მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86601.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რად იცინით?! რა არის სასაცილო?!
Why are you laughing? What is there to laugh at?
86602.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთ დროს ორივენი სწყალობდით კვაჭის.
There was a time when you were both free with your favors for Kvachi.
86603.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს ამბავი მაშინვე ორივემ იცოდით.
You knew all about it at the time.
86604.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვითომ რა დაშავდება, რომ წარსული სიტკბოება სამივემ ერთად გაიხსენონ!
"Would it do any harm if the three of us had a taste together of past delights?"
86605.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გცხვენიანთ? ერთმანეთს ერიდებით?
"Are you embarrassed? Are you shy with the other there?"
86606.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა ვქნა, აქამდის თავიდან ვერ მოიშორეთ ეგ „მეშჩანური“ ზნეობა?!
"Now what? We've been together all this time, and now this bourgeois morality?"
86607.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქამდის ვერ ჩამოირეცხეთ ბურჟუაზული ჩვეულებანი?!
"Haven't you managed to rid yourselves of bourgeois habits?"
86608.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გეძნელებათ? კეთილი და პატიოსანი.
"Is this so hard for you? Fine".
86609.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, თქვენ კი ზეზე დაიძინეთ, ან სულაც ნუ დაიძინებთ.
"Kvachi will get into bed and fall asleep, and you can go to sleep afterwards, or you needn't sleep at all".
86610.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხა–ხა! მაშ მეტი გზა არ არის? გაიხადეთ.... გაიხადეთ!.. აი, ეგრე... ეგრე!
"Ha-ha. So we've got no alternative? Take your clothes off … take your clothes off. That's more like it … That's right".
86611.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, არა! ელენე, სანთელს ნუ აქრობ!
"No, no. Elena, don't blow out the candle.
86612.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხომ იცი კვაჭის ჩვეულება, დაგავიწყდა, განა!
You know Kvachi's habits, you haven't forgotten, have you?
86613.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აბა, მობრძანდით... ღმერთმა აკურთხოს სამეული.
"Right, come on … God loves a trinity".
86614.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ ღამეს კვაჭიმ ისე გასინჯა და დაათვალიერა ორივე ქალი, როგორც გამოცდილი მონადირე სინჯავს და სცდის მეძებარს.
That night Kvachi tested and inspected the two women, as an experienced hunter tests and tries out a hound.
86615.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეტის მეტად ხომ არ დასრულდა ელენე? ხომ არ გახდა რები?
Had Elena put on too much weight? Had Rebby lost too much?
86616.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კანი ხომ არ დაუჭკნათ? მოქნილება ხომ არ დააკლდათ? ხომ არ დამძიმდნენ? ხომ არ განელდნენ?
Was their skin wrinkled? Were they not agile enough? Had they become too heavy, or slow?
86617.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოდნავ დამძიმდნენ, ხოლო სხვაფრივ ყოველივე რიგზეა. მაშ კარგი, ძალიან კარგი! კეთილი და პატიოსანი!
They had got a little heavier, but everything else was in order. Good, very good, then. That's excellent.
86618.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქა ამბავი ძველი სიყვარულის განაღდებისა, კვაჭის დაოჯახებისა და ამბავთა დასრულებისა.
Cashing in on Old Love, Getting Married, and Ending the Story.
86619.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ ჯიბეები მოიფხიკა და ორივე ძველი სიყვარული კოხტად შემოსა.
Kvachi dug deep in his pockets and found the money to dress his both old mistresses.
86620.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთ ღამეს ხელმეორედ მიიყვანა იმ „სახლში“, რომლის მშვენება და დიდება წინა ღამითვე აჩვენა.
One night he took them back to the "house" whose fine qualities he had enumerated the night before.