მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90221.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
მგელ ტოტემის ამ სახელწოდებებიდან ნაწარმოებ ეთნონიმებსა და ტოპონიმებს ვხვდებით იტალიაში, ბალკანეთში, საბერძნეთში, ფრიგიაში, ძველ ირანში.
Ethnic and place names derived from these designations of the totem of the wolf occur in Italy, the Balkans, Greece, Phrygia, ancient Iran.
90222.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
არქეოლოგიური მონაცემებით მგლის გავრცელების კვალი ძალიან ფართო არეალზე შეინიშნება.
Archaeological evidence points to the spread of the wolf across a very broad area.
90223.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
შენიშნულია ძალზე მნიშვნელოვანი პარალელები მგლის კულტისა ინდოევროპულ (ხეთური, ანტიკური ბერძნული, ბიზანტიური, გერმანული) და ქართველურ რიტუალურ და ეთნოგრაფიულ ტრადიციაში.
Highly significant parallels of the wolf cult have been noted in the Indo-European (Hittite, Classical Greek, Byzantine, German) and Kartvelian ritualistic and ethnographic traditions.
90224.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ქართველთა უძველესი რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით მგელი არის ტოტემი, უძველესი მითიური წინაპარი და მფარველი ტომისა.
According to the ancient religions and mythological ideas of the Georgians, the wolf is a totem, the ancient mythical ancestor and guardian of the tribe.
90225.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ამ წარმოდგენის ნაშთი ჩანს ისტორიულ გადმოცემებშიც იმის შესახებ, რომ ქართლის მეფე ვახტანგის საბრძოლო მუზარადს ამშვენებდა მგლის თავის გამოსახულება.
A trace of this idea is seen in the historical tradition according to which the helmet of the King of Kartli Vakhtang was embellished with the image of the wolf.
90226.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ქართველ ტომთა უძველეს რელიგიურ-მითოლოგიურ გადმოცემებს და საწესო გრაფიკულ ხელოვნებას შემოუნახავს მასალა, რის საფუძველზე მგელი ქართველურ ტომთა უძველესი ტოტემური ცხოველია.
The ancient religious-mythological traditions and ritual graphic art of Georgian tribes have preserved material according to which the wolf was an ancient totemic animal of Kartvelian tribes.
90227.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ამ წარმოდგენათა გამოსავლენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტი.
Several facts are important in identifying these traditions.
90228.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
სვანეთში შემონახულია სხვადასხვა სახის წმინდა დროშა, რომელიც სხვადასხვა თემს და საზოგადოებას ეკუთვნის.
Sacred banners of various types, belonging to different commons and associations, have survived in Svaneti.
90229.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დროშა სახელწოდებით ლემი, რაც ნიშნავს ლომს.
Especially significant among them is the banner called lemi, meaning lion.
90230.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
თვალები, ყურები, ცხვირის ნესტოები, ფეხები ვერცხლისფერი ზონარით და წითელი ნაჭრებით აქვს გაწყობილი.
The eyes, ears, nostrils, and legs are embroidered with silver tape and pieces of red cloth.
90231.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
დროშა-ლომს წინ ღია ხახა აქვს, რომელშიც ედგმება ვერცხლის ყბა, კბილები და ენა.
The mouth of the banner-lion is open to admit a silver jaw, teeth and tongue.
90232.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
დროშის მოძრაობისას ეს გამოსახულება ჰაერით ივსება.
When the banner is moved along the model is inflated with air.
90233.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ეს ცხოველი როგორც თავისი ფორმით, ასევე სვანების რწმენით და გადმოცემებით, არის მგელი.
By its shape, as well as by the beliefs and traditions of the Svans, this animal is the wolf.
90234.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ის ლომივით ძლიერი და გამარჯვებულია.
It is as powerful and victorious as a lion.
90235.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
სვანეთში დაცული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალა გამოავლენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მგლისადმი.
The ethnographic and folklore material, preserved in Svaneti, shows a special attitude to the wolf.
90236.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
მგელს მიეწერება არაბუნებრივი ფიზიკური ძალა და უნარი, გონიერება და მხედველობა, შესაძლებლობა, იგრძნოს და ამოიცნოს მოვლენები, რომლებიც მისგან შორს ხდება.
The wolf is ascribed unnatural physical force and skill, reason and sight, the capacity to sense and recognize events occurring far away.
90237.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
მგელი მაგიურ ძალას ფლობს და ამ ძალას ადამიანთა სიკეთისათვის იყენებს, ეხმარება და მფარველობს მათ.
The wolf possesses magic power and it uses for the benefit of people, helping and guarding them.
90238.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ამიტომ ატარებენ სვანები მგლის კბილის ამულეტს ბოროტი სულების განსასხმელად.
This is why the Svans wear an amulet of the wolf's teeth to ward off evil spirits.
90239.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ცოცხლობს რწმენა, რომ მგლის ხორცის, ქონის შეჭმა ან დალევა მგლის ხორცის ან ძვლის ნახარშისა იცავს ადამიანს ავადმყოფობათაგან.
The belief is alive according to which eating the wolf's flesh and fat, or drinking the broth of wolf's flesh or bones protects man from diseases.
90240.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
უფრო მეტიც, მგლის მოკვლა იყო აკრძალული, ხოლო ამ აკრძალვის საფუძველი იყო მგელთა მოდგმასთან ტოტემურ-ნათესაური კავშირი.
Furthermore, killing the wolf was forbidden, and this taboo stemmed from the totemic-kinship relation with the wolf's race.