მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90081.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
თუ ადრე ბიზანტიის მმართველი წრეები შემწყნარებლობას იჩენდნენ წარმართული ფილოსოფიის მიმართ, კომნენების ეპოქაში, როდესაც ფილოსოფია თეოლოგიას საფუძველი გახდა, რაციონალიზმი თავის მწვალებლური გამოვლინებებით ისე ღრმად შეიჭრა ბიზანტიის თეოლოგიურ აზროვნებაში, რომ გარდაუვალი გახდა მისი ყოველგვარი გამოვლინების ალაგმვა.
Whereas earlier the ruling circles of Byzantium evinced tolerance to pagan philosophy, in the age of the Comneni, when philosophy came to be the basis of theology, rationalism with its heretical tendencies penetrated so deep into Byzantine theological thinking that curbing its manifestation in any form became imperative.
90082.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იმპერატორმა ალექსი კომნენმა აკრძალა ყოველგვარი კამათი ქრისტიანული დოგმების გარშემო.
The Emperor Alexius Comnenus banned all debate involving Christian dogmata.
90083.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
საეკლესიო პირთაგან იმათ, ვინც არ დაემორჩილებოდა ამ აკრძალვას, ეკლესიიდან განკვეთა ემუქრებოდა, ხოლო საერო პირებს — ქონების კონფისკაცია.
Those of the clergy who refused to obey this prohibition were threatend with excommunication, while laymen would forfeit their property.
90084.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამიტომ იყო, რომ მიქელ პსელოსი, ეჭვმიტანილი იმაში, რომ იგი „ზედმეტად იყო გატაცებული ელინური ფილოსოფიით“, იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი შეცდომები.
That is why, Michael Psellus, suspected of "being carried away too much by Greek philosophy", was obliged to confess his errors.
90085.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იოანე იტალოსი გასამართლებულ იქნა თავისი არაორთოდოქსული შეხედულებების გამო.
John Italus was tried for his nonorthodox views.
90086.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
თუმცა, ანა კომნენეს ცნობით, მოგვიანებით მანაც მოინანია თავისი შეცდომები და თავის აღსარებაში, რომელიც მან საბრალმდებლი კომისიას წარუდგინა, ყოველნაირად სცადა მართლმადიდებლობასთან შეეხამებინა თავისი შეხედულებანი.
However, accord ing to Anna Comnena, he later repented his errors and-in his confession submitted to the impeachment commission he sought to adjust his ideas to orthodox.
90087.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
უფრო გვიან სომხებთან დოგმატიკურ პოლემიკაში დაშვებული შეცდომებისათვის მხილებულმა ევსტრატი ნიკიელმაც, რომელიც მეორე უკიდურესობაში გადავარდა და არიოზის წვალება ააღორძინა, მოინანია თავისი შეცდომები.
Later, Eustratius of Nicaea, exposed for his errors made in the dogmatic polemic with the Armenians through falling into the opposite extreme of reviving the Arian heresy, confessed his errors.
90088.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
თუმცა მას ეპისკოპოსობა მაინც ჩამოართვეს.
Nevertheless he was deprived of his bishopric.
90089.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ხოლო 1157 წელს ეკლესიიდან განკვეთეს სოტურინოს პანტევგენოსი, რომლის წინააღმდეგაც ნიკოლოზ მეთონელმა დაწერა საგანგებო შრომა.
In 1157 Soterichos Pantengenes, against whom a special treatise was written by Nicolaus of Methone, was excommunicated.
90090.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იგი ლოგიკური დასაბუთების მეთოდებითვე უპირისპირდებოდა სოტირიხოსს და მის წვალებას პლატონური იდეების შესახებ მოძღვრებიდან მომდინარედ თვლიდა.
He opposed Soteriches by the method of logical argumentation, considering his heresy as derived from Plato's teaching.
90091.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
აი, ამ გარემოში, სამეუფეო ქალაქში, კონსტანტინეპოლში აზრთა ამ ცხოველ ჭიდილში იკვეთებოდა ქართველ მეფეთაგან ბიზანტიაში განათლების მისაღებად წარგზავნილი ქართველი ახალგაზრდების სააზროვნო ინტერესები.
It was in this lively atmosphere of the clash of ideas in the Imperial city of Constantinople that the speculative interests of young Georgians sent there by Georgian Kings were shaped.
90092.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ცნობილია, რომ ბიზანტიის დედოფალი, მარიამ მართაყოფილი, ქართველთა მეფის, ბაგრატ მე-IV-ის ასული, იმ დროის ბიზანტიის პოლიტიკური და კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრების აქტიური მონაწილე იყო.
As is known, the Byzantine Queen Mariam (former Martha), daughter of the Georgian King Bagrat IV, took an active part in the political, cultural and literary life of Byzantium of her time.
90093.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ბაგრატ მეოთხეს უნდა წარეგზავნა კონსტანტინეპოლს იოანე პეტრიწი.
Ioane Petritsi too must have been sent to Constantinople by Bagrat IV.
90094.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ბუნებრივია, ის ტენდენციები, რაც ახასიათებდა იმდროინდელი ბიზანტიის მოწინავე კულტურულ სამყაროს, ქართულ ნიადაგზე გადმონერგეს და გელათის სკოლაში განავითარეს იოანე პეტრიწმა და მისმა თანამოღვაწეებმა, რომელთაც მანგანაში გაიარეს ბიზანტიური რაციონალისტური მიმართულების დიდი სკოლა და მიიღეს მაღალი სქოლასტიკური განათლება.
Naturally enough, Ioane Petritsi and his associates, who had received higher scholastic education in Byzantine rationalistic thinking during their studies at Mangana, transplanted the tendencies of the Byzantine cultural world of the time onto Georgian soil, developing them at the Gelati school.
90095.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მათი სააზროვნო ინტერესების წრე მოიცავს იმავე პლატონს, არისტოტელესა და „პლატონურ“ ფილოსოფოსებს (ანუ ნეოპლატონიკოსებს), რომელთაც ასწავლიდნენ და განმარტავდნენ მიქაელ პელოსისა და იოანე იტალოსის ევპატოსობის დროს მანგანას აკადემიის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
Their speculative interests covered the same Plato, Aristotle, and "Platonic" philosophers (or Neoplatonists), all being taught and expounded at the Mangana faculty of philosophy at the time when the office of ypatos was held by Michael Psellus and John Italus.
90096.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
გელათში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა არისტოტელესა და მისი ალექსანდრიელი კომენტატორების ლოგიკურ ნაშრომებსა და ათენის პლატონური აკადემიის დიადოხოსის, მე-5 საუკუნის ნეოპლატონიკოსის, პროკლეს შრომებს.
Special attention was given at Gelati to Aristotle and the commentators of his writings on logic, as well as to the writings of the 5<sup>-th</sup> cent. Neoplatonist Proclus the Diadochus of the platonic Academy at Athens.
90097.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამ ორი თხზულების თარგმანის ერთ კრებულში გაერთიანება უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ იგი სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.
The uniting of the two translations into a single collection must be indicative of its use as a manual.
90098.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ ხელნაწერთა ცნობების მიხედვით, თითქოს იოანე პეტრიწს უნდა ეთარგმნა არისტოტელეს „კატეგორიები“ და „პერი ერმენეიას“.
Though not extant, according to the evidence of manuscripts, Ioane Petritsi must have translated "Aristotle's Categories" and "Peri ermeneias".
90099.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მართლაც, ეს არ უნდა იყოს გამორიცხული, რადგანაც ერთგან, თავის „განმარტებაში“, პეტრიწი მსმენელს მიუთითებს ამ უკანასკნელზე.
Indeed, this cannot be ruled out, for in his commentary, Petritsi refers to the latter.
90100.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
რაც, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც მოწმობს, რომ გელათის სკოლაში არისტოტელეს ეს ნაშრომი ისწავლებოდა.
Which in any case points to the use of Aristotle's cited work at the Gelati school.