მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86541.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– განუსი დახვრიტეს. იმისი ცოლი კი სარეცხს რეცხავს.
"Ganus was shot. His wife is taking in washing".
86542.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კიდევ მრავალნი მოიკითხეს და მოიგონეს.
They recalled and asked after many more people.
86543.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზოგნი თვითონ დაიხოცნენ სიმშილით და ჯავრით, ზოგნი სხვებმა დაჰხოცეს.
Some had perished of famine and spite, some had been slaughtered by others.
86544.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზოგნი კიდევ რუსეთში, ევროპაში და სტამბოლში ან სარეცხს რეცხავდნენ ან ფეხსაცმელს სწმენდავდნენ.
Others were in Russia, Europe, or Istanbul, taking in washing or cleaning shoes.
86545.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ან რესტორანებსა და ყავახანებში მსახურებდნენ და ათასნაირ შავი და მძიმე მუშაობით წელს იწყვეტდნენ, სანთელივით დნებოდნენ და ზედიზედ იხოცებოდნენ.
Or they were serving in restaurants and cafés, or doing all kinds of heavy manual work, wasting away, and heading for an early death.
86546.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ ორივენი რესტორანში დაჰპატიჟა, მაგრამ მადლობა მიიღო, რადგან არც ელენეს და არც რების სარესტორნო კაბები არ ჰქონდათ.
Kvachi invited the two women to a restaurant, but they refused with thanks, because neither had a dress fit to appear in.
86547.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, მაინც შეთანხმდნენ: თვითონ კვაჭი ზლაზვნით გაჰყვა ქალებს ისეთ სასადილოში, რომელიც იმათ ღარიბ კაბებს შეეფერებოდათ.
Finally they agreed, and Kvachi trudged after them to a canteen where their impoverished clothes wouldn't stand out.
86548.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საღამოზე ძლივს დაშორდნენ ერთმანეთს.
That evening they found it hard to part.
86549.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა გზას დაადგეს კვაჭი? როგორ მოიქცეს?
What path would Kvachi take? How would he act?
86550.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როგორ მოუაროს, ან მოუაროს თუ არა შვიდიოდე წლის წინათ თავმინებებულ საყვარლებს?
Would he come round to see the mistresses he had abandoned seven years previously?
86551.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოვალეა თუ არა კვაჭი, რომ ორივენი აიკიდოს და ჰზიდოს?
Was Kvachi obliged to take on these two and have them round his neck?
86552.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა თქმა უნდა, მოვალე არ არის!
Of course he wasn't.
86553.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამივემ ერთ დროს მისაღები მიიღეს, მისაცემიც მისცეს და თავიანთის გზით წავიდნენ, მაგრამ... მაინც... კაცნი ვართ... ვინ იცის!
At the time all three had taken what was to be had, given what was to be given, and had then gone their own way, but … All the same … we're only human … who knows?
86554.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს ორივენი ჭუჭყიან საღამურში დაჰპატიჟა.
The next day he invited the two to a sordid nightclub.
86555.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ საღამურში სტუმრები უკვე გალეშილნი და გახსნილნი იყვნენ. მუსიკა ჭყვიტინებდა.
The customers here were already thoroughly drunk and uninhibited. The music screeched.
86556.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ტანგო და მუცლის ცეკვა ისე ილაჯებოდნენ და ბუქნაობდნენ, რომ ერთი იქ დამსწრე ძაღლიც კი წითლდებოდა.
People splayed their legs and bellies in tangos and belly dances so that even the club's dog was blushing.
86557.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მუშტარს ქალები ემსახურებოდნენ, რომელნიც დრო გამოშვებით გალეშილ მუშტარს სადღაც ეზოში მიათრევდნენ და უკანვე დაგვიანებით ბრუნდებოდნენ.
The customers were served by girls who now and again dragged a drunken customer off into the yard and brought him back a little later.
86558.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დასხდნენ და მოითხოვეს. კვაჭი თავის სტუმრებს თვალს არ აშორებდა და იმათს პირსახეში სარკესავით იხედებოდა.
They sat down and ordered. Kvachi kept his eyes on his guests, looking at their eyes as at a mirror.
86559.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იხედებოდა და ნათლად ჰხედავდა საღამურის შთაბეჭდილებას.
What he could clearly see was the impression made by this nightclub.
86560.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რებიც და ელენეც მუშაობდნენ რესტორანში.
Both Rebby and Elena had worked in a restaurant.