მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96181.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მერიმენი ამტკიცებს, რომ კრიტიკული მუზეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მუზეუმების საქმიანობაში საყოველთაო მონაწილეობის წინაშე მდგომი კულტურული ბარიერების მოსპობა.
Merriman argues that one of the principal tasks of critical museology is the removal of cultural barriers to widespread participation in museums.
96182.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
იმისთვის, რათა საზოგადოებას კარი ფართოდ გაუღონ, მუზეუმებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ კულტურული უფლებამოსილებით აღჭურვა.
To open up to the public, museums should insist on cultural empowerment.
96183.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
საერთო საჭიროებათა გათვალისწინებით და მუზეუმის მონახულების სხვადასხვა რაკურსიდან განხილვით მუზეუმები მნიშვნელოვნად მიუახლოვდებიან მიზან, რაც შეიძლება მეტ ხალხს მისცენ მუზეუმის მონახულების შესაძლებლობა.
Making provision for common needs and reviewing the museum experience from a separate point of view, museums go a long way towards enabling most people to partake of this experience.
96184.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმების მიზნობრივი ჯგუფების ცნება ბაზრის შესწავლის თეორიიდან და მიდგომიდან არის ნასესხები.
The concept of target groups in museums has been borrowed from market research theory and approach.
96185.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
პასუხები კითხვაზე, თუ რატომ უნდა იყვნენ მუზეუმები დაინტერესებულნი თავიანთი აუდიტორიებით, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
Responding to the question why museums should be concerned with their audiences, the answers can be summarised as follows.
96186.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმებს საერთო მემკვიდრეობასთან აქვთ საქმე და მუზეუმები (ხშირად) საზოგადოებრივ დაფინანსებაზე იმყოფებიან.
Museums deal with a common heritage and museums are (often) publicly funded.
96187.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
ამ დაფინანსებასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებულება კი გულისხმობს, რომ მუზეუმი მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
The accountability for those funds implies that all of the public should have access to the museum.
96188.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მიუხედავად ამისა, ხალხს მუზეუმების მონახულებაში არაერთი მიზეზი უშლის ხელს.
However, people are deterred from visiting museums for a number of reasons.
96189.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მეორე მხრივ, კულტურული ხელშემშლელი გარემოებანი, როგორებიცაა მუზეუმის იმიჯი და მისი მნიშვნელობა მასების თვალში.
On the other hand, cultural deterrents such as the image of the museum and the perceived relevance of the masses.
96190.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
დღეისათვის საყოველთაოდ მიღებულია, რომ კულტურული ხელშემშლელი გარემოებანი გადაწონის სტრუქტურულებს.
Today it is generally accepted that cultural deterrents outweigh structural ones.
96191.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
რეგულარული დამთვალიერებლები, რომლებიც მუზეუმებს კარგად იცნობენ, იქ ხშირად დადიან, არჩევანს აკეთებენ სხვადასხვა სახეობებსა და სხვადასხვა გამოფენებს შორის და კარგად ინფორმირებულ მომხმარებლებს წარმოადგენენ.
Regular visitors, who are familiar with museums, go often, choose between different kinds, various exhibitions and are well informed consumers.
96192.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
პოტენციური დამთვალიერებლები, რომელთათვისაც მუზეუმები მათი თავისუფალი დროის გატარების ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენენ, მაგრამ რომლებიც ხშირად არ დადიან.
Potential visitors, to whom museums are within their range of leisure choices but they do not go often.
96193.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შესვლის საფასურის, მანძილის და ა.შ. დეტალები განსაზღვრავს მათს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
Details of admission charges, distance etc., determine their specific choices.
96194.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
არადამთვალიერებლები, რომლებიც მუზეუმის მონახულებაზე არც კი ფიქრობენ და რომელთათვისაც, ამიტომ, სტრუქტურულ ფაქტორებს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
Non-visitors, who do not even think of visiting museums and for whom therefore, structural factors are irrelevant.
96195.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
რატომ დადის გარკვეული ხალხი მუზეუმებში, როგორ შეუძლიათ მუზეუმებს თავიანთი აუდიტორიების გაზრდა და რას გრძნობს და როგორ რეაგირებს ხალხი მუზეუმში ყოფნისას.
Why certain people visit museums, how museums can broaden their audiences and how people feel or react during a visit.
96196.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შესწავლა-შეფასების ზოგადი პრინციპები უმნიშვნელოვანესი საქმეა მუზეუმის ხელმძღვანელობისთვის.
The general principles of research-evaluation are an indispensable task for museum management.
96197.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
დამთვალიერებელთა შესწავლა მენეჯმენტისთვის აუცილებელი საინფორმაციო ინსტრუმენტია, რომელიც მოიცავს როგორც თვისობრივ, ასევე რაოდენობრივ შედეგებს.
Visitor research is an essential management information tool, including both qualitative and quantitative results.
96198.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმებისა და მათი მოღვაწეობის შესწავლა-შეფასების მნიშვნელობის ვერდანახვა პროფესიონალიზმის ნაკლებობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ უკეთეს მომსახურებათა შეთავაზების შესაძლებლობის ხელიდან გაშვების ტოლფასია.
Failing to see the relevance of researching-evaluating museums and their activities is tantamount to a lack of professionalism and a lost opportunity to offer better services for the public benefit.
96199.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
დამთვალიერებელთა შესწავლა შემდეგი მიზეზების გამო შეიძლება იყოს სასარგებლო:
Studying visitors can be helpful for the following reasons:
96200.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
თავად დაწესებულების მნიშვნელობის დასამტკიცებლად.
To justify the value of the institution itself.