მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90241.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ფიქსირებულია გადმოცემა იმის თაობაზე, რომ სვანმა შემთხვევით მის მიერ მოკლული მგელი დაიტირა და დამარხა, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი.
A story has been recorded telling that a Svan mourned and buried a wolf he had killed accidentally, as if it were a member of his family.
90242.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ძალზე იშვიათი შემთხვევები მგლის მოკვლისა მთავრდებოდა მამაკაცთა თითქოსდა სადღესასწაულო პროცესიით.
The very rare occasions of the killing of a wolf ended in a seemingly festive procession of men.
90243.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
პროცესია სიმღერით მიადგებოდა ყოველ სახლს.
The singing procession came to each house.
90244.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
სხვადასხვა ქართველურ ტომთა ეთნოგრაფიული წარმოდგენები აჩვენებს, რომ მგლის, როგორც ტოტემური ცხოველის, საპატივცემულოდ დაწესებული იყო კალენდარული სადღესასწაულო დღეები.
The ethnographic notions of various Kartvelian tribes show that calendar festival days were set in honour of the wolf as a totemic animal.
90245.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ამ დღეს აკრძალული იყო მუშაობა და სრულდებოდა სხვადასხვაგვარი მაგიური მოქმედებანი, წარმოითქმოდა შელოცვათა და დაწყევლათა ტექსტები.
Working was forbidden on that day and various magic rites were performed, texts of incantations and curses were pronounced.
90246.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
სვანური რელიგიური წარმოდგენები იცნობენ მგელთა მბრძანებელს, რომელსაც მამბერი ჰქვია.
Svan religious beliefs recognize the ruler of the wolves, called Mamberi.
90247.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
იგი შეუკრავდა ხახას მგლებს, როდესაც სვანთა მოქმედებით კმაყოფილი იყო, ხოლო როცა განრისხებული იყო მათზე, მგლებს მიუსევდა სვანების საქონელს.
When it was pleased with the actions of the Svans it would tie wolves' jaws, and when it was angered with them it would set wolves at their livestock.
90248.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ქართველურ ტომთა რელიგიური წარმოდგენები ადასტურებენ მგლის კულტის გადაცემას, გადატანას ძაღლზე.
The religious beliefs of Kartvelian tribes attest to the transfer of the cult of the wolf to the dog.
90249.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
სვანეთში დაცული გადმოცემებით მათ ზოგიერთ ღვთაებას რამდენიმე მოშინაურებული მგელი ჰყავდა, რომლებიც უკვე ძაღლების სახელით მოიხსენიებიან.
According to the traditions preserved in Svaneti, some of their deities kept several tame wolves, already bearing the names of dogs.
90250.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
დიდ ღმერთსაც ჰყავდა თავისი მგლები, რომელთაც დიდი ღმერთის ძაღლები ეწოდებოდათ.
The Great God, too, had his own wolves, called the wolves of the Great God.
90251.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
კოლხურ-ყუბანურ სპილენძის ცულებისა და ბალთების დეკორში გამოსახულია ფანტასტიურ ცხოველთა სიმრავლე.
The decor of the extant Colchian-Kuban bronze axes and plaques features a multitude of fantastic animals.
90252.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ბარდაველიძის დასკვნით, ესაა ქართველთა ღვთაებრივი პანთეონის საკულტო სცენა.
According to Bardavelidze, this is a cultic scene of the Georgian divine pantheon.
90253.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
როგორც ცენტრალური, ასევე მეორე რანგის ღვთაებანი განსახიერებულნი არიან ძაღლების სახით.
Both the central and second-rank divinities are represented as dogs.
90254.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ქართულ მეტყველებაში ძალზე ფართო გავრცელება მოუპოვებია მგლისა და ძაღლის სახელებს, რაც ნათლად ჩანს ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმანში.
The names of the wolf and the dogs have become widespread in Georgian speech, clearly seen in Georgian figurative expressions.
90255.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ქართულ ენაში აღნუსხულია ძაღლთან დაკავშირებული 25 ფრაზეოლოგიური გამოთქმა.
25 phraseological units are recorded in the Georgian language related to the dog.
90256.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ერთი სიტყვით, მგელი ქართველთა ტოტემია, რაც არაორაზროვნად დასტურდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქეოლოგიური, წერილობითი და ენობრივი მონაცემებით.
In short, the wolf is the totem of the Georgians, as demonstrated unequivocally by the archaeological, written and language data of various regions of Georgia.
90257.
ქართველოლოგი | ტომი 14, მგელი - ქართველურ ტომთა ტოტემი
ის სვანური რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემებით მგელთა მბრძანებელია.
According to the Svan religious-mythological traditions it is the ruler of the wolves.
90258.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ზემოთ ჩამოყალიბებული კონცეფცია კიდევ ერთ ინტერპრეტირებას საჭიროებს.
The foregoing conception stands in need of one more interpretation.
90259.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
რამდენადაც ქართ (ქართლი) და იბერ (იბერია) ფუძეების საერთო ძირიდან წარმომავლობას ვვარაუდობ, ვფიქრობ, პასუხის გაცემას მოითხოვს ქართველთა უცხოური სახელწოდების - იბერიის გავრცელების ზემოთ მითითებული ესოდენ ფართო არეალი.
Inasmuch as I hypothesize the derivation of the stems of Kart (Kartli) and Iberia from a common root, I feel the above-indicated broad area of diffusion of the foreign designation of Georgia, Iberia, should be accounted for.
90260.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
უნდა დავიწყოთ იმის კონსტატირებით, რომ ტოპონიმ იბერია-ში ი, როგორც ამას ჯერ კიდევ ნ. მარი მიუთითებდა, შესაძლებელია მაწარმოებელი იყოს.
It must be said from the start that the i in the place name Iberia may be a formant, as pointed out by N. Marr.