მოიძებნა 668045 ჩანაწერი
91841.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
როგორ ფიქრობ, სინამდვილეში რომელი უფრო მაგარი მწვრთნელია, ლუკა თუ მაიკ გონზალესი?
Who is the greatest manager, really, Luque or Mike Gonzalez?
91842.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
მე მგონი, ტოლს არ უდებენ ერთმანეთს.
I think they are equal.
91843.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
მეთევზეებში კი შენა ხარ საუკეთესო.
And the best fisherman is you.
91844.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
არა, სხვაც ბევრია ჩემზე უკეთესი.
No. I know others better.
91845.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
მართალია, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და იმაზე უკეთესიც, მაგრამ შენ მაინც განუმეორებელი ხარ.
There are many good fishermen and some great ones, but there is only you.
91846.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
იმედი მაქვს, ისეთ უზარმაზარ თევზს არ გადავეყრები, რომ გაგვაწბილოს.
I hope no fish will come along so great that he will prove us wrong.
91847.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
არ არსებობს ასეთი თევზი, თუკი ისევ ჯანიანი ხარ.
There is no such fish if you are still strong.
91848.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ჯანზე, მე რომ მინდა, შეიძლება ისე ვეღარა ვარ, - თქვა ბერიკაცმა, - სამაგიეროდ ბევრნაირი ფანდი ვიცი.
I may not be as strong as I think, - the old man said, but I know many tricks.
91849.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ახლა კი დროა დაწვე, ხომ იცი, დილით კაი გამოძინებული უნდა იყო.
You ought to go to bed now so that you will be fresh in the morning.
91850.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ამ ჭურჭელს წავიღებ ტერასაზე, დავუბრუნებ.
I will take the things back to the Terrace.
91851.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
მაშ თუ ასეა, ღამე მშვიდობისა, დილით გაგაღვიძებ.
Good night then, I will wake you in the morning.
91852.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
შენ ხომ ჩემი მაღვიძარა ხარ, - უთხრა ბიჭმა.
You're my alarm clock, - the boy said
91853.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ჩემი მაღვიძარა კი განვლილი დრო-ჟამია, - თქვა ბერიკაცმა.
Age is my alarm clock, - the old man said.
91854.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ნეტავ რად იღვიძებენ დილაუთენია ხანდაზმულები? იქნებ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დღე საწუთროსი გაიხანგრძლივონ?
Why do old men wake so early? Is it to have one longer day?
91855.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
მე არ ვიცი, - მიუგო ყმაწვილმა.
I don't know, - the boy said.
91856.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ის კი ვიცი, რომ ბიჭებს ღრმა ძილით სძინავთ გვიანობამდე.
All I know is that young boys sleep late and hard.
91857.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ჰო, კარგად მახსოვს, - უთხრა ბერიკაცმა.
I can remember it, - the old man said.
91858.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
დროზე გაგაღვიძებ.
I'll waken you in time.
91859.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ის კაცი რომ მაღვიძებს, მეჩოთირება, ვითომ იმის ხელქვეითი ვიყო.
I do not like for him to waken me. It is as though I were inferior.
91860.
ბერიკაცი და ზღვა | ბერიკაცი და ზღვა
ძილი ნებისა, ბერიკაცო.
Sleep well old man.