მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96161.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
უნარშეზღუდულობასთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა ყველას თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობის შანსი მიეცეს.
Disability issues should be taken into a serious consideration so as to provide equal opportunities for everyone.
96162.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმები ვიზიტების ადვილად განსახორციელებლად, საინტერესოდ და სასარგებლოდ ქცევის სხვადასხვა ხერხებს იყენებენ.
Museums use new ways of making visits possible, interesting and useful.
96163.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მათ რიცხვში შედის გამოფენათა თემების რაოდენობის გაზრდა, მომსვლელთათვის განმარტების მრავალი დონის შეთავაზება, ურთიერთკავშირის ახალ საშუალებათა (როგორიცაა ვიდეოაპარატურა და კომპიუტერები) გამოყენება.
These include a greater variety of exhibition subjects, providing multiple layers of interpretation, using new communication media (such as video and computers).
96164.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
საზოგადოებასთან კონტაქტის დასამყარებელი პროგრამები (გადასატანი ან მოძრავი გამოფენები, ავთენტიკური მასალების თხოვება, ინფორმაციის გაზიარება ინტერნეტის მეშვეობით) მუზეუმის ფუნქციის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
The outreach programmes (portable or mobile exhibitions, lending of authentic material, information through Internet) have become a major part of the museum’s function.
96165.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
გაიზარდა მუზეუმების ადვილად მისადგომად გახდით დაინტერესება.
The concern of providing access to museums has increased.
96166.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმის მონახულება კულტურული ფენომენია, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
Museum visiting is a cultural phenomenon that has to be available to everyone.
96167.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმის მზარდი აუდიტორია განათლების გაზრდილი დონისა და სამუზეუმო მუშაობის პრაქტიკის გაუმჯობესების პროდუქტია.
A widening museum audience is a product of wider education and improvement in museum practice.
96168.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მხოლოდ ასე შეუძლია მუზეუმს გახდეს კულტურული ცვლილებების ადგილი, ცივილიზაციის გავრცელების ფორუმი.
Only in that way, can the museum become a place of cultural changes, a forum of promoting civilization.
96169.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
განათლება და გართობა მუზეუმში ყოველი მისვლის მჭიდროდ ურთიერთდაკავ-შირებული, ურთიერთშემვსები ასპექტებია.
Education and entertainment are closely-related, complementary aspects of every museum experience.
96170.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მიუხედავად იმისა, რომ არსებითად მუზეუმები თავისი ხასიათით უპირატესად საგანმანათლებლო დაწესებულებებია.
Although museums are fundamentally more educational in character.
96171.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმის სივრცეში ისტორიის ან ცივილიზაციის შესწავლა დინამიკური და წარმოსახვითი პროექტების მეშვეობით ან წარსულის ნაშთებს შორის სიარული გაცილებით უფრო სახალისო შეიძლება იყოს, ვიდრე ამის შესახებ საკლასო ოთახში კითხვა.
Exploring history or civilization in the museum space, by means of dynamic and imaginative projects or walking through remains of the past can be much more fun than just reading about it in the classroom.
96172.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
ვინ დადის მუზეუმებში?
Who visits museums?
96173.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმები რთულ საზოგადოებრივ მოვლენებს წარმოადგენენ, რომლებსაც ისტორიის განმავლობაში მრავალგზის შეუცვლიათ თავიანთი როლი სხვადასხვა საჭიროებათა საპასუხოდ.
Museums are complex social phenomena that have modified their role many times throughout history in response to different needs.
96174.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შეიქმნა ახალი მუზეოლოგიური თეორიები, რამდენადაც მუზეუმის გარდაქმნის საჭიროება არა მარტო ყველასათვის გასაგები გახდა, არამედ ჩვენი დროის იმპერატივადაც იქცა ახალი მისიებისა და გაზრდილი მოთხოვნის წინაშე.
New museological theories have been developed as the need for museum transformation has not only been understood but has also become an imperative in the face of new missions and increased demand.
96175.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
თუმცა, მუზეუმი არ შეიცვლება მარტოოდენ იმის წყალობით, რომ ცვლილებებს განიცდის მისი შენობა და ზოგიერთი მუზეოგრაფიული მეთოდი.
However, a museum does not change only if its building and certain museographical practices alter.
96176.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
დღესდღეობით მუზეუმები არსებობას ვეღარ განაგრძობენ მარტოოდენ თავიანთი კოლექციების მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების ხარჯზე.
Nowadays, museums cannot survive only by preserving their collections for future generations.
96177.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მათ უნდა დაამტკიცონ, რომ საზოგადოებრიობას მთელ რიგ მრავალფეროვან მომსახურებასაც სთავაზობენ, რომ ამართლებენ დახარჯულ სახსრებს და რომ მათ კულტურული ინდუსტრიის სხვა დარგებთან კონკურირება ძალუძთ.
They have to prove that they also offer a range of varied services to the community, that they justify the funds spend and that they can compete with other forms of cultural industry.
96178.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
ყველა დამთვალიერებლებს აქვთ სხვადასხვაგვარი ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური თუ სხვა განსაკუთრებული საჭიროებანი.
All visitors have a variety of physical, intellectual, social and other special needs.
96179.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმის პოტენციურ აუდიტორიას სხვადასხვა წარმომავლობა აქვს.
The potential museum audience comes from a variety of backgrounds.
96180.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად შეძლებს მუზეუმი მჭიდროდ ითანამშრომლოს ადგილობრივ საზოგადოებრიობასთან და როგორ შეიძლება საზოგადოება ეფექტიანად იქნეს წარმოდგენილი მუზეუმში.
The crucial point is how a museum can work closely with the community and how the public can be represented efficiently in a museum.