მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როგორი იყო ის რესტორანი, სუფთა თუ ჭუჭყიანი, გახდილი თუ ჩაცმული, ქალებით თუ უქალოდ?
Had the restaurant been clean or dirty, shabby or elegant, with girls or without?
86562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შეჩვეულნი არიან თუ ხამნი, ნაცადნი თუ უცდელნი?
Were they used to this, or not, were they experienced, or not?
86563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ უმალ ამოიკითხა პასუხი ორივე ქალის პირსახეზე:
Kvachi quickly read the answers in the women's faces:
86564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მათ ოდნავ ეხამუშათ ამ საღამურის იერი.
They were only slightly embarrassed by the atmosphere in this club.
86565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კეთილი და პატიოსანი. მაშ თითქმის გახედნილნი ყოფილან.
Excellent. Then they were pretty well broken in.
86566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეს ქალები დიდ ფულს შოულობენ. – ამბობს კვაჭი.
"Those girls make a lot of money," said Kvachi.
86567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შოულობენ, სანამ არ დაბერდებიან. – პასუხს აძლევს რები.
"They make money until they get too old," replied Rebby.
86568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შოულობენ, მაგრამ ვაი ამ შოვნას! – უმატებს ელენე.
"They earn a lot, but it's no fun," added Elena.
86569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რა თქმა უნდა, ამ ჭუჭყიან ხალხთან საქმის დაჭერა ადვილი არ არის, – აგრძელებს კვაჭი.
"Of course not, it's not easy doing business with these filthy people," Kvachi continued.
86570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაგრამ სხვა ადგილებიც მოიძებნება; იქ ბინაც მშვენიერია და ხალხიც სუფთაა, მდიდარი და ზრდილი.
"But you can find other places, where the setting is nice and the people are clean, rich, and educated".
86571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მიირთვი, ელენე, ნამდვილი შარტრეზია.
Have a drink, Elena, it's real Chartreuse.
86572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იქაური ქალები კნეინებივით სცხოვრობენ.
The girls there live like princesses.
86573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბოლოც კარგი აქვთ: თითქმის ყველანი საბედოს პოულობენ და სთხოვდებიან.
"And they end up well off: almost all of them find happiness and get married".
86574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რებიმ ამოიოხრა. ელენემ იდუმალის ღიმილით გაიღიმა.
Rebby sighed. Elena smiled secretively.
86575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ განაგრძო: – ბოლოს და ბოლოს, მართალი რომ ვსთქვათ, ეს ქალები არც ისე უბედურნი არიან, როგორც რომანისტები ჰბერავენ.
Kvachi went on: "In the end, to tell you the truth, even these girls don't do as badly as novelists make out".
86576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რები, რატომ არ სვამ? დალიე.
Rebby, why aren't you drinking? Drink it.
86577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ადამიანი ყოველივეს ეჩვევა და ითვისებს.
People always get used to things and adapt.
86578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეს არის მისი მთავარი იარაღი და ბედნიერება.
"That's their chief weapon and their source of happiness".
86579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამ ქალებს ნაჭარბევად აქვთ ისეთი რამე, რასაც მილიონები ნატრულობენ: ხორცის სიტკბოება.
"These girls have a surplus of what millions long for: warm flesh".
86580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ესეც ანგარიშში უნდა ჩავაგდოთ.
We have to take account of that.