მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90281.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ამ ძირის ეთნონიმს იმავე ხალხის სახელად სხვა სიბრტყეზე ენაცვლება გრ ძირისაგან ნაწარმოები ეთნონიმი: გერმანები.
On a different plane, the ethnonym of this root is replaced as the name of the same people by an ethnonym formed from the root gr: Germaniae.
90282.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ერთი და იმავე ხალხის ეთნონიმთა ამგვარ კანონზომიერ მონაცვლეობას ევროპის ისტორიული გეოგრაფიის მონაცემებზე დაკვირვებისას საინტერესო შედეგამდე მივყავართ.
Such regular alternation of the ethnonyms of one and the same people - revealed in observing the historical geography of Europe - leads to an interesting finding.
90283.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
პირენეს ნახევარკუნძულზე იბერების გვერდით საისტორიო წყაროებში კელტები ჩნდებიან.
Alongside the Iberians in the Iberian peninsula, the Celts appear in historical sources.
90284.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ეს ხალხები ერთმანეთთან იმგვარ ახლობლობას ამჟღავნებდნენ, რომ მათ შერეულ თანაარსებობას ერთი ეთნიკური სახელითაც მოიხსენიებდნენ: კელტიბერები.
These peoples evinced such closeness to each other that their mixed coexistence was recorded in a single ethnic designation: the Celtiberians.
90285.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ზოგჯერ კი ეს ორი სახელი თითქოს ერთმანეთსაც ფარავდა - თითოეული ცალ-ცალკე მთელ ესპანეთზე მითითებადაც გამოიყენებოდა.
Occasionally these two names seemed to overlap, being used separately in reference to the whole of Spain.
90286.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ამავე დროს ბერძნების მიერ კელტებად მოხსენიებულ ხალხებს რომაელები გალებად იცნობენ.
At the same time, the peoples referred to by the Greeks as Celts were known by the Romans as Gauls.
90287.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ამ ორი სახელით ერთ ეთნოსზე მითითებაში ძველ ისტორიკოსებს ეჭვი არ ეპარებოდათ.
The ancient historians did not doubt the reference to a single ethnos with these two names.
90288.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
ასე რომ, ამ შემთხვევაშიც ბრ ძირიდან ნაწარმოებ ეთნონიმს ენაცვლება კლ/გლ ძირიდან ნაწარმოები ეთნონიმები.
Thus, in this case, the ethnonym derived from the br root has variant ethnonyms derived from the cl / gl root.
90289.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
კლ/გლ ძირი კი ჩვენს მიერ ზემოთ განხილული ქრ/გრ ძირის ფონეტიკური მონაცვლეა.
The cl / gl root is a phonetic variant of the above-discussed cr/gr root.
90290.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
საგანგებო კვლევას მოითხოვს ბრ და გრ ძირთაგან ნაწარმოები ტოპონიმების მონაცვლეობა მცირე აზიის უძველეს ხალხთა სახელწოდებებში.
The alternations of the place names formed from br and gr in the designations of ancient peoples of Asia Minor stand in need of special study.
90291.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
მაშასადამე, ქართველთა სახელწოდება და ბევრი სახელი, რომლითაც ამ ხალხს იცნობდნენ ძველი მეზობლები, უნდა მომდინარეობდეს მგლის აღმნიშვნელი უძველესი ტოტემური სახელიდან, რომელიც ინდოევროპულ ენებთან საერთო ძირზე დაიყვანება.
Thus, the self-designation of the Georgians and many names under which this people was known by their old neighbours must be derived from the totemic name denoting the wolf, reducible to a common root of IE languages.
90292.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ტერმინ იბერიის ინტერპრეტაციისათვის
თავის მხრივ კი ამავე ინდოევროპული ძირიდან შეიძლება იყოს მომდინარე ევროპული მოდგმის ხალხთა ბევრი ეთნონიმი და ტოპონიმი, რაც მომავალ კვლევა-ძიებას მოითხოვს.
In its turn, many ethnic and place names of Indo-European peoples may stem from the same IE root calling for further study.
90293.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ზემოთ ჩამოყალიბებული დებულებების იტერპრეტირებისას, ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ორიოდე გარემოებას.
In interpreting the above statements attention should be given to a few more points.
90294.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
რა მიმართებას ამყარებს ქართველთა თვითსახელწოდების ერთ ფუძესთან სხვა ქართველური ეთნოჯგუფების სახელწოდებები?
What relation do the designations of other Kartvelian ethnic groups manifest to the self-designation of the Georgians?
90295.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისტორიული საქართველოს დანარჩენი კუთხეების სახელწოდებები ამყარებენ თუ არა რაიმე მიმართებას მგლის ტოტემურ სახელთან, რომლისგანაც ნაწარმოებ ერთ-ერთ ვარიანტად მიმაჩნია ქართ ფუძე?
In other words, are the designations of other regions of historical Georgia related in any way to the totemic name of the wolf, of which the stem kart is, in my view, one of the derivative variants?
90296.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ამ კითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოთ.
This question must be answered affirmatively.
90297.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ქართველთა სხვადასხვა კუთხის სახელწოდებებიდან სამეგრელო და გურია ზემოთგანხილულ gur ძირთან შეიძლება ამყარებდეს კავშირს.
Of the designations of the various regions of Georgia Samegrelo and Guria seem to be related to the above discussed gur root.
90298.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
როგორც ზემოთ მივუთითებდით, ეგრისისა და გურიის შესაძლო ფონეტიკურ კავშირს საქართველოს უცხოურ სახელწოდებებთან ჯერ კიდევ იაფეტური თეორიის მიმდევრები ვარაუდობდნენ.
As indicated above, the possible phonetic relation of Egrisi and Guria to the foreign designations of Georgia was hypothesized by followers of the Japhetic theory.
90299.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
მხოლოდ მათ ამოსავალ ფორმად ი-ბერ ძირი მიაჩნდათ, დამოუკიდებლად ეგრის და გურიისათვის, ხოლო იმერ ძირის გზით სომხური და სპარსული ფორმებისათვის.
However, they considered the root i-ber as the initial form independently for Egrisi and Guria, while, via the root imer, for the Armenian and Persian forms.
90300.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
საქმე ისაა, რომ ეგრისიც გურ(გერ) ძირიდანაა ნაწარმოები.
Now, Egrisi is formed from the gur (ger) root.