მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86141.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღმერთო, შეისმინე კვაჭის ლოცვა!
God, hear Kvachi's prayer!
86142.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღმერთო, მოუვლინე მას შენი სასწაული და მიეც მონასა შენსა კვაჭის თავისუფლება, სიცოცხლე და ბედნიერება!
God, send him a miracle and give your servant Kvachi freedom, life, and happiness.
86143.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სასოებით ლოცულობს კვაჭი კვაჭანტირაძე. მძაფრად ფიქრობს.
Kvachi Kvachantiradze prayed ardently and thought intensely.
86144.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მისი ტვინი ცეცხლზე იწვის. შუბლზე ნათელი ადგია.
His brain was on fire. A light appeared on his forehead.
86145.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თვალებში ელვა დაურბის. გული უჩქროლავს და სული უდუღს. ბოლოს, შესდგა და გაშეშდა.
Lightning flashed in his eyes. His heart raced and his soul seethed. Finally he stood up and was rigid.
86146.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრად მოკუმულ ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა და დაჭმუჭნული შუბლი გაეშალა.
A smile played on his clenched lips and the furrows on his forehead disappeared.
86147.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უცებ მძინარე ტუსაღს ეცა და დაანჯღრია.
He fell upon the sleeping prisoner and shook him hard.
86148.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შენ ჰეი, ძმობილო! ადექი! ადექი! გესმის? გაიღვიძე მეთქი!
"Hey you, brother. Get up! Get up! Get up! I said, wake up!"
86149.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რამდენჯერმე გადაატრიალა, გადმოატრიალა, ფეხით დაითრია, ყურები დაუსრისა და თვალები ძლივს გაახელინა.
He turned him over this way and that several times, he pulled his feet, rubbed his ears, and forced his eyelids open.
86150.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გაიღვიძე მეთქი! მგონი, შენ დაგიძახეს. შენი სახელი?
"I said wake up! I think you've been called. What's your name?"
86151.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჰა, ივანე? პავლე, ჩასწერე. მამის სახელი? გვარი? ჩილიკაშვილი?
"Ah, Ivane? Pavle, write it down. Your father's name? Surname? Chilikashvili?"
86152.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პავლე, ჩასწერე! რამდენი წლისა ხარ?.. სადაური ხარ?
"Pavle, write it down! How old are you? Where are you from?"
86153.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პავლე, არ შესცდე! რა საქმეზე ხარ დაჭერილი? კეთილი.
"Pavle, make sure you get it right. What were you arrested for? Fine".
86154.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მეტი არაფერი. შენ არ გეძახდნენ. დაიძინე!
"That's all. Nobody was calling for you. Go back to sleep".
86155.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე პავლეს მიუბრუნდა: – გესმის? ვერ გაიგე?
Then he turned to Pavlov: "Do you get it? Didn't you?"
86156.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დღეს ან ხვალ გავალ... გავალ მეთქი! დიახ, გავალ მეთქი!
"I'll be out in a day or two … I said, I'll be out! Yes, I will. I will!"
86157.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აგიხსნა? რა თქმა უნდა, აგიხსნი. შენც უნდა მიშველო.
"Can I get you released? Of course I can. But you have to help me".
86158.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ერთი მითხარი, ზედამხედველნი იცნობენ თუ არა ამ ტუსაღს?
"Tell me one thing: do the warders know this prisoner, or not?"
86159.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არავინ იცნობს. გუშინწინ მოიყვანეს. დღემდის ეზოშიც არ გასულა.
"Nobody knows him. He was brought in the day before yesterday. So far he hasn't been taken into the yard".
86160.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძალიან კარგი. ეხლა მითხარი, რა დროს ანთავისუფლებენ ხოლმე ტუსაღებს?
"That's very good. Now tell me when are prisoners usually released?"