მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86701.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე ორი დიდი სახლი მაქვს, მესამე ახლად ნაყიდი აგარაკია კადიკიოში.
"I've got two big houses and a third country place I've just bought in Kadiköy".
86702.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გარდა ამისა, პაპანდოპულოს ფირმის ნახევარიც მე მეკუთვნის.
"Also, half of Papadopoulos's firm belongs to me".
86703.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დანარჩენი შენც იცი: მდიდრულად მოწყობილი ბინა, ეტლი, მრავალი სამკაული და ორას ათასამდე ნაღდი ფული.
"You know the rest: a luxurious flat, a carriage, a lot of ornaments, and up to two hundred thousand in cash".
86704.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩემი წლიური შემოსავალი სამოც ათასზე მეტია.
My annual income is over sixty thousand.
86705.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჩემი ქმარი შარშან გარდაიცვალა, – ეს შენც იცი.
My husband died last year, as you know.
86706.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– უშვილო ვარ, – ესეც იცი. ნათესავები ჩემს სიკვდილს ელიან, ესეც გიამბე.
"I've no children, as you also know. My relatives are waiting for me to die, as I've told you".
86707.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაგრამ მე არც სიკვდილს ვაპირებ და არც ჩემს საქმეზე ხელის აღებას.
But I've no intention of dying or giving up my business.
86708.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მე მიყვარს შრომა და ეს საქმე, რომელსაც შევეჩვიე.
I love my work and this business: I'm used to it.
86709.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაგრამ უმამაკაცო საქმე, ისიც ამისთანა, სამფეხა ცხენს ჰგავს. ასეთი საქმე ცოცვით ივლის, მაგრამ ვერ გაიქცევა.
"But working with no man around, especially in this trade, is like being a three-legged horse: you can stumble along, but you can't run away".
86710.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გარდა ამისა, მე გლოვის ვადა გამითავდა. მარტოობას შეჩვეული არა ვარ.
"Anyway, my mourning period is over. I'm not used to being alone".
86711.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შენც ხედავ, რომ მამაკაცები – ახალგაზრდებიც და მდიდრებიც – ბუზივით მეხვევიან და ჩემგან პასუხს ელიან.
"You can see I've got men, young and rich, hovering around me like flies waiting for a response".
86712.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ორივენი დიდხანს სდუმდნენ და აბოლებდნენ.
They both smoked in silence for a while.
86713.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მიმიხვდი? – ჰკითხა, ბოლოს, ლიზა ხანუმმა.
"Have you understood me?" Liza-hanım finally asked.
86714.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ლიზა ხანუმ! – უპასუხა კვაჭიმ. – სირცხვილით ვიწვი იმის გამო, რომ შენ დამასწარი.
"Liza-hanım!" replied Kvachi. "I'm burning with shame, because you said it before I did".
86715.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ხვალ მე თვითონვე ვაპირებდი ამ საქმეზე ლაპარაკს, მაგრამ, რაკი დამასწარი, სხვა გზა არ არის, უნდა დღესვე გავათავოთ.
"I was going to broach the subject tomorrow, but, since you got in before me, I've no alternative: we have to settle things today".
86716.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ლიზა ხანუმ! ჩემი ვინაობა და თავგადასავალი უკვე გიამბე.
"Liza-hanım! I've told you who I am and what I've been through".
86717.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე ვარ თავადიშვილი, ეს – ერთი; ოცდაჩვიდმეტი წლის ახალგაზრდა, ეს – მეორე; ორი უნივერსიტეტი მაქვს გათავებული, ეს – მესამე.
I'm a prince, for one thing; secondly, I'm still young at thirty-seven; thirdly, I've got two university degrees.
86718.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ორი უნივერსიტეტი მაქვს გათავებული, ეს – მესამე; რადგან პრინცის სასახლეში ვარ გაზრდილი, ამიტომ თან დამყვა ჩემი გემოვნება და ჩვეულებანი, ესეც – ოთხი.
"Fourthly, because I was brought up in a prince's palace, I have the appropriate tastes and habits".
86719.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რაც მქონდა წითლებმა წამართვეს, მაგრამ მე მაინც ფულს ვშოულობ და ჩემებურად ვხარჯავ, ესეც – ხუთი.
"Fifthly, the Reds took everything I had, but I still earn money and spend it as I like".
86720.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვლავ იჩუმეს და გააბოლეს. ბოლოს, კვაჭიმ ჰკითხა: – ლიზა ხანუმ, პასუხს მიმიხვდი?
Again, they smoked in silence.Then Kvachi asked: "Liza-hanım, have you understood my answer?"