მოიძებნა 668045 ჩანაწერი
89521.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მოხსენებაში თ. უთურგაიძემ პოზიტიურად შეაფასა ის სიახლეები, რომელიც სულხან-საბამ ქართული ენის მასალაზე დაყრდნობით შეიტანა თავის ლექსიკონში.
T. Ulurgaidze gave positive assessment of the novelties introduced by S.-S. Orbeliani into his Dictionary, based on the material of the Georgian language.
89522.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
სპეციალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია პროფ. კორნელი დანელიას (თბილისის უნივერსიტეტის ძვ. ქართული ენის კათედრა) ვრცელმა მოხსენებამ „მიმართულებითი ბრუნვის ადგილისათვის ძველი ქართულის ბრუნვათა სისტემაში“.
Prof. Korneli Danelia's (Department of Old Georgian, Tbilisi University) extensive paper "On the Place of the Directive Case in the Old Georgian System of Declension" evoked considerable interest among specialists.
89523.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
უხვი საილუსტრაციო მასალის (ძველი ქართული წერილობითი ძეგლები, ქართული დიალექტები) გათვალისწინებით მომხსენებელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახლებურად უნდა იქნეს გააზრებული მიმართულებითობის გამომხატველი -ად სუფიქსისა და დამოუკიდებლად არსებული მიმართულებითი ბრუნვის -დ სუფიქსის ურთიერთმიმართების საკითხი.
On the basis of rich illustrative material (Old Georgian literary Monuments and Georgian dialects) presenter advanced a novel interpretation of the interrelationship of the -ad suffix of directionality and the -d suffix of independently existing directive case.
89524.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მისი აზრით, ძველ ქართულში მიმართულებითობას გამოხატავდა არა -ად-სუფიქსიანი ტრანსფორმატივი, არამედ დამოუკიდებელი მიმართულებითი ბრუნვა (ოდენ-დ სუფიქსიანი).
In his view, the concept of "directionality" in Old Georgian was expressed not by a transformative with the -ad suffix but by means of an independent directive case (having only the -d suffix).
89525.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მაგრამ რადგან ვითარებითი (ტრანსფორმატივი) -ად მარკერი ხმოვანფუძიან სახელებთან -დ-ს სახით რეალიზდებოდა, ხდებოდა მორფოლოგიური ომონიმია.
But since the -ad marker of the transformative was realized as -d with vowel stem roots there occurred morphological homonymy.
89526.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ამ ფაქტით ჩანს განპირობებული მიმართულებითსა და ვითარებითის შორის ოპოზიციის საბოლო მოშლა, რასაც შედეგად მოჰყვა მიმართულებითი ბრუნვის დასუსტება-გაქრობა და მისი ფუნქციის სხვა ბრუნვებზე გადანაწილება.
This must have accounted for the final loss of opposition between the directive case and the transformative resulting in the weakening and disappearance of the directive case and in the transfer of its function to the other cases.
89527.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
გიორგი გოგოლაშვილმა მოხსენებაში (თბილისი, ენათმეცნიერების ინსტიტუტი) „დიალექტური ფორმა და პარადიგმა“ ბრუნებისა და უღლების მაგალითზე საინტერესოდ გაანალიზა თავისებურ დიალექტურ ფორმათა სისტემის სხვა წევრებთან მიმართების საკითხი.
Giorgi Gogolashvili's (Tbilisi, Institute of Linguistics) paper Dialectal Form and Paradigm as exemplified by declension and conjugation analyzed in an interesting way the system of specific dialectal forms in relation to other members.
89528.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მოხსენებაში იყო ცდა იმის დასაბუთებისა, თუ როგორი რთული და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას შეიძლება შეუწყოს ხელი ამგვარმა ენობრივმა ანალიზმა.
An attempt was made in the paper to demonstrate that the proposed method of linguistic analysis might facilitate the solution of complex questions.
89529.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
გრიგოლ იმნაიშვილის (თბილისი, ენათმეცნიერების ინსტიტუტი) მოხსენება შეეხო ბგერათა გაჩენა-განვითარებას ქართული ენის კილო-თქმების ზოგ სიტყვაში.
Grigol Imnaishili (Tbilisi, Institute of Linguistics) dealt with the appearance and development of sounds in some words of local dialects of the Georgian language.
89530.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მოხსენებაში ნაჩვენები იყო, ბგერის გაჩენა განვითარების (ეპენთეზისი) სხავდასხვა გზები და საშუალებები: ფიზოლოგიურ-ფსიქიკური, ფონეტიკური მორფოლოგიურ-სინტაქსური, ანალოგიის შემთხვევები და სხვა.
Paper showed the various ways and means of the emergence and development of sounds (epenthesis): physiological-psychic, phonetic and morpho-syntactic, as well as cases of analogy, etc.
89531.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
სირთულის მიუხედავად კილოთქმებზე დაკვირვებისა და სათანადო მასალების გაანალიზების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში ხერხდება გარკვეული კანონზომიერებების დადგენა დიალექტების მიხედვით.
In spite of the complexity of the problem observation and analysis of subdialects and analysis of relevant material permits the majority of cases to establish a definite dialectal regularity.
89532.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
პროფესორ მარინა ქაცარავას (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოხსენებაში „ქართული სალიტერატურო ენის და სოციალური დიალექტების ურთიერთობისათვის“, ნაჩვენები იყო თუ რა მნიშვნელობა აქვს სოციალურ დიალექტებს ენის განვითარების ტენდენციათა გათვალისწინებაში.
The paper on the "Relationship of the Georgian Literary Language and Social Dialecis" read by Professor Marina Katsarava (Kutaisi State University) showed the significance of social dialects in predicting the tendencies of language development.
89533.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლე-ახალგაზრდობის ჟარგონს, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიტყვის ხელოვნური გადასხვაფერება ევფემისტური გამოთქმების სიმრავლე, ლექსიკური მნიშვნელობის მეტაფორიზაცია და სხვ.
Special attention was paid to the slang of pupils and students characterized by artificial altering of words, abundance of euphemistic expressions, metaphorization of lexical meanings, etc.
89534.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მ. ქაცარავამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ისტორიულ ჩარჩოებში ახალგაზრდობის ჟარგონის ჩამოყალიბება მკვეთრად განსხვავებულად მიმდინარეობს.
M. Katsarava noted that the shaping of the youth's slang differs sharply within various historical limits.
89535.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
50 — 60-იანი წლების ახალგაზრდულ ჟარგონში ქურდული არგოს ნიმუშები ჭარბობდა, დღეისათვის კი უფრო უცხო წარმომავლობის სიტყვებს მიმართავენ.
Thievish argot prevailed in the slang of the youth of the 50s-60s, today preference is given to words of foreign origin.
89536.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ზაალ კიკვაძის (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოხსენებაში „სუბიექტური შეფასების ნაცვალსახელთა სტრატიფიკაციული და სიტუაციური ვარირება“ სამეტყველო ქცევის სოციო-ლინგვისტურ მოდელირების პრობლემას შეეხო.
Zaal Kikvadze's (Kutaisi State University) paper Stratification and Situational Variability of Pronouns of Subjective Evaluation, dealt with the problem of sociolinguistic modelling speech acts.
89537.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
აღინიშნა, რომ სუბიექტური ნაცვალსახელების შერჩევა სამეტყველო ქცევებში დამოკიდებულია სტრატიფიკაციულ და სიტუაციურ ვარიანტულობაზე.
There was stated that the choice of subjective pronouns depends on the stratificational and situational variability.
89538.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ეს კი უკავშირდება საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას.
And this is related to the social structure of society.
89539.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ეს და სხვა დასკვნები ეფუძნება უხვ ფაქტობრივ მასალას ქართული საერო ლიტერატურიდან.
This and other conclusions are based on ample factual material found in Georgian secular literature.
89540.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
რუსუდან საღინაძემ (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თავის მოხსენებაში „ოკაზიური სიტყვათწარმოების ერთი მაგალითისათვის ქართულში“, ყურადღება დაუთმო „იმექონება“ ოკაზიერ ფორმას, რომელიც არ არის იზოლირებული შემთხვევა.
In her paper "An Example of Occasional Word-Formation in Georgian" Rusudan Saghinadze (Kutaisi State University) focused attention on the occasional form which is not an isolated case of use, "imekoneba".