მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86401.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთი–მეორეს ისე დაუხვდნენ, როგორც ათი წლის უნახავი ღვიძლი ძმები.
They got on like brothers who had not seen each other for ten years.
86402.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთმანეთს მოუალერსეს, თავები მოუქონეს, თავიანთი ამბები უამბეს, მისამართები მისცეს.
They were kindly and flattering to one another, told their life stories, exchanged addresses.
86403.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და პირობაც დასდეს, რომ იმ დღიდან სამუდამო ძმები გახდებოდნენ და მიწერ-მოწერასაც არ მოაკლებდნენ.
And they promised eternal brotherhood and to always keep in touch.
86404.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს ალი ბეიმ კვაჭის ხელუხლებლობის ბარათი მისცა, ცხენები უშოვნა, ასკერი გააყოლა და გაისტუმრა.
The next day Ali Bey gave Kvachi a written safe conduct, found him horses, gave him an armed escort, and saw him off.
86405.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ ასკერმა კვაჭი მეორე ასკერს გადასცა; მეორემ მესამეს და მეხუთემ მეექვსეს. რამდენიმე დღის შემდეგ კვაჭი ტრაპიზონში ჩავიდა.
Their soldier handed Kvachi to another soldier, and he to a third, and so on to a sixth. A few days later Kvachi entered Trabzon.
86406.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იქაურმა ვალიმ კვაჭი ალი ბეისავით მიიღო: მეგობრულად და თავაზიანად.
The local governor received Kvachi just as Ali Bey had done: amicably and politely.
86407.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ არც ალი ბეისავით ასესხა კვაჭის ფული და არც თვითონ ისესხა კვაჭისგან.
But, unlike Ali Bey, he neither lent nor borrowed money from Kvachi.
86408.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამაგიეროდ ერთი თვე აცდევინა და მერე სტამბოლში წასვლის ნებართვა მისცა.
Instead, he made him wait a whole month before giving him permission to leave for Istanbul.
86409.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მადლობა უფალსა! – სთქვა კვაჭიმ, როცა გემზე ავიდა: ფული ძალიან ცოტა დაგვრჩა, მაგრამ...
"Thank the Lord," said Kvachi once he had boarded a ship. "We've got very little money left, but …"
86410.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაგრამ სამაგიეროდ თავები შეგვრჩა! – ჩამოართვა სიტყვა ბესომ.
"But we've still got our heads on our bodies!" Beso concluded.
86411.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შუქურ ალლაჰა! – ანუგეშა ორივენი ჯალილამ: სტამბოლი სჯობია საბურთალოს. შუქურ ალლაჰა! ალლაჰ ილ ალლაჰ!
"Shukur Allah!" Jalil comforted both. "Istanbul is better than Saburtalo cemetery. Shukur Allah! Allah il-allah!"
86412.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქა ამბავი ძველის განახლებისა.
Reliving Old Times.
86413.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამივენი ბაქანზე იდგნენ, როდესაც გემი ბოსფორს მიუახლოვდა.
The three men were on deck as the ship approached the Bosphorus.
86414.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის გვერდით ერთი ამერიკელი იდგა – ვინმე ვატსონი, რომელსაც კვაჭიმ იმ ღამეს ბრიჯის თამაშში სამი ათასი დოლლარი მოუგო.
An American, Watson, was standing next to Kvachi, who had won three thousand dollars off him at bridge the previous night.
86415.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აქაურობა ფეხით მაქვს დავლილი. მე ისიც კი ვიცი, რომ აგერ იმ ციხეს, მარცხნივ რომ მოსჩანს, ქართული სახელი ჰქვიან: კარი–ბჭე.
"I've walked everywhere round here: I even know that the castle we can see on the left has a Georgian name, Kari-bche, 'Ramparts gate'".
86416.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კარიბჭე? – წამოიძახა კვაჭიმ: – მართლა ქართული სახელია, მაგრამ საიდან, როგორ?
"Kari-bche?" exclaimed Kvachi. "That's Georgian, indeed. But why, how?"
86417.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბიზანტიელების დროს ქართველებს მანდ მონასტერი აუშენებიათ და კარიბჭე დაურქმევიათ. მერე ციხეც აუშენებიათ.
"In Byzantine times the Georgians built a monastery here and called it that. Then they built a castle".
86418.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე, როცა გემმა ბოსფორის სრუტეში შეუხვია, ვატსონი მალიმალ თითს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ იშვერდა და განუწყვეტლივ ლაპარაკობდა.
Later, when the ship entered the straits, Watson kept pointing to the right and left, constantly talking.
86419.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აგერ რუმელის კანდელი.... აი, ანადოლის კანდელი...
Over there is Rumeli lighthouse … and there is the Anatolian lighthouse …
86420.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აგერ, მარჯვნივ ბუიუქ–დერე მოსჩანს... მარცხნივ ანადოლი გისარი გამოჩნდა.
On the left is Büyük-Dere … on the right Anadolu Hisar.