მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96601.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, დაადგინა ჭეშმარიტი არჩევნების უნივერსალური უფლება.
The Universal Declaration of Human Rights, which is accepted by all member states of the United Nations, established the universal right to genuine elections.
96602.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„საყოველთაო დეკლარაციის” 21-ე მუხლში ნათქვამია, რომ „ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვაში, უშუალოდ, ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით”.
Article 21 of the Universal Declaration states that, "everyone has the right to take part in the government of his country, directly or through freely chosen representatives".
96603.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იგივე მუხლი აგრეთვე ადგენს, რომ თავისუფალი არჩევნები მთავრობის ძალაუფლების ერთადერთი საფუძველია:
The same article also establishes that free elections are the only basis of a government’s authority:
96604.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხალხის ნება მთავრობის ძალაუფლების საფუძველია.
The will of the people shall be the basis of the authority of government.
96605.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეს ნება გამოხატული უნდა იყოს პერიოდული და ჭეშმარიტი არჩევნების მეშვეობით, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო და თანასწორ ხმის უფლებას.
This will shall be expressed in periodic and genuine elections which shall be by universal and equal suffrage.
96606.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უნდა ჩატარდეს ფარული კენჭისყრით, ან ხმის მიცემის ეკვივალენტური თავისუფალი პროცედურების გამოყენებით.
It shall be held by secret ballot or by equivalent free voting procedures.
96607.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გარდა 21-ე მუხლისა, რომელიც კონკრეტულად არჩევნებს ეხება, „საყოველთაო დეკლარაციაში” ფორმულირებულია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ უფლებათა მთელი რიგი, თვითგამოხატვის, გაერთიანებისა და თავყრილობის თავისუფლებათა ჩათვლით.
In addition to Article 21, which relates specifically to elections, the Universal Declaration sets out a list of other rights relevant to electoral processes, including the freedoms of expression, association, and assembly.
96608.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„საყოველთაო დეკლარაციაში” ჩამოყალიბებული უფლებები კვლავ იქნა მოხსენიებული და განივრცო „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენციაში” – გაერო-ს ხელშეკრულებაში ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც რატიფიცირებულია ეუთო-ს მონაწილე თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ.
The rights set out in the Universal Declaration were reiterated and expanded in the International Covenant on Civil and Political Rights, a United Nations human-rights treaty ratified by almost all OSCE participating States.
96609.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
როგორც ხელშეკრულება, „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენცია” სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოებს, დაემორჩილონ მის დებულებებს.
As a treaty, the ICCPR creates legal obligations for states to comply with its provisions.
96610.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენციის” 25-ე მუხლი ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, ანიჭებს ხმის მიცემისა და სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად კონკურირების უფლებას.
Article 25 of the ICCPR grants every citizen, without discrimination, the right to vote and to compete for public office.
96611.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენციაში” აგრეთვე კოდიფიცირებული და განვრცობილია „საყოველთაო დეკლარაციაში” ჩადებული მრავალი სხვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება.
The ICCPR also codifies and expands upon many other civil and political rights enshrined in the Universal Declaration.
96612.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გაერო-ს სხვა აქტები შეიცავს კონკრეტულ დებულებებს საარჩევნო უფლებათა შესახებ, ისევე როგორც ადამიანის იმ სხვა უფლებათა შესახებ, რომლებიც კავშირში შეიძლება იყოს არჩევნებთან.
Other United Nations human-rights instruments include specific provisions on electoral rights, as well as other human rights that may relate to elections.
96613.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მაგალითად, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის” მე-5 მუხლი ყველა ადამიანისათვის, განსხვავებისა თუ დისკრიმინაციის გარეშე, უზრუნველყოფს „პოლიტიკურ უფლებებს, განსაკუთრებით უფლებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში – ხმა მისცეს და კენჭი იყაროს არჩევნებში...”.
For example, Article 5 of the Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination guarantees everyone, without distinction or discrimination, "political rights, in particular the rights to participate in elections — to vote and stand for election…".
96614.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია” მე-7 მუხლში უზრუნველყოფს ქალთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებასა და არჩევნებში მამაკაცებთან თანაბარ პირობებში.
The Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women (CEDAW) guarantees, in Article 7, women’s right to participate in political life and elections on the same basis as men.
96615.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს მონაწილე პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ მოახდინა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციისა” და „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის” რატიფიკაცია და ამ კონვენციათა დებულებები მათთვის სავალდებულო ძალის მქონეა.
Virtually all OSCE participating States have ratified the CERD and CEDAW and are bound by their provisions.
96616.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები ადგენს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს იგივე უფლებები აქვთ, როგორც ყველა სხვა მოქალაქეებს, განსაკუთრებით ხმის მიცემისა და სამთავრობო და სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის უფლების ჩათვლით.
The United Nations Guiding Principles on Internal Displacement state that internally displaced persons have the same rights as all other citizens, including specifically the right to vote and to participate in governmental and public affairs.
96617.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებმა ივალდებულეს, შეესრულებინათ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის, დაცვისა და ხელშეწყობის სტანდარტების ფართო სპექტრი.
OSCE participating States have committed themselves to a wide array of standards to support, protect, and promote democratic governance and human rights.
96618.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კონკრეტულად არჩევნებთან დაკავშირებულ ძირითად ვალდებულებათა უმეტესობა შესულია 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის მეექვსე-მერვე პუნქტებში.
Most of the basic commitments relating specifically to elections are contained in Paragraphs 6-8 of the 1990 Copenhagen Document.
96619.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუმცა იქ არის აგრეთვე შესაბამისი ვალდებულებანი, რომლებიც შეეხება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, კანონის უზენაესობის საკითხებისა და დისკრიმინაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებული დებულებების ფართო სპექტრს, რომელთაც მხედველობაში ღებულობენ ხოლმე არჩევნებზე დაკვირვების მისიები.
Although there are also relevant commitments related to a broad range of civil and political rights, rule-of-law issues, and non-discrimination provisions that are taken into account by election observation missions.
96620.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ყველა დამკვირვებელი უნდა გაეცნოს ამ ვალდებულებებს, რომელთა სრული ტექსტიც A დანართშია შეტანილი.
All observers should become familiar with these commitments, the full text of which is included in Annex A.