მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90061.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იგი მოითხოვდა, რომ ლოგიკურ აზროვნებას ადგილი დაეთმო რწმენისათვის.
It was calling on logical thinking to yield ground to faith.
90062.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ის ეპოქა კი, რომელშიც ყალიბდება და მუშაობს გელათის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა, ხასიათდება სრულიად საპირისპირო ტენდენციებით, რაც სიმბოლურად სწორედ ათენისა და იერუსალიმის ერთიანობაში გამოიხატებოდა.
The epoch in which the Gelati theological literary school took shape and functioned was characterized by diametrically opposite tendencies symbolizing the unity of Athens and Jerusalem.
90063.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამ მხრივ, გელათის სკოლა ქრისტიანული აზრის ისტორიაში აგრძელებს აღმოსავლური თეოლოგიისა ალექსანდრიული სკოლისა და კაპადოკიუოი პატრისტიკის ხაზს კლემენტი ალექსანდრიელისა.
In this respect, in the history of Christian thought the Gelati school continued the line of the Alexandrian school of oriental theology and Cappadocian patristics Clement of Alexandria.
90064.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მან ქრისტიანული აზრის ისტორიაში პირველმა ჩამოაყალიბა ცნობილი პრინციპი რწმენისა და ცოდნის ჰარმონიისა.
He was the first in the history of Christian thought to state the principle of harmony between belief and knowledge.
90065.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მათ ეს მიმართულება მე-11 -12 სს-თა ბიზანტიაში უფრო საერო და რაციონალისტური გზით განავითარეს.
They developed this trend in 11<sup>-th</sup>-12<sup>-th</sup> century Byzantium a long secular and rational lines.
90066.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
როგორც ხელნაწერთა მინაწერები გვაუწყებენ, გელათის მშენებლობა დავით აღმაშენებელს 1106 წელს დაუწყია.
As we learn from colophons of manuscripts, David the Builder began the construction of Gelati in 1106.
90067.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
თუმცა, როგორც ეს მისი ანდერძიდან ჩანს, იგი მას თავის სიცოცხლეში, ვერ დაუსრულებია.
However, as seen from his Testament, he failed to complete it in his lifetime.
90068.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
სწორედ გელათში მოხდა ანტიკური და ქრისტიანული ტრადიციების შერწყმა.
It was in Gelati that a fusion of Classical and Christian tradition was effected.
90069.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ანტიკური ფილოსოფიისა და ბიზანტიური ნეოპლატონიზმის შესწავლას.
It was here that the foundation was laid for the study of Classical philosophy and Byzantine Neoplatonism.
90070.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
დავითის მიერ აქ მოწვეულ სწავლულთა შორის უნდა ყოფილიყვნენ არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი, რომელნიც, „დავითის გამგონეობასა და თანადგომასა მინდობილნი“, უნაყოფიერეს ლიტერატურულსა და მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ.
Among the scholars invited by David were Ioane Petritsi and Arsen Iqaltoeli who-trusting on "David's good Judgement and support" -worked most fruitfully in literature and scholarship.
90071.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იოანე პეტრიწმა გელათში ის იდეები და სული მოიტანა, რომელიც ტრიალებდა იმ დროს ბიზანტიის მოწინავე საზოგადოებრივ-კულტურულ წრეებში, და, კერძოდ, კონსტანტინე მონომახის მიერ განახლებულ მანგანას აკადემიაში.
Petritsi brought with him the ideas and spirit with which the progressive socio-cultural circles of Byzantium were imbued, particularly of the Academy of Mangana, revived by Constantine Monomachus.
90072.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ბუნებრივია, რომ ამ სკოლის ლიტერატურულ-ფილოსოფიური ინტერესებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის შესწავლა და სწორად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ამ დროის ბიზანტიის განათლებულ წრეებში მიმდინარე კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გათვალისწინებითა და საერთოდ ამ ეპოქის ბიზანტიურ სამყაროსთან მიმართებით.
Naturally enough, research into the literary and philosophical interests and into the translation activity of this school is feasible only by taking into account the cultural and literary processes going on in the educated quarters of Byzantium, and generally speaking, in relation to the Byzatine world of the period.
90073.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მე-11 საუკუნის ბოლო მეოთხედისა და მთელი მე-12 საუკუნის განმავლობაში ბიზანტიის იმპერიას კომნენების დინასტია მართავდა.
In the last quarter of the 11<sup>-th</sup> and throughout the 12<sup>-th</sup> century the Byzantine empire was ruled by the Comneni dynasty.
90074.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ეს ეპოქა აღინიშნება სამეცნიერო-ფილოსოფიური ლიტერატურის განსაკუთრებული სიუხვით, განათლების სფეროში საერთო ტენდენციების გაძლიერებით, ხელოვნებასა და მეცნიერებაში ანტიკურობის აღორძინებით.
The epoch is marked by abundant scientific and philosophical literature, strengthening of secular tendencies in education and revival of Classical art and science.
90075.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამ პროცესმა განსაკუთრებით ფილოსოფიაში იჩინა თავი: არაჩვეულებრივად მომრავლდა კომენტარები და სქოლიოები ელინთა ფილოსოფოსების თხზულებებისათვის.
This process was particularly evident in philosophy, producing numerous commentaries and scholia on the writings of Greek philosophers.
90076.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
გამოცოცხლდა ბიბლიური ეგზეგეტიკა, რომელიც ამ პერიოდში ძლიერი რაციონალისტური ტენდენციებით ხასიათდება.
There was a revival of biblical exegetics with its strong rationalistic tendencies in that period.
90077.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
თეოლოგიური პრობლემები მე-11-12 სს-თა ბიზანტიაში, ჩვეულებრივ, ფილოსოფიურ ნიადაგზე მუშავდებოდა.
Theological issues in 11<sup>-th</sup>-12<sup>-th</sup> cent. Byzantium were ordinarily tackled on philosophical grounds.
90078.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იმ დროის ყველა ბიზანტიელი მოაზროვნე აუცილებლობით მიდიოდა საღვთისმეტყველო საკითხების განხილვამდე.
All Byzantine thinkers of the period inevitably came to the consideration of theological issues.
90079.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ფილოსოფოსისათვის შეუძლებელი იყო შეჩერებულიყო მეტაფიზიკური აზროვნების ზღვარზე ისე, რომ არ გადავარდნილიყო ქრისტიანული დოგმატიკის სფეროში და, ამასთან, არ გადაელახა ზღვარი მართლმადიდებლური ორთოდოქსიისა.
A philosopher could not stop short at the boundary of metaphysical thought, without encroaching upon Christian dogmatism and overstepping the limit of orthodoxy.
90080.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამას ბუნებრივად მოჰყვებოდა ხოლმე საპასუხო რეაქცია ორთოდოქსული ეკლესიისა და ძლიერი მონარქიის მხრიდან.
It was naturally followed by a rebuff from the Orthodox Church and strong monarchy.