მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90341.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
დასახელებულ ქართველურ ტომთა და ქართველურ სახელმწიფოებრივ გაერთიანებათა სახელწოდებათაგან ზოგიერთი მათგანი უცხოურ წყაროებში ძალზე პოპულარულია და ისტორიის საკმაოდ ვრცელ პერიოდში ქართველური სამყაროს ზოგად სახელადაც კი გვევლინება.
Some of the designations of the Kartvelian tribes and Kartvelian state confederations were very popular in foreign sources, even featuring as a general name of the Kartvelian world over a fairly extensive period of time.
90342.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
პირველ რიგში ასეთი სახელია ასურული და ურარტული წარწერების კულხა (კოლხა), რომელსაც ბერძნული წყაროების კოლხის (კოლხები) შეესატყვისება.
Qulha (Qolha) of the Assyrian and Urartean inscriptions is primarily one such name, the Colchis (Colchians) of the Greek sources corresponding to it.
90343.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ძნელია ლეგენდარული კოლხეთის ისტორიულ და გეოგრაფიულ ჩარჩოებში ზუსტი ლოკალიზება.
It is difficult to place legendary Colchis in strict historical and geographical boundaries.
90344.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ეს ის ქვეყანაა, რომლის ძველ დიდებაზე ასე მიმზიდველად მოგვითხრობს ბერძნული მითი არგონავტებზე.
This is the country about whose ancient fame the Greek myth of the Argonauts gives such an eloquent account.
90345.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
რეალურად არსებული კოლხეთის სახელმწიფო კოლხა დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა არსებულიყო.
The actually existing state of Qolha must have been on the territory of present-day Western Georgia.
90346.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
უფრო მეტიც, იმასაც ვარაუდობენ, რომ კოლხეთის ქვეყანაში ბერძნები შესაძლებელია მთელ ქართველურ სამყაროს, ესე იგი დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოსაც გულისხმობდნენ.
Furthermore, it is even assumed that the Greeks may have implied the entire Kartvelian world, i.e. modern Eastern Georgia, too, in the land of Colchis.
90347.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
კოლხეთის დედაქალაქად წყაროები დღევანდელ ქუთაისს მიუთითებენ, რომელიც ბერძნულ წყაროებში კუტაიის სახელით მოიხსენიება.
The sources indicated the present Kutaisi as the capital of Colchis, referred to as Kutaia in Greek sources.
90348.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
შემდეგი სახელი, რომელიც ქართველური სამყაროს, ქართული სახელმწიფოს სახელად გვხვდება უცხოურ, უპირატესად ბერძნულ და ლათინურ წყაროებში, არის იბერია.
The next name occurring as a foreign designation of the Kartvelian world or the Georgian state, predominantly in Greek and Latin sources, is Iberia.
90349.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
სტრაბონი, იოსებ ფლავიუსი, პლუტარქე, აპიანე, დიონისე პერიეგეტე, ევსები კესარიელი, ეპიფანე კვიპრელი, თემისტიოსი, ამიანე მარცელინუსი, გელასი კესარიელი, რუფინუსი, თეოდორიტე კვიპრელი, სოკრატე სქოლასტიკოსი, ერემია სოზომენე და სხვები.
Strabo, Josephus, Piutarch, Appian, Dionysius Periegetes, Eusebius, Epiphanius of Cyprus, Themystius, Ammianus Marcellinus, Gelasius of Caesarea, Rufinus, Theodoritus of Cyprus, Socrates Scholasticus, eremiah Sozomenus, and others.
90350.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
სახელი იბერია არის ის სახელწოდება, რომელიც ჩათვლილია ეთნონიმ „ქართველის“ უცხოურ შესატყვისად ქართულ საისტორიო და ლიტერატურულ წყაროებში.
Iberia is a designation considered as a foreign correspondence of the proper name Georgia in Georgian historical and literary sources.
90351.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
რამდენიმე მაგალითი: რომის პაპის, გრიგოლ დიდის „დიალოღონის“ ქართულ თარგმანში იბერს შეესატყვისება ქართველი.
A few examples: in the Georgian translation of the Dialogon of Pope Gregory the Great, Georgian corresponds to Iber.
90352.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ბასილი კაპადოკიელის „ჰექსემერონის“ ძველ ქართულ ვერსიებში ბერძნული ტექსტის იბერიის ექვივალენტია „ქართველნი დასავლეთისანი“.
In the Old-Georgian versions of the Hexaemeron of Basil of Cappadocia "the Georgians of the West" is the equivalent of the Iberia of the Greek text.
90353.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
„იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“, რომელიც XI საუკუნეშია დაწერილი გიორგი ათონელის მიერ, ესპანეთის იბერები ქართველთა სახელითაა მოხსენიებული და, უფრო მეტიც, ქართველთა ნათესავებადაა მიჩნეული:
In the "Life of Ioane and Euthymius", written in the 11<sup>th</sup> century by Giorgi the Athonite, the Spanish Iberians are referred to as Georgians, and even considered to be kindred to the Georgians:
90354.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
იოანე ათონელმა გადაწყვიტა თავისი შვილითა და რამდენიმე მოწაფით ესპანეთში გადასახლებულიყო.
Ioane the Athonite decided to move to Spain with his son and a few pupils.
90355.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ქართულ-ბერძნული წყაროების შეპირისპირება ცხადყოფს, რომ ბერძნულ ენაზე ეთნონიმ იბერს ქართულენოვანი ქართველ ეთნონიმის მონაცვლედ იყენებენ.
A collation of Georgian and Greek sources shows that in Creek the ethnonym Iber was used as a synonym of the Georgian language ethnonym Kartveli.
90356.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ჩვენამდე მოღწეულია 1083 წელს გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ დაწერილი „პეტრიწონის მონასტრის წესდება“, რომელიც ორ ენაზეა დაწერილი - ქართულად და ბერძნულად.
"The Typicon of Petritsoni Monastery", written in 1083 by Grigol son of Bakuriani in two languages: Georgian and Greek, has come down to us.
90357.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
შესავალში გრიგოლი ლაპარაკობს თავის თავზე, სადაც მიუთითებს, რომ იგი წარმოშობით არის აღმოსავლეთიდან, ქართველი.
In the Introduction Grigol speaks of himself, pointing out that by descent he is from the East - a Georgian.
90358.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ქართულ ენაზე დაწერილ წესდებაში გრიგოლის ეროვნების აღსანიშნავად გამოიყენება ეთნონიმი ქართველი, ბერძნულ ენაზე დაწერილში კი - ეთნონიმი იბერი.
In the Georgian version of the Typicon the ethnonym Kartveli is used, while the Greek text of the same has the ethnonym Iberian.
90359.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
იბერიის სახელით ბერძნები უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოს მოიხსენიებენ.
The Greeks predominantly used Iberia in reference to Eastern Georgia.
90360.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
დასავლეთ საქართველოში ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ ბერძნები უპირატესად ცალკეულ ქართველურ ტომებზე მიუთითებენ.
In Western Georgia, after the fall of ancient Colchis, they largely pointed to separate Kartvelian tribes.