მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90321.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ბერ ძირის დადასტურება ქართველური ტომის, სპერის სახელში.
The identification of the root ber in the name of the Kartvelian tribe Speri seems more important.
90322.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ს.ჯანაშია ტოპონიმ იბერიას სპერიდან მიღებულად თვლიდა.
S.Janashia believed the place name Iberia to have been derived from Speri.
90323.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
სპერ ძირი ბერ სეგმენტის ფონეტიკურად სახეცვლილი ვარიანტია.
The root sper is a phonetical variant of the ber segment.
90324.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
გამორიცხული არ არის ჰერ-ის (ჰერეთი) ი-ბერ ეთნონიმთან დაკავშირება.
The link of her (Hereti) with the ethnonym i-ber cannot be ruled out.
90325.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ქართველთა თვითსახელწოდების ქართ ძირი მომდინარეობს მგლის აღმნიშვნელი ტოტემური სახელიდან.
The root kart of the self-designation of the Georgians stems from the totemic name denoting the wolf.
90326.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
იგი სხვა ენობრივ თუ დიალექტურ გარემოში ფორმირებული ნაირსახეობაა.
It is a variant - formed in a different language or dialectal environment.
90327.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ყოველ შემთხვევაში, იგი საისტორიო წყაროებში შემორჩა სატომო სახელად და ტოპონიმად, ჰიდრონიმად და ფონეტიკურად სახეცვლილ ეთნონიმადაც (სპერი).
At any rate, it has survived in historical sources as a place and tribal names, river name and phonetically modified ethnonym (Speri).
90328.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა თვითსახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ქართულში დამკვიდრდა ამავე ტოტემური სახელიდან მომდინარე ქარ ძირი.
The root kar, stemming from the same totemic name, gained currency in Georgia.
90329.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
როდესაც უცხოურ წყაროებში საქართველოსა და ქართველთა სახელწოდებებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ დღეისათვის სამეცნიერო წრეებში ჩამოყალიბებული თვალსაზრისი საქართველოს უძველესი მოსახლეობისა და ქართველური ტომების განსახლებაზე.
When referring to the designations of Georgia and the Georgians in foreign sources account should be taken of the view that has developed to date regarding the ancient population of Georgia and the habitat of the Kartvelian tribes.
90330.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ჩვენამდე მოღწეული უძველესი ებრაული, ასურული, ურარტული და ბერძნული წერილობითი წყაროების ანალიზის საფუძველზე ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში მცირე აზიაში შავი ზღვის სამხრეთით ჩნდება ქართველური მოდგმის ტომების მუშქებისა და თობალების დიდი გაერთიანება დიაოხი, ხოლო მისგან ჩრდილოეთით - კოლხა.
On the basis of an analysis of ancient Hebrew, Assyrian, Urartean, and Greek written sources it is accepted in Georgian scholarship that in the second half of the 2<sup>nd</sup> millennium B.C. a large confederation of the Kartvelian tribes of the Mushki and the Tobels came into being under the name of Diauhi, to the south of the Black Sea, in Asia Minor, and the Qolha to its north.
90331.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
უფრო მოგვიანებით შავი ზღვის აღმოსავლეთით წყაროები უჩვენებენ ქართველი ტომების ხალდების თუ ხალიბების გაერთიანებას - ხალიტუს.
Later, the sources point to the confederation of the Chaldi and the Chalybes - the Halitu - to the east of the Black Sea.
90332.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
შემდეგ - მდ. ჭოროხის სათავეებში სასპერების დიდ გაერთიანებას.
Subsequently a large confederation of the Sasperes in the upper reaches of the Chorokhi River.
90333.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა საუკუნეებისათვის ეს პოლიტიკური გაერთიანებები უკვე აღარ არსებობენ, მაგრამ მათში შემავალი ხალხები ისევ ცხოვრობენ შავი ზღვისპირეთის ზოლზე.
By the middle centuries of the 1<sup>st</sup> millennium B.C. these political entities existed no longer, but the peoples comprising them still inhabited the Black Sea littoral zone.
90334.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქართველური ტომების და მათი მეზობელი სხვა ხალხების მიწა-წყალზე შეიქმნა პონტოს ელინისტური სამეფო.
In the 4<sup>th</sup> century B.C. the Hellenistic Kingdom of Pontus arose in the southern and south eastern littoral of the Black Sea, in the land of the Kartvelian tribe and their neighbouring peoples.
90335.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ეს სამეფო, როგორც პოლიტიკური ერთეული, გაუქმდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის შუა წლებში.
This kingdom was abolished as a political entity in the mid-1<sup>st</sup> century A.D.
90336.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ამით ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომებიც რომის და შემდგომში ბიზანტიის გამგებლობაში მოექცნენ.
Thereby the Kartvelian tribes living on this territory came under Roman and, subsequently Byzantine rule.
90337.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
როგორც ბერძნული წყაროები მოწმობენ, ყოფილი პონტოს ტერიტორიაზე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მოსახლეობენ ქართველური ტომები:
As attested by Greek sources, the following Kartvelian tribes lived in the first centuries of our era on the territory of the former Pontus:
90338.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ხალიბები, ტიბერენები, მოსინიკები, მაკრონები, კოლხები, სანები, ლაზები.
The Chalybes, Tibarenes, Mossynoeci, Macrones, Colchians, Sanae, Laz.
90339.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
მათგან ჩრდილოეთით ჰენიოხები და სანიგები.
To the north of these were the Heniochi and Saniges.
90340.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
აღმოსავლეთით კი სხვა ქართველური ტომები: სასპერები, ტაოხები, მოსხები და უფრო მოშორებით, იბერები.
To the East there lived other Kartvelian tribes: the Sasperes, Taochoi, Moschoi, and farther on, the Iberes.