მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90401.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ა) საქართველო სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვაგვარად იწოდებოდა იმის მიხედვით, თუ რომელი ქართველური ტომის ჰეგემონიით იქმნებოდა იმ ეპოქაში სახელმწიფო.
a) In different historical periods Georgia was designated depending on the name of the tribe under whose hegemony the state came to be created at the time.
90402.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სახელწოდება, რომელიც თანდათანობით ქართველთა საერთო სახელწოდებადაც იქცა, სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ეთნონიმიდან იწარმოება.
b) The designation of Eastern Georgia, which gradually became the common name of the Georgians, was formed in various languages from different ethnonyms.
90403.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
ამ ეთნონიმთაგან ქართველთა მეზობელი ხალხების ენებში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ჯგუფი:
Of these ethnonyms several groups are identifiable in the languages of Georgia's neighbouring peoples:
90404.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველურ ტომთა სახელწოდებები უცხოური წყაროების მიხედვით
აღმოსავლური (სპარსული, სირიული, არაბული) - გურგ, გურჯ, ჯურზ, ჯურჯ; სომხური - ვერია, ვირქ; ბერძნული - იბერია; ევროპული - გეორგია; რუსული - გრუზია.
Eastern (Persian, Syriac, Arabic) - Gurg, Beğ, Gurz, Gurg Armenian - Veria, virk; Greek - Iberia; European - Georgia, Russian - Gruziya.
90405.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტირებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს.
The interpretation of the designations of the Georgians has a fairly long history.
90406.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ძველ ბერძნულ წყაროებში შემონახული ქართველთა ერთი უძველესი სახელის იბერიის ახსნას ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ცდილობდნენ.
Attempts were made as far back as the beginning of our era to explain one of the ancient names of Georgians, viz. Iberia, found in ancient Greek sources.
90407.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
იოსებ ფლავიუსი (I საუკუნე) წერდა, რომ ბიბლიური იაფეტის შვილის თუბალისაგან თობალები წარმოიშვნენ, რომლებსაც ახლა იბერებს უწოდებენო.
According to Josephus (1<sup>st</sup> century A.D.), the Tobels sprang from Tubal, son of the biblical Japheth, who were in the historian's time called Iberians.
90408.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ინტერესი ქართველთა ძველი სახელწოდებების ახსნისადმი ჩანს XVIII საუკუნიდან.
Interest of the Georgians in the explanation of the ancient designations is noticeable from the 18th century.
90409.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ინტერესი საკმაოდ გულუბრყვილო ეტიმოლოგიების ჩამოყალიბებით გამოიკვეთა:
Interest took shape in rather naive etymologizing:
90410.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ივერია შედგება სიხარულის გამომხატველი შორისდებულის „ი“ და ქართული სიტყვისაგან „ვერიე“ (მოვერიე).
Iberia consists of the interjection ii, expressive of joy, and the Georgian word verie (moverie).
90411.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
როდესაც მეფე ადერკიმ დაამარცხა და მოკლა მეფე არშაკ, სიხარულით შესძახა „იი, ვერიე!“
When King Aderki defeated and killed King Arshak, he exclaimed with joy ii verie.
90412.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
აქედან დაემკვიდრა ქართლის სახელი იბერია (ვახუშტი ბატონიშვილი).
Hence the name of Kartli, Iberia, became established (Vakhushti Batonishvili).
90413.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
„ივერი“ „იმერის“ საფუძველზე მიღებული სახელია და იგი ბერძნებმა შეარქვეს საქართველოს.
Iveri is a name deriving from Imeri, and it was given Georgia by the Greeks.
90414.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
„ივერია“ სომხური ენის საფუძველზე შეიძლება აიხსნას, როგორც ზემოთ მდებარე, ანუ ჩრდილოეთის ქვეყანა, რამდენადაც სომხურად „ვერ“ ნიშნავს „ზედ“, („ზემოთ“).
On the basis of the Armenian language, Iveria can be explained as a country lying above or northward, inasmuch as the Armenian ver means on (above).
90415.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ამის პარალელურად ქართულ სახელწოდებას არმენიისა - სომხეთი - თვლიან ნაწარმოებად ქართული სიტყვისაგან სამხრეთი (სამხრეთის ქვეყანა).
In parallel to this, the Georgian designation of Armenia, Somkheti, is considered to be derived from the Georgian samkhreti ("country of the south").
90416.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
„ივერი“ მოდის ებრაული სიტყვისაგან iberi და ნიშნავს „გადავიდა, გადასული“ და აღნიშნავს იმ ტომს, რომელიც გადავიდა ბაბილონიდან სპარსეთში და შემდეგ ევროპაში.
Iveri derives from the Hebrew iberi "passed over, passed", denoting the tribe that moved from Babylon to Persia, and then to Europe.
90417.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
„ივერია“ შეიძლება მოდიოდეს გეოგრაფიული სახელებისაგან, კერძოდ: მდ. იორი და მდ. ვერე.
Iveria may stem from geographical names, viz. the Iori and the Vere Rivers.
90418.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ქართველთა ძველი სახელწოდებების მეცნიერული ინტერპრეტირება XIX საუკუნის დასასრულიდან იწყება და იგი თავდაპირველად ი. მარკვარტის ნაშრომში ჩანს.
Scholarly interpretation of the ancient designations of the Georgians commenced from the end of the 19th century, first seen in J. Marquart's work.
90419.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
აქ დასახული პრობლემატიკის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და კვლევის არეალის გაფართოება შეინიშნება ნ. მარის, ი. ჯავახიშვილის, ი. ყიფშიძის, ლ. მელიქსეთ-ბეგის, იუსტინე აბულაძის, ს. ჯანაშიას, ვ. მინორსკის, გ. დეეტერსის შრომებში.
Various interpretations of the problem and broadening of the area of research are observed in the works of N. Marr, L.Javakhishvili, I. Qipshidze, L.Melikset-beg, Iust.Abuladze, S.Janashia, V.Minorsky, and G.Deeters.
90420.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ასეთი თვალსაზრისი: ქართველთა სომხური სახელწოდება ვირქ უნდა მომდინარეობდეს ქართული იმერეთისაგან.
On this basis the following view took shape: the Armenian designation of the Georgians, virk, must derive from the Georgian Imereti.