მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90201.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ამ ბუნდოვან სირთულეებზე დაყრდნობით თეორიის ჩამოყალიბება არა საისტორიო სფეროში მეთოდურად არ მიგვაჩნია გამართლებულად.
To build a theory based on these vague difficulties in a non-historical sphere does not seem justified.
90202.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით, ეთნონიმი ყველა შემთხვევაში არ მიუთითებს ხალხის გენეზისზე.
The more so that in my view, an ethnonym does not always point to the genesis of a people.
90203.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ზოგჯერ ხალხს მეზობელი ერები უნარჩუნებენ იმ ქვეყნის სახელს, რომელშიც ესა თუ ის ერი ჩასახლდა.
Occasionally neighbouring nations preserve the name of the country to which this or that nation cảme to settle.
90204.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ზოგჯერაც ხალხი შეინარჩუნებს იმ ქვეყნის სახელს, საიდანაც ისინი გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა ეთნიკურად ჰქონდათ თუ არა ნათესაობა იმ ქვეყანასთან.
At times, a people preserves the name of the country from where they came, irrespective of whether they had ethnic affinity to that country or not.
90205.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
სახელთა აღრევის სხვა ტიპის შემთხვევებიც შეიძლება არსებობდეს.
There may be also other types of confusion of names.
90206.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ასე რომ, ზემოთ ჩამოყალიბებული თეორიის დასასაბუთებლად ან უარსაყოფად მისი ისტორიული მონაცემებით ინტერპრეტირება მეთოდურად არ მიმაჩნია გამართლებულად.
Thus, I do not believe it methodologically valid to resort to interpretation with the aid of historical evidence in order to prove or disprove the above theory.
90207.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
მნიშვნელოვანია ამ თეორიის ინტერპრეტირების მეორე - წმინდა ენათმეცნიერული ასპექტიც.
Another - purely linguistic - aspect of interpretation of this theory is also significant.
90208.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ბუნებრივია, აღიძვრება ინტერესი თითოეული ეთნონიმის ჩამოყალიბების მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ფონეტიკური სურათის აღდგენისა ამა თუ იმ ენისა თუ ენათა ჯგუფის დამახასიათებელი ბგერათმონაცვლეობის კანონების ფონზე.
Naturally, interest will arise in reconstructing a more or less complete phonetic picture of the formation of each ethnonym against the background of the laws of sound alternation characteristic of one or another language or group of languages.
90209.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ამგვარი კვლევა მომავლის საქმეა.
This is a problem of future research.
90210.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
სხვადასხვა ძირის ეთნონიმის ჩამოყალიბება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ემყარება ბგერათმონაცვლეობის საზოგადოდ აღიარებულ კანონებს;
As noted above, the formation of the ethnonyms of different roots is based on universally recognized laws of sound alternation;
90211.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
და, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ეთნონიმთა ამგვარი მონაცვლეობის ისტორიულად დადასტურებულ ფაქტებს.
And, which is more important, on historically attested facts of such alternation of ethnonyms.
90212.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ სხვადასხვა ენის ერთმანეთისაგან ქრონოლოგიურად დაშორებულ წერილობით ძეგლებში დადასტურებულ ლექსიკურ ერთეულებს.
It should be also borne in mind that compared here are lexical units found in written texts of different languages chronologically remote from one another.
90213.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ეთნონიმები ყალიბდებოდნენ სხვადასხვა ენობრივ თუ დიალექტურ გარემოში ისტორიულად ძალზე ხანგრძლივი ეპოქების მანძილზე.
Furthermore, these ethnonyms took shape in various language or dialectal settings over very long historical periods.
90214.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ამას, როგორც ჩანს, თან ერთვოდა ტოტემურ სახელთა ტაბუირების და ტოტემური კულტის გადაცემის თუ გადაადგილების არაერთგვაროვანი ფაქტები.
This seems to have been attended by nonhomogeneous facts of tabooing totemic names and passing on or transferring a totemic cult.
90215.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | მეთოდური შენიშვნები
ამიტომ თითოეული ეთნონიმის ფორმირების ზუსტი კანონზომიერებების ძიება არაა მოსალოდნელი, რომ ყველა შემთხვევაში წარმატებით დამთავრდეს.
Therefore, it is unlikely that all cases of a search for precise regularities of the formation of each ethnonym will be successful.
90216.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
მგლის ტოტემური სახელის გავრცელება ევროპისა და აზიის ფართო არეალზე და მისგან ეთნონიმებისა და ტოპონიმები მომდინარეობა მეცნიერებაში დადგენილი ფაქტია.
The spread of the totemic name of the wolf over a vast area of Europe and Asia and the derivation of ethnic and place names from it is an established fact in scholarship.
90217.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
უძველეს ტრადიციაში მგლის კულტი საკრალურ ფუნქციას იძენს.
In the ancient tradition the cult of the wolf assumed a sacred function.
90218.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ამაზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოსალოდნელია ტაბუირება ამ საკრალური ტოტემური სახელისა და მის აღსანიშნავად ახალი სიტყვების ძიება.
It is believed on this basis that in some cases this sacred totemic name might be tabooed and new words be sought to designate it.
90219.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ამ გარემოებითაც ხსნიან თვით ინდოევროპულ ენობრივ არეალში მგელის აღმნიშვნელი ლექსემების სიმრავლეს.
The multiplicity of lexemes denoting the wolf in the Indo-European area is accounted for by this fact.
90220.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
სახელი მგელი გარდა ზემოთ მითითებული ძველი ინდურიდან მომდინარე ვარიანტისა გვაძლევს სხვა სახეცვლილებასაც.
The name wolf, in addition to the above-cited variant stemming from the ancient Indic, yields another modification too.