მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90461.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
XV საუკუნის დასაწყისში, როცა ლათინურ სამყაროში საქართველოს უკვე გეორგიის სახელით მოიხსენიებდნენ, ესპანეთის მეფის, ჰენრიხ III-ის დესპანი თემურ ლენგის სამეფო კარზე, რუი გონსალეს დე კლავიხო, გადაივლის რა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიას, ამ მხარეს თავის მშობლიურ ესპანურ ენაზე შედგენილ დღიურებში გურჯანიას/გორგანიას უწოდებს.
Early in the 15<sup>th</sup> century, when Georgia was already used in the Latin world in reference to Georgia, Ruy González de Ciavijo, ambassador of the Spanish King Henry III to Timur Lenk's court, while passing through southern Georgia calls this region Gurgania/Gorgania in his diaries written in his native Spanish.
90462.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი გეორგია ლათინურ სამყაროში გამოჩენის დასაწყის ეტაპზე არ იწერება ერთი და იმავე ტრანსკრიფციით.
It should be noted here that the term Georgia, at the early stage of its appearance in the Latin world, was not always written in the same transliteration.
90463.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
იტალიურ სამყაროს ამ ტოპონიმის პირველ ბგერად „ჯ“ თანხმოვანი ესმის და მის გადმოცემას ცდილობს, რაც ამ სახელის აშკარად აღმოსავლურიდან, უპირატესად არაბულიდან მომდინარეობას მიუთითებს.
The Italian world perceived the initial sound of this place name as j, attempting render it, which points to the clearly Eastern, predominantly Arabic, provenance of this name.
90464.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
უფრო რთული ჩანს საქართველოს ბერძნულ-ლათინური სახელწოდების - იბერიის გავრცელების ქრონოლოგიური და გეოგრაფიული ზღვრების ზუსტი დადგენა.
Exact determination of the chronological and geographical boundaries of the diffusion of the Greek-Latin designation of Georgia - Iberia - seems more complicated.
90465.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
საქმე ის არის, რომ სახელი იბერია ძველი მსოფლიოსათვის არ იყო მხოლოდ კავკასიაში, შავი ზღვის პირას არსებული ქვეყნის აღმნიშვნელი სახელი.
The point is that for the ancient world Iberia was not only a name designating a country lying on the Black Sea, in the Caucasus.
90466.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
იბერები იყვნენ დღევანდელი ბრიტანეთის კუნძულების უძველესი მაცხოვრებლები, რომელთა აქ მოსვლას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ვარაუდობენ.
Iberians were the earliest inhabitants of the British Isles, presumably arriving here in the 3<sup>rd</sup> millennium B. C.
90467.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ძველ ლათინურ წყაროებში Hibernia დღევანდელ ირლანდიას ეწოდება.
In ancient Latin sources modern Ireland was referred to as Hibernia.
90468.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
უფრო პოპულარული იყო დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული იბერია.
The Iberia on the territory of present-day Spain was more popular.
90469.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ძველი ისტორიკოსების აზრით, დასავლეთის და აღმოსავლეთის იბერიაში ერთმანეთის მონათესავე ხალხი ცხოვრობდა.
In the view of ancient historians kindred peoples inhabited these two Western and Eastern Iberias.
90470.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
მიგრაციის ამგვარ ვერსიას მხარს უჭერდნენ მეგასთენე, აპოლოდორე, სტრაბონი, იოსებ ფლავიუსი, დიონისე პერიეგეტე, ევსევი კესარიელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და სხვები.
This version of migration was shared by Megasthenes, Apolodorus, Strabo, Flavius Josephus, Dionysius Periegetes, Eusebius of Caesarea, Socrates Scholasticus, and others.
90471.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ძველი რომაელი მწერლები უპირატესად იბერების აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასახლების ვერსიას უჭერდნენ მხარს: ვარონი, პლინიუს უფროსი.
Ancient Roman authors precedence to the version of the Iberians migrating from the East to the West: Varro and Pliny the Elder.
90472.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
როგორც ჩანს, ანტიკურ სამყაროში ის ვარაუდიც იყო დაშვებული, რომ ეს ორი თანამოსახელე იბერები შესაძლოა სხვადასხვა ხალხიც იყოს.
It seems to have been assumed in the Classical world that these two same-name Iberians might have been different peoples.
90473.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ამას მოწმობს აპიანეს გადმოცემა: „იბერებს, რომლებიც აზიაში არიან, ზოგი მიიჩნევს ევროპელი იბერების წინაპრად“.
As evidenced by Appian's statement: "Some people think that the Iberians of Asia were the ancestors of the Iberians of Europe";
90474.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
„სხვები მხოლოდ თანამოსახელეებად, რადგან არც ზნე აქვთ არაფრით მსგავსი და არც ენა“.
"Others think they merely have the same name, as their customs and languages were not similar".
90475.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
იბერიის მეცნიერული ეტიმოლოგიის პირველი ცდა იაფეტიდოლოგიაში განხორციელდა.
The first attempt at a scholarly etymology of Iberia was made in Japhetology.
90476.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეორია ეყრდნობა ბერძნული წყაროების გადმოცემას იმის თაობაზე, რომ იბერი ბიბლიური თობელი-საგან მომდინარეობს.
As noted above, the theory is based on the evidence of Greek sources stating that Iber stems from the biblical Tobel.
90477.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
მიჩნეულია საწყის ფორმად როგორც ქართველთა სომხური და სპარსული სახელწოდებებისათვის, ასევე დასავლეთ საქართველოს კუთხეთა სახელებისათვისაც.
It is considered to be the initial form both for the Armenian and Persian designations of the Georgians and for regions of Western Georgia.
90478.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ამ თეორიის შეუზღუდავი ფონეტიკური ვარიაციები, ბგერათგადასვლები, თანამედროვე ფონეტიკური მეცნიერების დონეზე არ მართლდება და ამასთან ერთად არცაა საკმარისი იბერთა განსახლების ზემოთ მითითებული ფართო გეოგრაფიის ასახსნელად.
The unconstrained phonetical variants and sound gradations of this theory do not prove valid at the level of modern phonetical science, nor are they sufficient for explaining the above wide geography of the settlement of the Iberians.
90479.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ეტყობა, ამ გარემოებასაც ითვალისწინებდა ნ. მარი, როცა დაუშვა, რომ იბერ იშლება ი პრეფიქსად და ბერ ძირად, რაც, მისი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდნენ „ბერული ტომები“.
Marr must have borne this fact in mind when he assumed that Iber is analysable into the prefix i and the root ber which, in his view, points to the existence of Ber tribes.
90480.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა უცხოური სახელწოდებების ურთიერთმიმართებისათვის
ს. კაკაბაძემ ბერძნული იბერის ქართულ შესატყვისად მიიჩნია ჰერი.
S. Kakabadze considered Her as the Georgian correspondence of Iber.