მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– საღამოობით, ცხრა საათის შემდეგ.
"In the evening, after nine".
86162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძალიან კარგი. ეხლა მასწავლე, როგორ შეიძლება ვიშოვნო ბრომი?
"Very good. Now tell me how I can get hold of some bromine".
86163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბრომი მე მაქვს, ექიმმა მომცა.
"I've got bromine. The doctor gave it to me".
86164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მართლა? მაშ ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა.
Really? Then God has heard my prayer.
86165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა სამი საათია. შენ ჰეი, ივანე! ადე, ადექი!
It's three o'clock now. Hey, Ivane! Get up, get up!
86166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მარტო შენ ხომ არა ხარ ამ ციხეში? პავლე, დაწექი შენს ტახტზე და ეს ტუტუცი ახლოს არ მიიკარო.
"You're not the only one in this prison, are you? Pavle, lie on your bunk and don't let that idiot come near you".
86167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რამდენიც უნდა გეხვეწოს, მაგ ტახტზე არ დააწვინო.
However much he begs you, don't let him lie on his bunk.
86168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შენ ჰეი, ივანე, ადექი მეთქი!
Hey you, Ivane, I said, get up!
86169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აქ ორი ტახტია, ჩვენ კი სამნი ვართ.
There are two bunks here, and three of us.
86170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ორი დღეა, რაც თვალი არ დამიხუჭნია.
I haven't had a wink of sleep for two days.
86171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე დღისით დავიძინებ, შენ კი ღამით დაიძინე.
"I'll sleep in the day, you can sleep at night.
86172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აბა, წამოდექი! წელი ნუ გწყდება!
So get up! It won't break your back!
86173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პავლე, სწორედ შვიდ საათზე გამაღვიძე.
"Pavle, wake me up at seven exactly".
86174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ივანეს ტახტზე მიწვა, ივანე კი თვალების ბლეტვით და ფშვნეტით საკანში ისე დაბარბაცებს, როგორც მთვრალი დათვი.
Kvachi lay down on Ivane's bunk, while Ivane staggered round the cell, squinting and puffing like a drunken bear.
86175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საღამოს შვიდ საათზე პავლემ კვაჭი გააღვიძა.
At seven in the evening Pavle woke Kvachi up.
86176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძმობილო, ავად ხომ არა ხარ?
"Brother, you're not ill, are you?"
86177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– როგორ არა ვარ ავადა? ვარ, მაშა! კუჭი მტკივა.
"Of course I am ill. I've got a stomach ache".
86178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კუჭი? შე კაი კაცო, რატომ აქამდის არ უთხარი კვაჭის?
Stomach? My dear man, why didn't you tell Kvachi?
86179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ექიმია, განთქმული ექიმია. შენისთანა ათი ათასი მაინც მოურჩენია.
Kvachi is a doctor, a famous doctor. He's treated thousands of cases like yours.
86180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აი, წამალიც აქ არის. პავლე, მოიტა ეგ ბრომი. აბა, დალიე და დაწექი.
"Look, we've got the medicine. Pavle, bring that bromine. Now, take that and lie down".