მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90121.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
პროკლე მას აინტერესებდა, როგორც ტრიადული დიალექტიკის დიდოსტატი.
He was interested in Proclus as a great master in triadic dialectic.
90122.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იოანე პეტრიწისათვის, როგორც გატაცებული ფილოსოფოსისათვის ვფიქრობთ, მთავარია, ფილოსოფიას არსებობის უფლება მოუპოვოს, მისი საჭიროება დაასაბუთოს
loane Petritsi - a dedicated philosopher, seems to be mainly concerned with establishing philosophy in its own right by demonstrating its necessity.
90123.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მაგრამ ჭეშმარიტება ერთია.
But truth is one.
90124.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ერთ-ერთი ასეთი გოდოლი, არის ელინური სიბრძნე, კერძოდ, პლატონის დიალოგები.
One such tower is Greek wisdom, namely Plato's Dialogues.
90125.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
აი, იოანე საღმრთო ფილოსოფოსმა მიზნად დაისახა ამ ფილოსოფოსის — პროკლეს ონტოლოგიური სტრუქტურის განმარტება „შეწევნითა პირველისა სიტყვისა ქრისტესითა“, ანუ მისი „ღმრთისმეტყველება“, მისი გადმოცემა ქრისტიანული ღვთისმეტყველების ენაზე.
Now, loane, the divine philosopher, resolved to interpret this philosophy, i. e. Proclus' ontological structure "with the aid of the first Word or Christ" or to "theologize" it, to convey it in the language of Christian theology.
90126.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იოანე პეტრიწი, განსხვავებით იტალოსისაგან, მწვალებლურ აზრებს არ ქადაგებს, და მით უფრო, მას დოგმატიზებას არ მოითხოვს, როგორც ამას იოანე იტალოსი მოითხოვდა.
Unlike Italus, Ioane Petritsi does not preach heretical ideas, nor does he call for their dogmatization, as John Italus demandeded.
90127.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
პლროკლეს ონტოლოგიური სტრუქტურის მისეული ქრისტოლოგიური ინტერპრეტაციები და ძლიერი გატაცება ელინური ფილოსოფიით, როგორც ჩანს, ეჭვს იწვევდა მის თანამედროვეებში.
His Christological interpretations of Proclus' ontological structure and enthusiasm for Greek philosophy seem to have caused suspicions in his contemporaries.
90128.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
დევნის მიზეზი გასაგებია.
The cause of the persecution is understandable.
90129.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
პროკლეს (ნეოპლატონური) ფილოსოფია წარმოადგენს მოძღვრებას არსის იერარქიული სტრუქტურეს შესახებ.
Poclus' Neoplatonic philosophy constitutes a doctrine on the hierarchical structure of beings.
90130.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამიტომ ყოველგვარი ანალოგია ამ სტრუქტურასა და წმ. სამების ჰიპოსტასებს შორის იწვევდა დაეჭვებას ორთოდოქსთა მხრიდან.
That is why any analogy between this structure and the hypostases of the Holy Trinity caused suspicion on the part of the orthodox.
90131.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
როგორც ზემოთ ვნახეთ, ჭეშმარიტების ლოგიკური მეთოდით ძიების ამ გზაზე ბევრი ბიზანტიელი თეოლოგი და ამასთანავე ეკლესიის გამოჩენილი მოძღვარი ვერ გაექცა ანათემასა და ეკლესიიდან განკვეთას.
As noted above, on this road of search for truth by the logical method many Byzantine theologians, being at the same time outstanding churchmen, failed to escape anathema and excommunication.
90132.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამიტომ იყო, რომ ბიზანტიელ იმპერატორებს არც თუ იშვიათად უხდებოდათ საგანგებო ედიქტებით საეკლესიო დოგმატების გარშემო კამათის აკრძალვა.
Hence, not infrequently Byzantine emperors were obliged to prohibit, by special edicts, any debate on ecclesiastical dogma.
90133.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მაგრამ იოანე პეტრიწმა, მიუხედავად ბერძენთა და ქართველთაგან დევნისა, როგორც თვითონვე ამბობს, დავითის (აღმაშენებლის) „წყალობათა და თანადგომასა მინდობილმან“, დაუსვენებელი შრომის, უძილო ღამეებისა და სულიერი ტკივილების გზით მაინც შეძლო „ნივთისაგან მიუხებელი ღვთისმეტყველების წარმოჩენა“.
However, Ioane Petritsi, in spite of persecution from Greeks and Georgians, "trusting on the favours and support" of David the Builder-as he himself admits-through continuous work, sleepless nights, and mental anguish managed, nevertheless, "to show a theology detached from maiter".
90134.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
პეტრიწის ღვთისმეტყველების ქვაკუთხედს ნამდვილმყოფი წარმოადგენს, რომელსაც დასტრიალებს მისი თეოლოგიური ხედვა მთელი „განმარტების“ მანძილზე.
Now, it is the "True Being" that forms the cornerstone of Petritsi's theology, which is constantly under his theological scrutiny throughout his "commentary".
90135.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იგი არის პირველი არსი და პირველი მყოფი, რომელიც თავის ხატად „მორთო და აღამკო“ ზესთერთმა და კეთილობამ.
It is the first essence and first existence that was "embellished and adorned" in his image by the highest One and Goodness.
90136.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
იოანე ფილოსოფოსის „განმარტების“ მთელი ტექსტის მანძილზე აქცენტირებულია ნამდვილმყოფის ანალოგია ძელოგოსთან, ისევე როგორც წარმოუსახველი, შეუცნობელი ზესთ-ერთისა უხილავ და შეუცნობელ მამა-ღმერთთან.
Throughout the text of loane the philosopher's Commentary accent is made on the analogy of the True Being with the Son-Logos, as well as on the analogy of the in comprehensible supreme One with the invisible and unknowable Father.
90137.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
პავლე მოციქულის ამ სიტყვებს გულისხმობს პეტრიწი, როდესაც მსგავსების შედეგად მიზეზისაგან მიზეზოანის წარმოჩენაზე ლაპარაკობს.
Petritsi implies these words of the Apostle Paul when he speaks of the emergence of the caused from the cause due to likeness.
90138.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მაგრამ ეს ანალოგია, მეორე მხრივ (თუ მას პირდაპირ გაიგებდნენ), საკმაო საფუძველი იყო იმ „საცთურისა“, რომელმაც წარმოშვა არიოზის წვალება.
But, on the other hand, this analogy-if understood directly provided sufficient ground for the temptation that gave rise to the Heresy of Arius.
90139.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ცხადია, ეს გადახრა არ გამოჰპარვიათ ბერძენ და ქართველ ორთოდოქსებს, რომელთა მხრიდან დევნაზეც გულისტკივილით ლაპარაკობს პეტრიწი.
Obviously, this deviation was not overlooked by the Greek and Georgian Orthodox, from whom he suffered persecution, as he states with a sad heart.
90140.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
საფიქრებელია, რომ თავისი მართლმადიდებლობის დასამტკიცებლად პეტრიწი წერს საგანგებო ტრაქტატს წმ. სამების შესახებ, რომელიც ხელნაწერებში (და გამოცემაშიც) ერთვის განმარტების ტექსტს ბოლოსიტყვაობის სახით.
It is conceivable that, in order to prove his orthodoxy, Petritsi wrote a special treatise on the dogma of the Holy Trinity which in the MSS., as well as in the published text, is appended to the text of the Commentary as an Afterword.