას იფიქრებს ვინმე. მე დამაპატიმრეს.
"I don't think anyone will think of cleaning out the ash, either. They put me in prison".
86099.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ორი თვე ბათომში ვიჯექი. მერე აქ გადმომიყვანეს.
"I was in prison in Batumi for two months, then they transferred me here".
86100.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მინდოდა შენთვის შემომეთვალა, მაგრამ...
"I wanted to get a message to you, but …"