მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჯერ მცხვენოდა. მერე რამდენჯერმე დავაპირე, მაგრამ ვის ვენდობოდი?
"Well, I was embarrassed. Several times I meant to, but who could I trust?"
86102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ვისაც ვეტყოდი, თვითონვე წავიდოდა ბათომში და იმ განძს მიითვისებდა.
"If I told anyone, he'd go to Batumi himself and grab the treasure".
86103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ვიჯექი, ვიტანჯებოდი და რაღაცას ველოდებოდი.
I sat here in torment, waiting for something to happen.
86104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რას მოველოდი, არც მე ვიცი.
I don't even know what I was expecting.
86105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პავლოვს გაუხარდა: – ჰო, ჰო! დღევანდელ დღეს, დღევანდელ ბედნიერ დღეს.
Pavlov took heart: Yes, yes, today, today's lucky coincidence.
86106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შენ გახვალ, მალე გახვალ და...
You'll get out, you'll get out soon and …
86107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დამშვიდდი, პავლე, დამშვიდდი.
Take it easy, Pavle, calm down.
86108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეც ისე გავალ აქედან, როგორც შენ.
I'll be leaving here the same way as you.
86109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ერთმანეთს ნუ ვატყუებთ. ჩვენი საქმე გათავებულია.
"Don't let's deceive each other. We're finished".
86110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეგ ამბავი უნდა როგორმე შევატყობინო სილიბისტროს ან ბესოს. ისინი მაინც გამოიყენებენ
"We've got to let Silibistro or Beso know about the hiding place. At least they can benefit from it".
86111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეხლა მითხარი, ეს ვინ არის, ასე გულიანად რომ გაჭიმულა?
"Now tell me, who is that man stretched out so happily?"
86112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ესა? ვიღაც სულელია. შემთხვევით არის დაჭერილი.
Him? Some idiot. He was arrested by chance.
86113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დღეს ან ხვალ გაუშვებენ. ავად არის.
Any day they'll let him go. He's sick.
86114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რით? რა სჭირს?
"What's wrong with him?"
86115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მხოლოდ საჭმელად ადგება ხოლმე. აკი გითხარი, ზარბაზანიც ვერ გააღვიძებს მეთქი.
"He gets up only to eat. I did tell you even a cannon won't wake him".
86116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზის კვაჭი კვაჭანტირაძე სარკმელთან და ქალაქს გადასცქერის.
Kvachi Kvachantiradze sat by the window, watching the town.
86117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაბლა, კლდის ძირში მტკვრის ზოლი მოსჩანს.
Down below, at the bottom of the cliff, a strip of the River Mtkvari could be seen.
86118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაბარძაყებული დედაკაცები სარეცხს ჰრეცხავენ.
Women with their skirts hitched up to their thighs were washing their clothes.
86119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მარჯვნივ ნარიყალას ციხე მოსჩანს. კოშკისა და კლდის ძირში ბოტანიკური ბაღი ჩაწოლილა.
On the right Nariqala castle could be seen. Underneath its tower and rocks lay the botanical gardens.
86120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მარცხნივ და პირდაპირ მთის ბილიკებით ვირებს ნახშირი და მაწონი მოაქვთ.
To the left and straight opposite, donkeys were hauling charcoal and sour cream up and down the mountain paths.