მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96661.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუ მოქმედებს გაუმართლებელი შეზღუდვები პოლიტიკური პარტიების დაარსებაზე ან ფუნქციონირებაზე.
If there are unreasonable restrictions on the formation or conduct of political parties.
96662.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუ არ არსებობს იმის რეალური პერსპექტივა, რომ ამომრჩევლებს შეეძლებათ ხმის მიცემის შედეგად თანამდებობიდან გადააყენონ ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ოფიციალური პირები.
If there is no meaningful prospect that voters would have the power to vote incumbents out of office.
96663.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თავისუფალი არჩევნები მოითხოვს, რომ ყველა მოქალაქე სარგებლობდეს თავისი ძირითადი უფლებებით – ჰქონდეს თვითგამოხატვის, გაერთიანების, თავყრილობისა და გადაადგილების თავისუფლება.
FREE ELECTIONS requires that all citizens enjoy their fundamental rights of freedom of expression, association, assembly, and movement.
96664.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თითოეულ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს ხმა მისცეს დაშინების, ძალადობის, ადმინისტრაციული ჩარევის, ან მოსალოდნელი შურისგების გარეშე.
Each voter should be able to cast his or her ballot free from intimidation, violence, administrative action, or fear of retribution.
96665.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არავითარი დაბრკოლება არ უნდა ეღობებოდეს წინ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს, და ხელს არ უნდა უშლიდეს ამომრჩევლებს კამპანიებში მონაწილეობაში და ამ შეხედულებათა გაცნობასა თუ განხილვაში.
No obstacle should stand in the way of candidates freely presenting their views or prevent voters from engaging in campaign activities and learning about or discussing these views.
96666.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მედიას უნდა შეეძლოს კამპანიის თავისუფლად გაშუქება, ოფიციალურ ორგანოთა ჩარევის, ან მათ მიერ დაწესებული გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.
The media should be able to cover the campaign freely, without interference or unreasonable restrictions imposed by the authorities.
96667.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ადგილობრივ დამკვირვებლებს, როგორც დაინტერესებულებს (კანდიდატებისა და პარტიების წარმომადგენლებს), ასევე დაუინტერესებელ დამკვირვებლებს, თავისუფლად უნდა შეეძლოთ საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპის დაკვირვება არჩევნების დღემდე, არჩევნების დღეს და არჩევნების დღის შემდეგ.
Domestic observers, both partisan (candidate and party proxies) and non-partisan observers, should be free to observe all stages of the election process before, during, and after election day.
96668.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
შედეგების შეჯამება ხილული და შემოწმებადი უნდა იყოს საარჩევნო უბნის დონიდან დაწყებული, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა საშუალედო დონემდე და დასასრულ, ეროვნული საარჩევნო ორგანოს დონემდე.
The tabulation of results should be visible and verifiable from polling-station level to all intermediate levels of the election administration and finally to the national election authority.
96669.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოფდეს თანაბარ პირობებს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილისათვის.
FAIR ELECTIONS should ensure equal conditions for all participants in the election process.
96670.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სამართლებრივი ბაზა უნდა ასახავდეს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და სხვა უნივერსალურ პრინციპებს.
The legal framework should reflect OSCE commitments and other universal principles.
96671.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონის რეალიზაცია და აღსრულება კი არაარჩევითად უნდა ხდებოდეს.
All election-related laws should be implemented and enforced non-selectively.
96672.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ყველა კანდიდატს, პარტიასა და პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობა სურს, უნდა შეეძლოს ამის გაკეთება და კონკურენციაში მონაწილეობა კანონისა და სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან თანასწორი და მიუკერძოებელი მოპყრობის პირობებში.
All candidates, parties, and political organizations that wish to run for office should be able to do so and to compete on the basis of equal and impartial treatment under the law and by the authorities.
96673.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის მედია დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
Candidates and political parties should have unimpeded access to the media on a non-discriminatory basis.
96674.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სახელმწიფო მედიამ კი უნდა შეასრულოს თავისი განსაკუთრებული მოვალეობა, რაც გულისხმობს ამომწურავი, გაწონასწორებული ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც საშუალებას მისცემს ელექტორატს, არჩევანი კარგად ინფორმირებულობის საფუძველზე გააკეთოს.
The state media should meet its special responsibility for providing sufficient, balanced information to enable the electorate to make a well-informed choice.
96675.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები არ უნდა იყოს ხელსაყრელი ან მადისკრიმინირებელი რომელიმე მხარისათვის ან კანდიდატისათვის.
Regulations on campaign financing should not favour or discriminate against any party or candidate.
96676.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უნდა არსებობდეს მკაფიო განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის და სახელმწიფო რესურსები უსამართლოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთი რომელიმე კანდიდატის ან კანდიდატთა ჯგუფის სასარგებლოდ.
There should be a clear separation between the state and political parties, and public resources should not be used unfairly for the benefit of one candidate or group of candidates.
96677.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიულად და ნეიტრალურად უნდა იქცეოდეს.
The election administration at all levels should act in a professional and neutral manner.
96678.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი თავისუფალი უნდა იყოს თაღლითობისა და მანიპულაციისაგან.
The voting, counting, and tabulation processes should be absent of fraud or manipulation.
96679.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კანონის ან ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში კანდიდატებს, პარტიებსა და ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანობის სწრაფად და ეფექტიანად აღდგენის შესაძლებლობა, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით.
Candidates, parties, and voters should have the possibility for prompt and effective redress, including through an independent judiciary, in case of violations of law or human rights.
96680.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათ, ვისაც ბრალი მიუძღვით კანონის დარღვევაში, დროულად უნდა მოეთხოვოთ პასუხი.
Those responsible for violations of law should be held accountable in a timely manner.