მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90141.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ცნობილია, რომ ამ ხერხს წმინდა მამები ადრე საუკუნეებში იყენებდნენ წმ. სამების ჰიპოსტასების შესახებ მოძღვრების ნათელსაყოფად.
As is known, the latter device was used by the saintly fathers in the early centuries in illustrating the doctrine of the hypostases of the Holy Trinity.
90142.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ამ ტრაქტატში პეტრიწი იცავს უფლებებს ელინთა ფილოსოფიისა, რომელიც მისი აზრით, არა თუ არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას სამებისა და არსთა შესაქმის საიდუმლოების შესახებ, არამედ წარმოადგენს შემეცნებითს გზას ამ საიდუმლოს ამოცნობისაკენ.
In his treatise Petritsi defends the rights of Greek phillosophy which in his view, far from contradicting the Christian teaching of the Trinity and the mystery of the Creation is a cognitive way to an insight into that mystery.
90143.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მას უნდა აჩვენოს, რომ პლატონი და პროკლე „სამების ანგელოზს“, „ჩემს ორფეოსს — დავითს“, წინასწარმეტყველს.
He seeks to show that Plato and Proclus with the "angel of the Trinity" - "my Orpheus, David the Prophet".
90144.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ცნობილია, რომ ამავე მიზეზით ეფრემ მცირესაც ეჭვის თვალით უყურებდნენ.
As is known, Eprem Mtsire came under suspicion for the same reason.
90145.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
ბიბლიურ თხზულებათა თარგმანები დროთა განმავლობაში, პერიოდულად ახლდებოდა და ამგვარად იქმნებოდა ქართულ თარგმანთა ახალი რედაქციები.
The translations of biblical books were known to have been periodically revised, giving rise to new redactions of Georgian translations.
90146.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მაგრამ პრინციპი თარგმანთა განახლებისა ერთი იყო.
But the principle of the renewal of the translations was the same.
90147.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
მთარგმნელებს წინ ედოთ ძველი თარგმანები და მათი ბერძნულ დედნებთან შეჯერების გზით, სხვადასხვა ლექსიკონებისა და მათი თანამედროვე ქართული ენის მონაცემების გათვალისწინებით ცვლილებები შეჰქონდათ ამ ძველ თარგმანებში.
The translators worked with the old translations, introducing changes into them through their juxtaposition with the Greek originals and consideration of the evidence of various dictionaries and their contemporary Georgian language.
90148.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა
სამწუხაროდ, ეს ტრადიცია შეწყდა მე-13 საუკუნის შემდგომ საქართველოს მძიმე ისტორიულ-პოლიტიკური უბედობის გამო.
Regrettably this tradition was discontinued after the 13<sup>-th</sup> century owing to Georgia's grave historical and political situation.
90149.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
ქალაქი ქუთაისი, სადაც წინამდებარე ჟურნალმა უნდა აიდგას ფეხი, მთელი მსოფლიოსათვის არის ცნობილი.
The city of Kutaisi, where the present journal is to take its first steps, is well-known to the whole world.
90150.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
მაგრამ ამ მსოფლიოს ყოველთვის როდი აგონდება, რომ სწორედ ქუთაისია ძველი ბერძენი ავტორების შრომებსა და არგონავტების მითში აღწერილი კუტაია, ფასისის (აწინდელი რიონის) პირას გაშენებული ქალაქი, სადაც კოლხეთის მეფე აიეტს ედგა სამეფო ტახტი.
But the world does not always remember that Kutaisi is the same town of Kutaea - as described in the works of ancient Greek scholars and in the epos of the Argonauts, on the banks of the river Phasis (modern Rioni) where Aeetes, King of Colchis had his palace.
90151.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
ქუთაისის უნივერსიტეტი თითქმის სამოცი წლის მანძილზე იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელმაც ქვეყანას გამოუზარდა არა ერთი და ორი მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი თუ პოლიტიკური მოღვაწე.
Kutaisi University was a state teacher training institute for about 60 years, giving many world-famous scholars, scientists and statesmen to the country.
90152.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
„ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე“ თავის ხასიათით უნივერსალური ჟურნალია, მასში წარმოდგენილი იქნება მეცნიერების ყველა დარგი.
"Bulletin of Kutaisi University" is a universal journal in a sense that it will present all branches of science.
90153.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
ჟურნალში დაბეჭდილი მასალა ახალი სიტყვა უნდა იყოს მეცნიერებაში.
Any material published in the journal should be a novelty in the science.
90154.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
სამწუხაროდ ქართული ენა ქვეყნის გარეთ მხოლოდ ერთეულთათვის არის გასაგები.
Georgian language is unfortunately comprehensible to a very few number of readers outside the country.
90155.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
ამის გამო ჟურნალი გამოიცემა ორ ენაზე.
That is why the journal is made bilingual.
90156.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
ჟურნალი ორ თვეში ერთხელ გამოვა.
Journal will be issued once in every two months.
90157.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, რედაქტორისგან
მასში, გარდა სამეცნიერო სტატიებისა, დაიბეჭდება ქართველოლოგიური შრომების ანოტირებული ბიბლიოგრაფია და სამეცნიერო სესიების, კონფერენციებისა თუ სიმპოზიუმების ანგარიშები.
In addition to scientific papers it will feature bibliographic reviews of Georgian works, reports of scientific sessions, conferences, and symposiums.
90158.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ქართველი ხალხის თვითსახელწოდება (ქართლი, ქართველი) და თითქმის ყველა ძირითადი ეთნონიმი, რომლითაც ამ ხალხს, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოს, იცნობენ მათი უძველესი მეზობლები შესაძლებელია მომდინარეობდეს ქართველურ ტომთა ტოტემის - მგლის სახელიდან, რომელიც ინდოევროპულთან საერთო ძირზე დაიყვანება.
The self-designation of the Georgian people (kartli, kartveli) and almost all principal ethnonyms by which the people - at any rate, Eastern Georgia - is known by its ancient neighbours may be derived from the totem of Kartvelian tribes - the name of the wolf, reducible to a common root with the Indo-European.
90159.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ამ უკანასკნელიდან უნდა იყოს წარმოშობილი აგრეთვე ზოგიერთი ევროპელი ხალხის ეთნონიმიც.
The ethnonyms of some European peoples must have originated from the latter.
90160.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
I. როგორც დამტკიცებულია, მგლის ტოტემურ სახელს უძველეს ხალხთა მითოლოგიურ წარმოდგენებში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ამ სახელის ერთგვარ ტაბუირებაში გადაიზარდა.
I. It is common knowledge that the totemic name of the wolf has sacred significance in the mythological conceptions of ancient peoples, which developed into the tabooing of this name.