მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96201.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად გრძელვადიანი დაგეგმვისთვის;
To gather useful information for long term planning;
96202.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმის საქმიანობის ფორმულირებისთვის ხელშესაწყობად;
To assist the formulation of museum activities;
96203.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მიმდინარე საქმიანობათა, როგორც მაგალითად გამოფენებისა და საგანმანათ¬ლებლო პროგრამების, შესაფასებლად და მათ გასაუმჯობესებლად;
To assess the effectiveness of running activities such as exhibitions or educational programmes and improve them;
96204.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შესწავლა და შეფასება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.
Research and evaluation should not be confused.
96205.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შესწავლა მოიცავს ახალი ცოდნისა და სხვა ინფორმაციის გენერირებას, რომელიც მასალას იძლევა ახალი თეორიებისათვის, მაგრამ აუცილებელი არ არის, დაუყოვნებლივ გამოსადეგი იყოს.
Research involves the generation of new knowledge and other information that offer material for new theories but that is not necessarily of immediate use.
96206.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შეფასება წარმოადგენს გამოფენებისა და სხვა პროგრამების შესახებ იმგვარი მონაცემების/ინფორმაციის სისტემატურ შეგროვებას, რომელიც სასარგებლოა გადაწყვეტილებათა მისაღებად, ანდა მათ გასაუმჯობესებლად.
Evaluation is the systematic collection of data/information on exhibitions and other programmes that are useful in decision-making or in their improvement.
96207.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
ორივე პროცესი მისდევს მოდელებს, რომლებიც შემუშავებულ იქნა საგანმანათლებლო და სოციალური კვლევების (სოციოლოგია-ანთროპოლოგია) და კომერციულ საწარმოთა მართვის თეორიის ფარგლებში.
Both processes follow models that have been developed in educational and social studies (sociology-anthropology), and business management.
96208.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
რამდენადაც მუზეუმისთვის ძნელია შეფასების კარგად ორგანიზებული პროგრამის განხორციელება, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა უფრო გამოცდილ დაწესებულებასთან ან სააგენტოსთან თანამშრომლობაც შეიძლება იყოს.
As it is difficult for a museum to carry out a well-organised evaluation programme, co-operation with a more experienced institution or with an agency is also a solution.
96209.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შეფასება შეიძლება ჩატარდეს მუზეუმის საქმიანობის სამ ძირითად ეტაპზე:
Evaluation can take place at three main stages of a museum’s activity:
96210.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
თავდაპირველი შეფასება ტარდება იდეის წარმოქმნისას, სამუზეუმო ღონისძიების (მაგალითად, გამოფენის) შემუშავების ეტაპზე.
Front-end evaluation is carried out at the start of the idea, the beginning of the development of a museum activity (e.g. an exhibition).
96211.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მუზეუმს შეუძლია შეაგროვოს დამთვალიერებელთა სავარაუდო რეაქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
The museum can collect information relating to the expected visitor reaction.
96212.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
გასათვალისწინებელ საკითხთა რიცხვში შედის თემა და კონცეფცია, სათაურები, ურთიერთკავშირის ინსტრუმენტები (საგნები, ტექსტები, აუდიოვიზუალური მასალები და ინტერაქტივი), საერთო გეგმა.
Issues to be considered include subject and concept, titles, communication tools (objects, texts, audiovisuals, and interactive), overall design.
96213.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მაფორმირებელი შეფასება ამოწმებს იდეებსა და სამუშაოს შემადგენელ კომპონენტებს ღონისძიების შემუშავების პროცესში.
Formative evaluation tests ideas and sections of the work while developing the activity.
96214.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
რეალურ პრაქტიკაში ეს მეთოდი ძნელი განსახორციელებელია, ვინაიდან ბევრ დროს მოითხოვს და მას რეგულარულად მხოლოდ მუზეუმთა მცირე რაოდენობა იყენებს.
In practice, this is difficult as it is time consuming and only a few museums use it regularly.
96215.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
მიუხედავად ამისა, იგი სასარგებლო შეიძლება გამოდგეს სამუშაოს ისეთი სპეციფიკური ასპექტების არსის გასაგებად, როგორებიცაა ტექსტები და ინტერაქტიული ექსპონატები.
However, it can be particularly helpful with regards to the understanding of specific aspects of the work such as texts and interactive exhibits.
96216.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
შემაჯამებელი/მაკორექტირებელი შეფასება ამოწმებს ღონისძიებას (გამოფენას) მისი გახსნის შემდეგ.
Summative/remedial evaluation tests the activity (exhibition) after the opening.
96217.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
ამგვარი ინფორმაცია სასარგებლოა სპეციფიკაციების კორექტირებისათვის, შეცდომების თავიდან ასაცილებლად.
This information is helpful for remedying specifications, avoiding mistakes.
96218.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
გამოყენებული მეთოდოლოგიების რიცხვში შედის გასაუბრებები, მიმოხილვები, ფოკუს-ჯგუფები და კითხვარები.
Methodologies used include interviews, observations, focus groups and questionnaires.
96219.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
ეს ინფორმაცია შეიძლება შევადაროთ საერთო დემოგრაფიულ მონაცემებს საზოგადოების შესახებ, რაც შედეგების უფრო ზოგად კონტექსტში გაცნობიერების საშუალებას მოგვცემს.
This information can be compared with general public demographic material in order to understand the results in a more general context.
96220.
მუზეუმის მართვა | მუზეუმები და საზოგადოება
საზოგადოების ვრცელი ნაწილიდან აღებული სტატისტიკური მონაცემები სასარგებლოა, მაგრამ ისინი ყოველთვის ვერ ასახავენ მთელს რეალობას.
Statistics, taken from an extended part of the public are useful but they do not always reflect the whole truth.