მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გალობდა, სვამდა და სტუმრებსაც ასმევდა.
She sang her own praises, drank, and offered her guests drink.
86662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, სთქვა: – ჩემო გიშერო! ჩემო ოქრო! მიბრძანდით და ისიამოვნეთ.
Finally she said:"My jet-black girl, my golden girl! Go and have a good time".
86663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დღეს ჩემი სტუმრები ბრძანდებით. ხვალ კიდევ ვიკურკუროთ.
"Today you're my guests, tomorrow we'll have another nice little chat".
86664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ რები და ელენე დარბაზში გაიყვანა, ბესოს ჩააბარა და თვითონ ისევ ლიზა ხანუმს მიუჯდა.
Kvachi took Rebby and Elena off to the hall, handed them to Beso, and then went back to sit with Liza-hanım.
86665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ისე ახლოს მიუჯდა, რომ ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმოდათ.
He sat so close to her that they could hear each other breathing.
86666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჰკითხა: – რას იტყვი, ლიზა ხანუმ?
He then asked her: "What do you say, Liza-hanım?"
86667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ლიზა ხანუმი დიდხანს სდუმდა, მერე პასუხი ძლივს აღირსა.
Liza-hanım was silent for a while, then gave an offhand answer.
86668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თვალგიშერა სქელია, ოქროსთმიანი ხნიერია.
"The black-eyed one's too fat, the golden-haired one's too old".
86669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ლიზა ხანუმ, – ჩასჩურჩულა კვაჭიმ ყურში.
"Liza-hanım," Kvachi whispered in her ear.
86670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„შენ ოქროს თმიანზე თხუთმეტი წლით უფრო ხნიერი ხარ, ხოლო თვალგიშერა, შენ რომ შეგადარო, გამხდარი ბავშვია“.
"You're fifteen years older than the golden-haired one and, compared to you, the black-eyed one is a skinny child".
86671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„მაგრამ, ვფიცავ ჩემს მზეს და ღმერთს, რომ შენ ყველა ქალებს მირჩევნიხარ“.
"But, I swear on my life and to God, I still prefer you to any other woman".
86672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და განიერ გავაზე მკლავი ქურდულად მოუცაცუნა.
He furtively slid his arm over her broad thigh.
86673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ლიზა ხანუმმა კვაჭის თვალებში შეხედა, ბებრულად გაუღიმა.
Liza-hanım looked into Kvachi's eyes and gave him a decrepit smile.
86674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სქელი სალოკი თითი ოდნავ ნიკაპზე აჰკრა და უთხრა: – ეფენდი, ნუ დამცინი.
She tapped him under the chin with her fat index finger, saying "Effendi, don't mock me".
86675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე რომ შენს საწოლში ვიყო, უმალვე დაგიმტკიცებდი, რომ თავადი კვაჭანტირაძე ლიზა ხანუმს დაცინვას არ აკადრებს.
"If I were in your bed, I'd prove to you straight away that Prince Kvachantiradze would never stoop to mocking Liza-hanım".
86676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– როდის დამიმტკიცებ?
"When are you going to prove it?"
86677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თუნდ ეხლავე!
"Right now, if you like".
86678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ლიზა ხანუმი წამოდგა და ბატის ნაბიჯით კარებისკენ წავიდა. არაბული ცხენი იმ ბატს ნელი ნაბიჯით გაჰყვა.
Liza-hanım got up and waddled like a goose towards the door. Our Arab horse slowly strode after the goose.
86679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„დამტკიცების“ შემდეგ ორივენი დაბრუნდნენ და თავ–თავიანთ ალაგებზე დასხდნენ.
After the "proof" they both came back and resumed their seats.
86680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის ჯიბეში ახალი დასტა ფული ედო, ხოლო ცერზე ახალი და უუზარმაზარი ბეჭედი ჰქონდა წამოცმული.
Kvachi had a new pack of banknotes in his pocket, and a gigantic new ring on his thumb.