მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90041.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, ნამი ესპაჰანის "ვისა და რამინი"
ჩემი აზრით, ეს შეუსაბამობანი სხვადასხვა ვერსიების რუდიმენტებია.
In my opinion these incongruities are rudiments of the various versions.
90042.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, ნამი ესპაჰანის "ვისა და რამინი"
ვისი ერთ ვერსიაში, ალბათ, გორაბელი იყო, მეორეში — მაჰელი, ერთ ვერსიაში იგი ჭირვეული იყო, მეორეში — თვინიერი და ა. შ.
According to one version Wis must have hailed from Gürāb and to the other from Mah, in one version she was capticious, in the other docile, and so on.
90043.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, ნამი ესპაჰანის "ვისა და რამინი"
ინფორმაციათა ეს სიჭრელე, ჩანს, ჩვენი პოემის წყაროებშიაც იყო არეკლილი.
The mixed character of evidence appears to have been reflected in the sources of our poem.
90044.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, ნამი ესპაჰანის "ვისა და რამინი"
ყველაფერი ეს უფრო გვიმტკიცებს ჩვენს მიერ ადრე გამოთქმულ ვარაუდს.
All this lends additional support to our earlier hypothesis.
90045.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მე-11-მე-12 საუკუნეები, ელინოფილური მიმართულების ხანა ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ისტორიაში, გამოირჩევა ცნებითი ღირებულების მქონე ლექსიკის აქტიური შემოქმედებით, ქართული ენის სასიცოცხლო ძალების არაჩვეულებრივი გააქტიურებით.
The 11<sup>-th</sup>-12<sup>-th</sup> centuries a period of Grecophilie tendency in the history of Georgian literature and translation-were marked by active creation of a conceptual vocabulary and an unusual activation of the vital powers of the Georgian language.
90046.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამ ხანისათვის დამახასიათებელმა ინტერესმა ეგზეგეტიკისადმი, როგორც კლასიკური ხანის ფილოსოფოსთა ისე ბიბლიური ტექსტების კომენტარებისადმი წმინდა ფილოსოფიით დაინტერესება გამოიწვია.
Interest in exegetics, characteristic of the period, involving commenting the writings of Classical philosophers and biblical texts, led to interest in pure philosophy.
90047.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ფილოსოფიური ხასიათის ლიტერატურის მიზანდასახულმა და სისტემატურმა თარგმნა-დამუშავებამ მოითხოვა ფილოსოფიური ხედვისა და აზრის ზუსტად გადმოცემა.
Purposeful and systematic translation and study of philosophical literature called for precise rendering of philosophical outlook and thought.
90048.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამას შედეგად მოჰყვა ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება და სისტემაში მოყვანა, ქართული მეცნიერული ენის შექმნა.
It resulted in the establishment and systematization of Georgian scholarly and scientific terminology.
90049.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელიც ელინოფილური მიმართულების მიმდევრებმა დაუტოვეს ქართულ სალიტერატურო ენას.
This is the most important legacy of the Grecophile tendency to the Georgian literary language.
90050.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ელინოფილური მიმდინარეობიდან, რომელსაც სათავე დაედო შავი მთის სალიტერატურო სკოლაში, განვითარდა სამი ძირითადი შტო: კონსტანტინოპოლის, პეტრიწონისა და გელათისა.
The Grecophile trend, originating in the literary school of the Black Mountain, ramified into three main branches: Constantinople, Petritsoni and Gelati.
90051.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
გელათის სკოლა ყველაზე დასრულებული სახითაა წარმოდგენილი.
Gelati school emerges as the most accomplished.
90052.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მისთვის დამახასიათებელია სათარგმნი მასალის შერჩევისას მკვეთრი ტენდენცია ფილოსოფიური და თეოლოგიური ეგზეგეტიკისადმი.
It is characterized by a clearly defined preference for philosophical and theological exegetics in selecting the material to be translated.
90053.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
აქედან მოდის ადეკვატური თარგმანის თეორიის განვითარება და მისი მკაცრი გატარება პრაქტიკაში.
It leads to the evolvement of a theory of adequate translation and its rigorous implementation in practice.
90054.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
გამოკვეთილი პოზიცია, ერთი მხრივ — ბერძნული ენის, როგორც „გონიერ ხედვათათვის მომმარჯვი“ და ამდენად მისაბაძი მოდელის მიმართ.
A clear-cut position regarding the Greek language "as fit for rational views", and hence a model to be followed.
90055.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია გარკვეული ენობრივი მოვლენებისა და ფორმების უტრირებისა, რაც საბოლოოდ სტილიზაციასა და მანერულობაში გადაიზარდა.
A pronounced tendency to the exaggeration of certain language phenomena and forms, which ultimately developed into stylization and mannerism.
90056.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იაკობ გოგებაშვილის მიხედვით — „გენათი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „დაბადებასო“.
According to lakob Gogebashvili, the word "Genati" derives from the Greek pevnens meaning "birth".
90057.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იგი უნდა მომდინარეობდეს იმ დიდი ტრადიციიდან, რომელიც გელათის სამონასტრო ფილოლოგიურ სკოლას აკავშირებდა ბიზანტიის მოწინავე კულტურულ-მეცნიერულ სამყაროსთან.
It must have come from the traditional links of the Gelati monastery and philosophical school with the advanced Byzantine cultural and scholarly world.
90058.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამ მონასტრის სახელწოდების ბერძნულის მეშვეობით ახსნა უნდა ასახავდეს იმ ელინოფილურ ტენდენციას, რომელიც მასთან არსებული სკოლის ლიტერატურულსა და სააზროვნო ინტერესებს განსაზღვრავდა.
The explanation of the name of the monastery by recourse to Greek must be reflective of the Grecophile tendency defining the literary and speculative interests of the school attached to the monastery.
90059.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ადრექრისტიანული აზროვნების ისტორიაში ქოლესტიანული დოგმატების ჩამოყალიბების პერიოდი ლათინურ თეოლოგიურ ლიტერატურაში აღბეჭდილი იყო ტერტულიანეს სიმბოლური სიტყვებით.
Whereas the period of formation of dogmata in the history of early Christian thinking was stamped with Tertullian's symbolic query.
90060.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
რა არის საერთო ათენსა და იერუსალიმს შორის?
What is common between Athens and Jerusalem?