მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„მე არ შემიძლია ასეთ ჰაერში ცხოვრება. მივდივარ“.
"I can't live in that sort of atmosphere. I'm off".
86302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ვერ გინახულეთ და ვერ დაგკოცნეთ, რადგან ძალიან მეჩქარება და ხიფათიც ფეხ და ფეხ მომდევს“.
"I haven't been able to come and kiss you goodbye, because I've been in a terrible hurry and I'm dogged by danger".
86303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ვინ იცის, კიდო ვნახავ თუ არა ამ დაწყევლილ ქვეყანას“.
"Who knows if I'll ever see this accursed country again".
86304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„თქვენ რომ არ მყავდეთ, მე საქართველოს სახელსაც აღარ ვახსენებდი“.
"If I didn't have you, I wouldn't even have cause to mention the name of Georgia".
86305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„სტამბოლში მივდივარ, გული კი თქვენთან მრჩება“.
"I'm going to Istanbul, but my heart is with you".
86306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„თუ კიდო გავკეთდი, თქვენც წაგიყვანთ, რადგან აწი უთქვენოდ გაძლება არ შემიძლია“.
"If I get on my feet again, I'll bring you out, because I can't manage without you".
86307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„თქვენს მეტი აღარავინ მყავს. ეს წერილი ცრემლით არის დასველებული. ზედაც ეტყობა“.
"I have nobody but you. This letter is wet with tears, as you can see".
86308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა ვქნა, ჩემო ძვირფასნო, გული მტკივა და თვალებიც მეწვის.
What can I do, my dear parents, my heart aches, and my eyes are burning.
86309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თქვენ მაინც ნუ იტირებთ კვაჭიკოს. არ დეიღუპება.
But don't cry for your little Kvachi. He won't go under.
86310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„კვაჭი ისეთი დედ-მამის შვილია, რომე ზღვის ძირშიც იცხოვრებს და ქვასაც ფულს გამოადენს“.
"Kvachi is the son of such parents that he can live at the bottom of the sea and squeeze money out of a stone".
86311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ თქვენი დარდით ჩემი სიცოცხლე გამწარდება.
But if you're sad, then my life will be bitter.
86312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეტი გზა არ არის, დარდს დროებით უნდა გავუძლოთ და მევითმინოთ.
There's no alternative, we have to be patient and endure sorrow for a time.
86313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ვინც ჩვენ ამ დღეში ჩაგვყარა, იმათს ჯავრს სტამბოლში ან პარიზში ამევიყრი“.
"As for the people who've done this to us, I'll have my revenge on them in Istanbul or Paris".
86314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ხოლო აქოურების ჯავრი ღმერთმა საფლავში არ ჩამატანოს, თვარა იქაც ვერ მევისვენებ“.
"I hope God won't let me go to the grave with my anger at people here unavenged, or I'll never have any rest".
86315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„მართლა, ეხლა მომაგონდა. მეტეხში რომ ვიყავი, ღმერთი ვილოცე და სანთელი დავპირდი“.
"True, now I remember that when I was in Metekhi I prayed to God and promised to light a candle …"
86316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„სამი ეკლესია ერთ სანთლად დაუდნა კვაჭს! ღმერთმა მიშველა“.
"Kvachi's three churches had shrunk to one candle! God helped me".
86317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„წადით და ჩემ მაგივრად ერთი პაწია სანთელი დოუნთეთ, თორემ თათრებში ეკლესია არ არის და, თუ ჩემი დაპირება ვერ შევასრულე, ღმერთი კიდევ გამიწყრება და სადმე დამღუპავს“.
"Go and light a little candle on my behalf, since there are no churches in Turkey and I won't be able to do as I promised, and God will be angry with me and will destroy me somewhere".
86318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ბესოც მოდის, ყველას მოკითხვა შემოგითვალათ“.
"Beso is coming too and sends you all his regards".
86319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„მაშ მშვიდობით! მშვიდობით! გკოცნით ათასჯერ თქვენც, ხუხუსაც და ნოტიოსაც“.
"So goodbye! Goodbye! I kiss you a thousand times, and Khukhu and Notio too".
86320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„თქვენი უმადური და უბედური შვილი კვაჭი“.
"Your unlucky and unfortunate son, Kvachi".