მოიძებნა 668045 ჩანაწერი
89781.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასახელებული რომელობების დონეებზე დასტურდება მითითებული მომენტების მონაწილეობის „დოზა“.
In each concrete case the "dose" of participation of the moments referred to above is attested in the cited qualities.
89782.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების ზოგ რომელობაში ინტელექტუალური (კოგნიტური) ფაქტორიი მაქსიმალურადაა წარმოდგენილი (მაგ., ნატვრა, ინტერესი).
In some qualities of need the intellectual (cognitive) factor (e. g. wish, interest) is represented maximally.
89783.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ეს საბაბს იძლევა ნატვრა და ინტერესი, გარკვეული კუთხით განხილული შემეცნებით პროცესებადაც კი დახასიათდეს.
It gives cause for the description of wish and interest, viewed from a definite angle, as cognitive processes.
89784.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
თავისებურ ბუნებას ამჟღავნებს სხვა რომელობებიც.
Other qualities of need are also of specific nature.
89785.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ მიერ გამოყოფილი მოთხოვნილების რომელობები (სულ რვა) არ წარმოადგენენ შინაარსობრივ ერთეულებს.
It should be emphasized that the qualities of need (eight in all) do not constitute content units.
89786.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
გავრცელებული აზრის, მიხედვით, ლტოლვა გაგებულია ბიოლოგიური მოთხოვნილების მნიშვნელობით, ამიტომაცაა, რომ ლაპარაკობენ სექსუალურ, ორგანულ და ა. შ. ლტოლვებზე.
According to the prevalent view, drive is regarded as a biological need hence they talk of sexual, organic, etc drives.
89787.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ჩვენი გაგებით, ლტოლვა მოთხოვნილების კონკრეტული საგნობრივი შინაარსი კი არაა, არამედ მოთხოვნილების რომელობაა.
In our opinion drive is not a concrete object-state content of need but a quality of need.
89788.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ლტოლვის რომელობის დონეზე შეიძლება მიმდინარეობდეს ყოველი კონკრეტული შინაარსი, პროცესი მოთხოვნილებისა.
Every concrete content of need may be processed at the level of a drive quality.
89789.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მაგ., სოციოგენური მოთხოვნილების ერთ-ერთი შინაარსი — „პრესტიჟი“ იმის მიხედვით, თუ გაცნობიერების რა დონეზე მიმდინარეობს, შეიძლება ან ლტოლვა იყოს, ან მისწრაფება და გატაცება და ა. შ.
Thus, e. g. "prestige", one of the sociogenic needs, can be regarded either as a drive or aspiration or passion, etc., depending on the level of awareness.
89790.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამიტომაცაა, რომ ვლაპარაკობთ, ინდივიდი პრესტიჟისაკენ მიილტვის, მიისწრაფვის, ინდივიდს პრესტიჟი აინტერესებსო და სხვ.
That is why we say that a person is craving for prestige, or longing for prestige or is interested in prestige, and so on.
89791.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მაშასადამე, ერთი და იგივე საგნობრივი შინაარსი შეიძლება მოგვევლინოს სხვადასხვა მოთხოვნილების რომელობის ინტენციის საგნად, როგორც ეს დახასიათდა პრესტიჟის მაგალითზე.
Therefore, one and the same object-state content may emerge as an intentional object of the quality of different needs, as seen in the example of prestige.
89792.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ასევე სხვადასხვა საგნობრივი შინაარსი შესაძლებელია, რომ ერთი გარკვეული მოთხოვნილების რომელობის ინტენციის საგანია.
Different object contents may be the intentional object of the quality of a definite need.
89793.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილებათა მრავალფეროვნება განსხვავებული ასპექტებით შეიძლება დაჯგუფდეს.
The diversity of needs may be grouped according to different aspects.
89794.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ფორმალური და შინაარსობრივი ნიშნის მიხედვით ცნობილია მოთხოვნილების მრავალი კლასიფიკაცია, რომლებიც სპეციფიკური კუთხით ასახავენ ამ ფსიქიკური გარკვეულობის ბუნებას.
Various classifications of need according to form and content are known, reflecting the nature of this mental state from specific angles.
89795.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამ აზრით, რომელიმე კლასიფიკაციისათვის უპირატესობის მინიჭება გამართლებული არაა.
Hence it is wrong to give priority to any one classification.
89796.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების საკლასიფიკაციო ნიშნად შეიძლება ავიღოთ მისი ფენომენალური თავისებურებანი.
The phenomenal peculiarities of need can be used for its classification.
89797.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
თუ ასეთ საფუძვლად ავიღებთ, მაგ., გაცნობიერების დონეს, ხარისხს, მაშინ მოთხოვნილებათა ერთიანობა, ვფიქრობ, უნდა იყოს გაცნობიერების ზეაღმავალი ხაზის მიხედვით.
For example, if the level or degree of awareness is taken as the basis, then in my opinion, the unity of need should be according an ascending line of awareness.
89798.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ეს განლაგდება შემდეგი თანმიმდევრობით: ლტოლვა, წყურვილი, წადილი, მისწრაფება, გატაცება, ნდომა, ნატვრა, ინტერესი.
It will be arranged in the following order: drive, thirst, desire, aspiration, passion, want, wish, interest.
89799.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
აქ გაცნობიერება ეხება ძირითადად ინტენციის საგანს.
Here awareness mainly refers to the object of intention.
89800.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების აქტის იმპულსის ინტენსივობის დონის მიხედვით მოთხოვნილებათა რომელობები, ალბათ, სხვა თანმიმდევრობით განლაგდებოდნენ.
The qualities of need would probably be arranged in a different order when viewed in terms of the level of impulse intensity of the act of need.