მოიძებნა 668045 ჩანაწერი
90421.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
თავის მხრივ ვირქისაგან არის ნაწარმოები ბერძნული ჰირკანიოი.
In its turn, the Greek Hyrcanioi.
90422.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ეს თვალსაზრისი ფიგურირებს ნ. მარის, ი. ჯავახიშვილის და ი. ყიფშიძის შრომებში.
This view is to be found in the works of N. Marr, I. Javakhishvili, and I. Qipshidze.
90423.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიაში“ მან ასეთი სახე მიიღო:
In Javakhishvili's History of the Georgian Nation it assumed the following shape:
90424.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ბიბლიური თობელიდან მომდინარეობს ეთნონიმი იბერი და აქედანაა მიღებული ივერი და იმერი.
The ethnonym Iber stems from the biblical Tobel, yielding Iveri and Imeri.
90425.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
იბერ (ჰიბერისაგან) ნაწარმოებია იმერ-ის გარდა აგრეთვე ეგრისი და გურია.
In addition to Imer, Iber (hiber) yielded also Egrisi and Guria.
90426.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ლ. მელიქსეთ-ბეგი საქართველოს სახელწოდებათა ამ რიგს აფართოებს და ახალ სპარსულ გურჯან და სირიულ გურზან-იდან ნაწარმოებად თვლის რუსულ გრუზიას.
Melikset-beg broadened the list of the designations of Georgia, considering the Russian Gruziya as derived from the New Persian gurğān and Syriac gurzān.
90427.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ევროპული გეორგიის, ასევე რუსული გრუზიის აღმოსავლური ჯურჯისტანიდან მომდინარეობაზე მიუთითებდა ჯერ კიდევ პ. იოსელიანი.
It should be noted here that P.Ioseliani had pointed to the derivation of both the European Georgia and the Russian Gruziya from the oriental Gurģistan.
90428.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
აბულაძემ შეცვალა საქართველოს უძველეს სახელწოდებათა წარმომავლობის მიმართულება.
Abuladze reversed the direction of the provenance of the ancient designations of Georgia.
90429.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
მისი აზრით, ამოსავალი საქართველოს უცხოურ სახელწოდებათა რიგისათვის არის ძველი სპარსული ვრკან.
In his view, the Old Persian vrkän was the starting point for the group of foreign designations of Georgia.
90430.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
მისგან მომდინარეობს ბერძნული ჰირკანიონი, სომხური ვიქ, სირიული გურზ, გურზან.
The Greek Hyrcanioi, the Armenian virk, and the Syriac gurz, gurzan stemming from it.
90431.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ინტერესი ქართველთა უძველესი სახელწოდებების კვლევისადმი არ შეწყვეტილა.
Interest in the ancient designations of the Georgians never waned.
90432.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
1963 წელს ამ საკითხს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოკვლევა უძღვნა გიორგი წერეთელმა:
In 1963 Giorgi Tsereteli devoted a very important paper to the problem, entitled:
90433.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
„საქართველოს ირანულ სახელწოდებათა ისტორიიდან“, რომლისგანაც მნიშვნელოვნადაა დავალებული ჩვენი წინამდებარე ნაშრომი.
"On the history of the Iranian designations of Georgia", to which the present study is much indebted.
90434.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
წერეთლის ნარკვევი პირველად გამოქვეყნდა 1993 წელს კრებულში „საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია“.
Tsereteli's paper was first published in 1993 in the collection "The Foreign and Georgian Terminology Designating Georgia and the Georgians".
90435.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
იგი ამ პრობლემის ირგვლივ ბევრ მნიშვნელოვან სტატიას აერთიანებს და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ახალ დონეს ქმნის.
Containing many important papers around the problem, the cited book marks a new level of scholarly research.
90436.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
ქართველთა უძველესი სახელწოდებების კვლევა ბუნებრივია დავიწყოთ უძველეს წერილობით წყაროებში ქართველთა სახელწოდებების ფიქსირებით.
Research on the ancient designations of the Georgians should naturally commence with the identification of the Georgians in ancient written sources.
90437.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ქართველთა სახელწოდებების ინტერპრეტაციის ისტორიისათვის
რას უწოდებენ ამ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველოს მეზობელი ხალხები და რას უწოდებს ქართველი ხალხი თავის თავს?
What did the neighbouring peoples of Georgia call the country over the long period of history, and what was the self-designation of the Georgians?
90438.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ავტორისაგან
წინამდებარე მონოგრაფიის გამოქვეყნება საქრთველოში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას დაემთხვა.
The publication of the present monograph has coincided with a difficult economic situation in Georgia.
90439.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ავტორისაგან
გამოცემის საქმე ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის და თსუ ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ლაბორატორიის თანამშრომლებმა იკისრეს.
Its edition was shouldered by the collaborators of the Centre for Kartvelian Studies and the Laboratory of Georgian-Foreign Literary Contacts of Tbilisi State University.
90440.
ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია | ავტორისაგან
ტექსტის კომპიუტერული აწყობა, საძიებლების შედგენა, კორექტირება და სასტამბოდ მომზადება სათანადო გულისხმიერებით შეასრულეს ლელა შანიძემ, მანანა ერქომაიშვილმა, ნანა ინგოროყვამ, თამარ რაზმაძემ, თამარ პატარიძემ, ნათია კვერნაძემ, მერაბ ბურჭულაძემ, ვალერი ხინთიბიძემ.
The computerized setting of the text and compilation of indexes, proof-reading and final preparation for printing were performed skilfully by Lela Shanidze, Manana Erkomaishvili, Nana Ingoroqva, Tamar Razmadze, Natia Kvernadze, Tamar Pataridze, Merab Burchuladze and Valeri Khintibidze.