მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86441.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქალი სთესავს, დედაკაცი კი იმკის; ერთი თვითონ სწავლობს, მეორე კი ასწავლის.
"The girl sows, the woman reaps; one is learning, the other teaches".
86442.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთი მორცხვად იღიმება, ან კისკისებს, ან ნაზად იცრემლება, ხოლო მეორე ხარხარებს, ან ჰღმუის, ჰყმუის და ბღავის.
"One smiles shyly or giggles or sheds gentle tears, the other laughs loud, or roars and bellows".
86443.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქალის ალერსი ნიავია, დედაკაცისა კი გრიგალია; ქალის ვნება ალია, დედაკაცისა კი ნაკვერცხალია.
"A girl's caress is a breeze, a woman's - a gale; a girl's passion is a spark, a woman's - smouldering embers".
86444.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქარაფშუტა ქალებს ვარდის და იის სუნი ასდით, დადუღებულ დედაკაცებს კი – მწნილისა და როკფორის ყველისა.
"Silly girls smell of roses and violets, aroused women smell of marinade and Roquefort cheese".
86445.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ესმის ეხლა კვაჭის ისაკას გემო, ესმის!
Now Kvachi understands Isaac's taste.
86446.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ესმის და ყველგან დაძვრება, ჰსუნავს და ეძებს. ეძებს და უხვად პოულობს.
He understands and pushes in everywhere to sniff and seek. He seeks and he finds in abundance.
86447.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ ღმერთმა დასწყევლოს ფულის მომგონი! – ლირები და დოლლარები წყალივით ილევიან.
But, God curse the man who invented money: the liras and dollars are going down the drain.
86448.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ რამდენჯერმე კიდევ ააგლიჯა თხელი ტყავი ამერიკელ ვატსონს და ორიოდე ევროპიელ ბედოვლათს.
Several times Kvachi skinned Watson and a couple of European losers.
86449.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ – კვაჭის ბედი აღარ სწყალობს! – სტამბოლში ევროპიელი ბედოვლათები ან დაილივნენ, ან კვაჭივით გაეშმაკდნენ.
But fate was merciless to Kvachi: European suckers rarely surfaced in Istanbul or quickly became as devilish as Kvachi.
86450.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოსმალები კვაჭის ახლოსაც არ იკარებენ, ხოლო იქაური სომხები, ბერძნები, ურიები და ლევანტელები თვითონვე ნადირობენ კვაჭის თხელ ჯიბეზე.
The Turks won't let Kvachi come near, and the local Armenians, Greeks, Jews, and Levantines are themselves trying to get a hand in Kvachi's pocket.
86451.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა ხალხია, ღმერთო ჩემო, რა ხალხი ყოფილან ეს ბერძნები, სომხები, ურიები და ლევანტელები! კვაჭი თითქო ხელის გულზე ჰყავთ.
What people, my God, these Greeks, Armenians, Jews, and Levantines are! They've all got his measure.
86452.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სანამ პირს დააღებს სამტრედიელი, ამ გაიძვერებმა უკვე იციან მისი აზრი და პასუხს წინდაწინვე აძლევენ.
Before the lad from Samtredia even opens his mouth, these crooks already know what he has in mind and they answer him in advance.
86453.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის თვისი ხაფანგი ჯერ არც კი ამოუღია, ისინი კი კვაჭის ყოველ მხრიდან ხუთიოდე ხაფანგს უგებენ.
Before Kvachi has even set his trap, they have laid half a dozen traps around him.
86454.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ჯერ ბადეს ჰქსოვს, თვითონ კი უკვე ხუთიოდე ქსელშია გაბმული.
While Kvachi is still weaving his net, he has been caught in half a dozen of their nets.
86455.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის ტვინი მათთვის გახსნილი წიგნია, რომელსაც სხაპა-სხუპით კითხულობენ.
Kvachi's brain is an open book to them, and they can read it at high speed.
86456.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მისი ხრიკები გამხმარი ჩხირებია, რომელსაც ორი თითით ამსხვრევენ, ხოლო მისი ჯადო დამპალი ლეჩაქია, რომელიც თავისთავად იფხრიწება.
His tricks are dry twigs they can snap with two fingers, and his magic is a rotten veil which falls apart by itself.
86457.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, აქ არც ერთი საქმის „გაიმასქნება“ არ შეიძლება! ამ დაწყევლილ ქალაქში ცხოვრება შეუძლებელია!
No, here it's impossible to pull a single "trick". Life is impossible in this damned city.
86458.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ისევ პარიზისკენ, ლონდონისკენ, ან რომისკენ! მაგრამ... ევროპაში კვაჭის არ უშვებენ, ვიზას არ აძლევენ.
So, to Paris, London, or Rome, again. But … Kvachi won't be allowed into Europe; he won't be given a visa.
86459.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალბათ იცნობენ კვაჭი კვაჭანტირაძეს, ალბათ მისი მტრები აქაც უჩხიკვინებენ კვაჭის.
They probably know who Kvachi Kvachantiradze is, and his enemies will give him no peace here, either.
86460.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მახლას! – სთქვა, ბოლოს, კვაჭიმ და თავის ახალ ბედს შეურიგდა.
"So be it!" Kvachi finally said, accepting his new fate.