მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90161.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ამან გამოიწვია ტაბუირებული სახელის ნაცვლად იმავე მნიშვნელობით ახალი სახელების წარმოქმნა, რომლებიც ერთი და იმავე ძირისაგან სხვადასხვა სუფიქსებით იწარმოება, ან ამ ძირის ერთგვარი მოდიფიცირებით მიიღება.
This led to the rise of new names of the same meaning in place of the tabooed one, formed from the same root by adding various suffixes, or through some modification of this root.
90162.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
მგლის აღმნიშვნელი ტოტემური სახელისაგან მიღებულ იმ ეთნონიმთა წრეში, რომელიც საქართველოს უკავშირდება, გამოიყოფა ძირები, რომლებიც ერთმანეთისაგან კანონზომიერად გამომდინარეობენ.
In the cycle of ethnonyms derived from the totemic name denoting the wolf, related to Georgia, roots regularly derivable from one another are identified.
90163.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
თუმცა ამ კანონზომიერებებს ზემოთ მეთითებული რელიგიურ-მითოლოგიური ასპექტის გამო (ტოტემის საკრალური სახელის ტაბუირება) ყველა შემთხვევაში მარტივად და ხელშესახებად არ ამჟღავნებენ.
However, owing to the above religious mythological aspect (the tabooing of the sacred name of the totem), these regularities are not always simply and tangibly manifested.
90164.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
II. მგლის ტოტემური სახელიდან მომდინარე ეთნონიმების ზემოთ მითითებულ წრეში ი-ბერ ეთნონიმის მოთავსება საეჭვოა.
II. The placement of the ethnonym i-ber in the above cycle of ethnonyms deriving from the totemic name of the wolf may be questioned.
90165.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
მხარს ვუჭერ მეცნიერებს, რომლებიც ი-ბერ ეთნონიმს უკავშირებენ ქართველთა სხვა ეთნონიმებს, მხოლოდ არა იაფეტიდოლოგიაში დაშვებულ საეჭვო ბგერათგადასვლებზე დაყრდნობით.
I support the scholars who link the ethnonym i-ber to other ethnonyms of the Georgians - however, not on the questionable ground of sound gradation set forth in Japhetology.
90166.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ამის საფუძველს გვაძლევს შემდეგი გარემოებანი:
This is warranted by the following:
90167.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
გ) ბერ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე დამოწმებული უძველესი ტოპონიმის სახელია.
c) Ber is an ancient place name attested on the territory of historical Georgia.
90168.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
დ) ბერ ძირიდან ნაწარმოები ეთნონიმი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში დასტურდება უძველესი საისტორიო წყაროებით:
d) An ethnonym derived from the ber root is attested in the region of eastern Georgia by ancient historical sources.
90169.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
III. ქართველთა ზემოთ მითითებულ ეთნონიმთა წრესთან პირველად ჩვენს მიერაა დაკავშირებული ქართ ეთნონიმი.
III. For the first time we have linked the ethnonym kart to the cycle of the above-cited ethnonyms of the Georgians.
90170.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
იგი, ჩემი აზრით, საქართველოს ძველირანული, საშუალო და ახალსპარსული სახელწოდებების პარალელური ენობრივი ფორმაა.
In my view, it is a parallel language form of the Ancient Iranian, and Middle and New Persian designations of Georgia.
90171.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ქართ ფუძის ქარ სეგმენტის მიმართება ზემოთმითითებულ ეთნონიმებთან და მათ ძველინდურ საწყის ფორმასთან ადგენილი ფონეტიკური კანონზომიერებებით აიხსნება.
The relation of the kar segment of the stem kart to the above ethnonyms and to their ancient Indic form is accounted for by established phonetic regularities.
90172.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ასახსნელია ქართ ფუძის ბოლოკიდური თ თანხმოვნის წარმომავლობა.
The provenance of the final t of the stem kart has to be explained.
90173.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
თუ ძველირანული ვარკ ძირის ბოლოკიდური კ საშუალო სპარსულ, პართულ, ახალ სპარსულ, სირიულ და არაბულ შესატყვის ეთნონიმებში კანონზომიერად გვაძლევს ჩ, შ, გ, ზ და ჯ თანხმოვნებს და ბგერათმონაცვლეობის გამოვლენილ კანონზომიერებებს ემორჩილება, ამას ვერ ვიტყვით ქართ ეთნონიმის თ ბოლოკიდურზე.
If the final k of the Ancient Iranian root vark regularly yields š, g, z and ğ consonants in corresponding Middle Persian, Parthian, New Persian, Syriac and Arabic ethnonyms, obeying the established regularities of sound alternation, this cannot be said of the final t of the ethnonym kart.
90174.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
იგი უნდა მივიჩნიოთ ან ქართ ძირის განუყოფელ ნაწილად, ხოლო ეს უკანასკნელი კი ჩაითვალოს ამ ტოტემური სახელის ტაბუირების გამო წარმოქმნილ განსხვავებულ ლექსემად, რისი მაგალითებიც მგლის სახელწოდების მიმართ, როგორც შენიშნულია საკმაოდ მრავლად გვაქვს ინდოევროპულ ენებში;
It should be considered either an inseparable part of the root kart, and the latter a different lexeme formed as a result of the tabooing of this totemic name, examples of which with regard to the name of the wolf - as has been noted - are fairly numerous in Indo-European languages;
90175.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ან, რაც უფრო მეტად საგულვებელია, ქარ ძირზე დართული გეოგრაფიული სახელების მაწარმოებელი ეთ, ან ნაგენეტივარი წარმოების თა ქართული სუფიქსების ნაშთად.
Or - which is more probable - a remnant of the Georgian suffix -et, forming geographical names added to the root kar, or -ta of genitival derivation.
90176.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ქართ ეთნონიმში ქარ ძირის გამოყოფის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე გარემოება:
Several facts speak in favour of isolating the root kar in the ethnonym kart.
90177.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
1) ამ სუფიქსის შემდგომი შეკუმშვის (ან შეკვეცის) შედეგად ვიღებთ ქართ ფუძეს.
1) The stem kart resulted from the further contraction (or syncope) of this suffix.
90178.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
ამ შემთხვევაში ქართ ეთნონიმის ფორმირება ძველირანული ფუძისაგან დამოუკიდებლად უნდა ვიგულვოთ და არა ძველი ირანულიდან ახალ სპარსულზე გარდამავალ ეთნონიმთა რიგში.
In this case the formation of the ethnonym kart should be assumed independently from the Ancient Iranian stem rather than looking for it in the series of ethnonyms transitional from Ancient Iranian to New Persian.
90179.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
2) ქარ-ეთ ეთნონიმის მსგავსი კონსტრუქციისა ჩანს ქართლის ძველი სომხური სახელი ვირ-ქ.
2) The Old Armenian name of Kartli, virk seems to be of similar structure with the ethnonym kar-et:
90180.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ძირითადი დასკვნები
შენიშნულია, რომ ქართული გეოგრაფიული სახელების მწარმოებელი -ეთ სუფიქსს სომხურში მრავლობითობის -ქ შეესატყვისება.
It has been noted that to the -et suffix forming Georgian geographical names in Armenian corresponds the -k suffix of plurality.