მოიძებნა 668045 ჩანაწერი
95441.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ფუნქციურად იგი თითქოს ნელ ნაწილს შეესაბემება, მაგრამ აქაც, და კიდევ უფრო მეტადაც ვლინდება განსხვავებული ჟანრული მოდელების შერწყმისაკენ სწრაფვა.
Functionally, it seems to correspond to the slow part, but also here, and even more, we witness a strong drive for the fusion of different genre models.
95442.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ნაწილების ასეთი პოლიფუნქციობა, დამახასიათებელი მალერის სიმფონიური ციკლებისათვის აისახება ვალსის, მარშის და სკერცოს ელემენტების სინთეზში.
Such polyfunctionality, typical of Mahler’s symphonic cycles, finds its expression in the synthesis of elements of waltz, march and scherzo.
95443.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
თუმც, ფორმალურად, ის მაინც ვალსია, უფრო სწორად, ვალსის ნიღაბს ამოფარებული ბოროტება, გადმოცემული გროტესკულად.
Formally however, it still remains a waltz, more precisely, the evil, hiding behind the mask of waltz, expressed grotesquely.
95444.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
მის უკან იმალება ცინიზმი, აგრესია, დამანგრეველი ენერგია.
It conceals cynicism, aggression and destructive energy.
95445.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ამ ფონზე სოლო ტრომბონი ვალსის თემას ასრულებს.
It is against this backdrop, that solo trombone performs the waltz theme.
95446.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
მის მრისხანე ჟღერადობაში შერწყმულია შემტევი მარშისებურობა და ვალსისებური მოძრაობა.
Its raging sound unites aggressive march-likeness and waltzesque motion.
95447.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
მაღალი რეგისტრი, ტემბრული სიმჭახე, ხმოვანების დინამიკა, ქრომატიული სვლები, დასარტყამთა სინკოპირებული პულსაცია, მუსიკას ანიჭებს მუქარით აღსავსე ფანტასმაგორიულ ელფერს და ვალსს დემონურ ძალთა დემონსტრაციად აქცევს.
High-pitched register, shrillness of timbre, dynamic sounding, chromatic moves and syncopated pulsation of percussion instruments impart a threatening, phantasmagorical air to the music, transforming it into the manifestation of demonic forces.
95448.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ეს ადამიანის ბნელი მხარეა, ცივილიზაციის ახალი ეტაპი, რომელშიც სულიერ-ზნეობრივ საწყისთა დევალვაცია ირეკლება.
This is the dark side of the human being, a new stage of the civilization, reflecting the devaluation of spiritual and moral principles.
95449.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
სიმფონიურ ციკლებში დრამატურგიის სიმძიმის ცენტრის ფინალებში გადატანა, რაც ადრე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა, ხოლო მალერის შემოქმედებაში თავისებური კანონის სახეს იძენს, ქართული მუსიკის ამ ახალ ოპუსში თავისებურადაა გადაწყვეტილი.
The shift of the dramaturgical centre of gravity to the finales of symphonic cycles, previously encountered only episodically, becoming however a kind of rule in Mahler’s works, finds a peculiar solution in this new opus of the Georgian music.
95450.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
შინაარსიდან გამომდინარე, არა მარტო გაზრდილია ფინალის მოცულობა, ანუ ჟღერადობის ხანგრძლივობა, არამედ მასში ხდება ყველა იმ შემოქმედებითი პრინციპის დაჯამება, რომელიც ავტორმა წინა ნაწილებში გამოიყენა.
Due to its content, the Finale is not only increased in volume, that is, in the duration of its sounding, but it also gives a summary of all those artistic principles, which were used by the author in the previous parts of his piece.
95451.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ეს ეხება თემატიზმს, დრო-სივრცის გააზრების საკითხებს, სერიულ მეთოდს, სონორულ ტექნიკას, ტემბრ-სიმბოლოების გამოყენებას, ტონალური და მოდალური აზროვნების პრინციპებისა და სხვა ენობრივ მახასიათებელთა სინთეზს.
It involves the thematism, the issues of the conceptualization of time-space, serial method, sonorous technique, the use of timbre symbols, the principles of tonal and modal thinking and the synthesis of other language characteristics.
95452.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ფინალი რთული ფორმისაა.
The Finale is complex by its form.
95453.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ის ნელა და დინჯად ვითარდება.
It develops slowly and gravely.
95454.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
მუსიკის უწყვეტი განვითარება, რომელიც სამყაროს უსასრულობის განცდას ბადებს, ძალდაუტანებლად წარმოქმნის ორ ეპიზოდს.
Constant development of the music, giving rise to the sense of the endlessness of the Universe, effortlessly generates two episodes.
95455.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
პირობითად მე მათ ვუწოდებდი კოსმიურ პასტორალსა და კოსმიურ ქარბუქს.
Symbolically I would call them Cosmic Pastorale and Cosmic Blizzard.
95456.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
მოქმედი ბგერადი შრეები, განსაკუთრებით სოლო ვიოლინოს ეპიზოდები, უნატიფეს ჟღერადობას ქმნიან და სამყაროს ჰარმონიულობის სიმბოლოდ აღიქმებიან.
Sound strata, especially the episodes of solo violin, create the sounding of the unique fineness and are perceived as the symbol of the harmoniousness of the Universe.
95457.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
„ქარბუქიც“ ვერ არღვევს სრულად ამ ჰარმონიას.
Even "Blizzard" fails to completely break this harmony.
95458.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
საბოლოოდ, ნათელი დო მაჟორის განმტკიცება ჰუმანური იდეების და სამყაროს ჰარმონიის გამარჯვებად აღიქმება.
Eventually, the consolidation of the lucid C major is perceived as the triumph of humane ideas and the World Harmony.
95459.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
სიმფონიის მხატვრული იდეის გადმოცემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საორკესტრო აზროვნება, რომელსაც ავტორი ვირტუოზულად ფლობს.
Orchestral thinking, whereof the author has a virtuosic command, plays a significant role in the presentation of the artistic idea of the Symphony.
95460.
ვახტანგ მაჭავარიანი | სამყაროს ჰარმონიის ფილოსოფია ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიაში
ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მთელი რიგი ინსტრუმენტები გააზრებულია, როგორც ტემბრ-სიმბოლო.
This is manifested also in the fact that a number of orchestral instruments are interpreted as timbre-symbols.