მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86181.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხუთი წუთის შემდეგ ივანე მადიანად ახვრინდა. კვაჭი ნერვიულად დარბის.
Five minutes later Ivane was snoring happily. Kvachi rushed about nervously.
86182.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცხრა საათი... ათი... თერთმეტი... გამოსაშვები ტუსაღები გამოუშვეს.
Nine o'clock … ten … eleven … The prisoners due for release were released.
86183.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ციხეში დუდუნი და ბზუილი თანდათან მისწყდა.
The prison's murmurs and buzz gradually died down.
86184.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის არც თვითონ სძინავს, არც საწყალ ივანეს აძინებს.
Kvachi can't sleep and won't let poor Ivane sleep.
86185.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
წევს ივანეს ტახტზე და ჭერს შესცქერის.
He lies on Ivane's bunk, staring at the ceiling.
86186.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მხოლოდ საღამოზე მისცემს ივანე ჩილიკაშვილს „კუჭის წამალს“ და დააძინებს.
Only in the evening does he give Ivane Chilikashvili his "stomach medicine" and send him to sleep.
86187.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თვითონაც რიჟრაჟზე სდგება და ივანესაც აღვიძებს.
He himself gets up at first light and wakes Ivane.
86188.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ივანე ზოგჯერ იატაკზე გაწვება, მაგრამ კვაჭსაც სწორედ იმ დროს მოუნდება ხოლმე ვიწრო საკანში სეირნობა.
Sometimes Ivane lies on the floor, but this is when Kvachi wants to pace up and down the narrow cell.
86189.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ივანე რომ ტახტზე გაიშოტება, კვაჭსაც სწორედ იმ დროს მოუნდება ძილი.
When Ivane is sprawling on the bunk, this is the time when Kvachi wants to sleep.
86190.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არც კვაჭი გადის სეირნობისთვის და არც ჩილიკაშვილს აძლევს ამის ნებას.
Kvachi takes no exercise and won't let Ivane do so, either.
86191.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საკანიც დაკეტილი აქვს. რაღაცას ელის კვაჭანტირაძე. ელის და მოლოდინში სული უდუღს და გული მისდის.
The cell is kept locked. Kvachantiradze is waiting for something, waiting, seething inside and feeling faint at the same time.
86192.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეოთხე დღეც ძლივს მიიწურა.
He could barely get through the fourth day.
86193.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი მეათასჯერ ზომავს საკანს.
For the thousandth time Kvachi'd paced the cell.
86194.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
წელმოწყვეტილი ივანე კედელს მიჰყუდებია. ვერა ჰბედავს ტახტზე წამოწოლას, რომელიც კვაჭიმ მიითვისა.
Ivane was hunched against the wall, not daring to lie on the bunk, which Kvachi had taken over.
86195.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძმობილო, ჩემ ტახტზე ნუ წვები, თორემ ტილებით გაივსება ჩემი ლოგინი.
"Brother, don't lie on my bunk or you'll infect my bedding with lice".
86196.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცოტა რომ მობინდდა, კვაჭიმ ბრომის უკანასკნელი დოზი გაუწოდა ივანეს. – დალიე და დაიძინე.
As soon as it began to get dark, Kvachi gave Ivane the last dose of bromine: "Take it and go to sleep".
86197.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ივანემ დალია და მიწვა.
Ivane took it and lay down.
86198.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ისე სძინავს ჩილიკაშვილს, როგორც თათრების სასაფლაოს, რომელიც გაღმა მოსჩანს, გორაკის ძირში.
Chilikashvili slept like the Turkish cemetery at the bottom of the hill, visible from the window.
86199.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რვა საათია. ცეცხლმოკიდებული კვაჭი შეუჩვეველ აფთარივით ტრიალებს საკანში.
It was eight o'clock. Kvachi, all on edge, ran up and down the cell like a wild hyena.
86200.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცხრის ნახევარია... ცხრა... ათის ნახევარი გახდა.
It was half past eight … Nine … Half past nine.