მოიძებნა 668045 ჩანაწერი
89561.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მათში კარგად არის დაცული ლექსიკური არქაიზმები, აგრეთვე, ის სიტყვები, რომლებიც დამოუკიდებელ ერთეულად აღარ იხმარება და ამდენად თანამედროვე მოსაუბრისთვის მათი მნიშვნელობა უცნობია.
Lexical archaisms are well-preserved in them, as well as words that are no longer used as independent units, and hence their meanings are unknown to modern speakers.
89562.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ახალშენელთა მეტყველების შესწავლა, აგრეთვე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დიალექტოლოგიური კოდების შერევისა და ურთირთზემოქმედების თვალსაზრისით.
Study of the Akhalsheni speech is also important in terms of examining the influence from the standpoint of the mixture and interaction of various dialectal codes.
89563.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ავტორთა აზრით, დიალექტთა შესწავლა უნდა განხორციელდეს: ავტომატიზირებული სისტემის საშუალებით, რაც მოითხოვს შეიქმნას Spell Checker-ის ტიპის პროგრამული პროდუქტი.
According to the authors, study of the dialects should be carried out by an automated system, calling for the development a Spell Checker type programme product.
89564.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ეს გააადვილებს დიალექტური ტექსტების მორფო-ფონემატურ, სინტაქსურ და სტილისტურ ანალიზს.
It will facilitate morphophonetic, syntactic and stylistic analysis of dialectal texts.
89565.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ბ, ბედოშვილის აზრით ტოპო-ინდიკატორების სპექტრი ორ ძირითად ჯგუფს ქმნის.
In G. Bedoshvili's view the spectrum of toponymic indicators forms two main groups.
89566.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
არეალის მიხედვით მკაცრად ლოკალიზებული (მარკირებული) ტოპოინდიკატორები.
Toponymic indicators strictly confined (marked) according to area.
89567.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
თხზულ ტოპონიმებში საზღვრულ ფუძეთა (ტოპოინდიკატორთა) გამოვლენა აუცილებელია დიალექტოლოგიური ატლასის შედგენის დროს.
Identification of defined stems (topo-indicators) in compound toponyms is necessary for making a dialectal atlas.
89568.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ამასთან ტოპოინდიკატორთა არეალური შესწავლა ტოპონიმიის მკვლევარს გარკვეულწილად ეხმარება გეოგრაფიული სახელწოდებების ეტიმოლოგიური კვლევის საქმეში.
Furthermore, areal study of toponymic indicators to some extent helps student of toponymy in researching the etymology of place names.
89569.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორმა ზურაბ ჭუმბურიძემ თავი, მოხსენებაში — „ზოგიერთი ქართული ანთროპონომის წარმომავლობისათვის“ - წარადგინა ვრცელი ანთროპონიმული მასალა.
Professor Zurab Chumburidze (Department of Old Georgian Language, Tbilisi University) in his paper "Towards the Origin of some Georgian Anthroponyms" presented extensive anthroponymic materials.
89570.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მისი გავრცელების ძირითადი არეალი სამეგრელო და სვანეთია, და იგი უპირატესად ადიღეურ-ჩერქეზული ენებიდან არის ნასესხები.
It is mainly distributed in Svaneti and Megrelia and is largely borrowed from Adyghe-Cherkes languages.
89571.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
აღინიშნა, რომ ადამიანთა საკუთარ სახელებზე დართული სართები პირებს განარჩევენ არა მარტო სოციალური ნიშნით, არამედ სქესის მიხედვითაც.
It was noted that the affixes, attached to proper names distinguished persons not only according to their social position but to sex as well.
89572.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
თანამედროვე მეგრულ და სვანურ ანთროპონიმიაში ბევრია ისეთი გვარები, რომლებიც იმ უძველეს ნასესხებ მასალაზე არიან დაფუძნებულნი.
There are many surnames in modern Megrelian and Svan anthroponymy based on that ancient loan inaterial.
89573.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
იმერული ანთროპონიმიის ერთ-ერთი კარდინალური საკითხი განხილულია ზაქარია ფურცხვანიძის ვრცელ მოხსენებაში: „შტო-გვარებისათვის იმერულში“.
One of the cardinal questions of Imeretian anthroponymny was discussed in Zakaria Purtskhyanidze's extensive paper entitled "Towards Branch Surnames in the Imeretian Dialect".
89574.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მოხსენება ემყარება ავტორის მიერ იმერეთის 40-მედ სოფელში მოპოვებულ 140-ზე მეტი გვარის 400 შტოგვარის ენობრივ ანალიზს.
The paper is based on linguistic analysis of the data on 140 family names with 400 branch names collected in 40 villages in Imereti.
89575.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
მოხსენებაში დიდი ადგილი დაეთმო ანთროპონიმული მასალის ფორმალურ ანალიზს, შტო-გვარებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას.
Much space was given in the paper to formal analysis of anthroponymic material, terminology related to branch-surnames.
89576.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
დოცენტი ლუიზა გვენეტაძემ (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოხსენებაში, „ოკრიბის ტოპონიმიის სტრუქტურული დახასიათებისათვის“, წარმოადგინა ზემო იმერეთის ერთ-ერთი ისტორიული რეგიონის — ოკრიბის - მიკროტოპონიმიკური სისტემის კვლევის შედეგები.
In her paper "Towards a Structural Characterization of Okriba Toponymy" Luiza Gvenetadze (Assistant Professor of Kutaisi State University) presented the results of her study of the microtoponyms of Oktiba-one of the historical areas of Upper Imereti.
89577.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ქართულ-ქართველური ტოპონიმიკური სისტემის მსგავსად ოკრიბის ტოპონიმები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა ა) უაფიქსო: (მარტივი) სახელები; ბ) აფიქსური; გ) შედგენილი სახელები.
Similarly to the Georgian Kartvelian toponymic system, the Okriba dialect is divided into three main groups: a) affixless simple names; b) affixal; c) compound names.
89578.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ყველაზე დიდ ჯგუფს ქმნის აფიქსური და თხზული გეოგრაფიული სახელწოდებანი.
These affixal and compound geographical-names form the largest group.
89579.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
თხზულ ფუძიან ტოპონიმებში ავტორი რამდენიმე ჯგუფს გამოყოფს:
Within the compound place-names the author distinguishes the following subgroups:
89580.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
ა) ატრიბუტულ მსაზღვრელიანი ერთეულები: ახალსოფელი, მოწამე ფერდი.
a) With adjectival attribute; Akhalsopeli, Motsame Perdi.