მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გული მოიჯერე და შხამი მოიბანე. პავლოვმა თვისი ხვედრი მიიღო.
Trust your heart and wash away the poison. Pavlov has met the fate he deserved.
86502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამ ერთი თვის წინათ ტფილისში დახვრიტეს.
"A month ago he was shot in Tbilisi".
86503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რებეკკას ეს ამბავი არ უხარიან.
The news gives Rebecca no pleasure.
86504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ელენე ოდნავ გაფითრდა.
Elena just turned pale.
86505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჰო, მართლა, – აგონდება კვაჭის, – პავლოვს და ელენეს ერთ დროს ერთმანეთი უყვარდათ.
"Yes, actually," Kvachi recalled, Pavlov and Elena were in love at one point.
86506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მას აქეთ ბარემ ოთხი წელიწადიც გავიდა.
That was barely four years ago.
86507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ელენეს მაინც მოხვდა ეს ისარი. რაც უნდა იყოს, პავლოვი ლამაზი და მამაცი კაცი იყო. საწყალი პავლოვი!
Elena was nevertheless hurt to the quick: whatever else, Pavlov had been a fine, handsome man. Poor Pavlov.
86508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, როცა გული მოიჯერეს და ერთმანეთი უგულოდ მოიკითხეს, რებეკკამ და ელენემ კვაჭის თავიანთი ამბავი უამბეს.
When they finally trusted their instincts and diffidently asked after each other, Rebecca and Elena told Kvachi their story.
86509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხუთი წლის წინათ პეტერბურგიდან ერთად წამოვიდნენ ისაკა, რებეკკა, ელენე და რამდენიმე მათი ნაცნობი.
Isaac, Rebecca, Elena, and several of their acquaintances left Petersburg together five years previously.
86510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოსკოვის მახლობლად ერთ პატარა სადგურზე გაიჩხირნენ.
They ended up stuck at a small railway station near Moscow.
86511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამივენი გაძარცვეს და ულუკმაპუროდ დატოვეს.
The three of them were robbed and left to starve.
86512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხელცალიერნი ჩამოვიდნენ ადესაში, ხუთი თვე იყვნენ გზაში.
They went, completely destitute, to Odessa. It took them five months.
86513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მათხოვრობით და შავის მუშაობით იკვებებოდნენ.
They begged and got food by doing manual labor.
86514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაწვრილებით ამ საშინელ მგზავრობას მერე უამბობენ.
They would describe that terrible journey in detail later.
86515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კიევში ვიტგენშტეინი შეხვდათ.
In Kiev they met Wittgenstein.
86516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ახსოვს კვაჭის ეს ვაჟბატონი, პარიზში რომ უხეირო მეტოქეობას უწევდა ბედნიერ აპოლონჩიკს?
Kvachi would remember the lad who was the unsuccessful Paris rival of the lucky Apollo, wouldn't he?
86517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მახსოვს, კარგად მახსოვს. ვიტგენშტეინი ელენეს ეხმარებოდა, მაგრამ მალე დახვრიტეს.
"I remember him well. Wittgenstein helped Elena, but he was soon shot".
86518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ვინ დახვრიტა?
"Who shot him?"
86519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ იცის! მაშინ ყველანი ერთმანეთს ხვრეტავდნენ და ახჩობდნენ.
Who knows? Everyone was shooting and hanging everyone then.
86520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პეტლიურა, სკოროპადსკი, მახნო, გერმანელები, თეთრები, წითლები და მწვანეები.
Petliura, Skoropadsky, Makhno, the Germans, the Whites, the Reds, and the Greens.