მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96621.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლედ, ეს ვალდებულებანი სახელმწიფოებს სთხოვს:
In summary, the commitments require states to:
96622.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები დროის მისაღები შუალედებით.
Hold free elections at reasonable intervals.
96623.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დაუშვან საკანონმდებლო ორგანოს მინიმუმ ერთი პალატის ყველა ადგილის დამკავებლების არჩევა პირდაპირი არჩევნების გზით.
Permit all seats in at least one chamber of the legislature to be elected by popular vote.
96624.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მისცენ მოქალაქეებს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების გარანტია.
Guarantee universal and equal suffrage.
96625.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
პატივი სცენ მოქალაქეთა უფლებას, ეცადონ თანამდებობის დაკავებას.
Respect the right of citizens to seek office.
96626.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
პატივი სცენ პოლიტიკური პარტიების დაარსების უფლებას და უზრუნველყონ, რომ ყველა პარტიას შეეძლოს კონკურირება კანონისა და სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან თანასწორი მოპყრობის პირობებში.
Respect the right to establish political parties, and ensure that the parties can compete on the basis of equal treatment before the law and by the authorities.
96627.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უზრუნველყონ პოლიტიკური კამპანიის ჩატარება თავისუფალ და სამართლიან ატმოსფეროში, ადმინისტრაციული ჩარევის, ძალადობის, დაშინებისა თუ კანდიდატების, პარტიების ან ამომრჩევლების მიმართ შურისგების გარეშე.
Ensure that political campaigning can be conducted in a free and fair atmosphere without administrative action, violence, intimidation, or fear of retribution against candidates, parties, or voters.
96628.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უზრუნველყონ მედიის დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.
Ensure unimpeded access to the media on a non-discriminatory basis.
96629.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უზრუნველყონ ხმების მიცემა ფარული კენჭისყრით და მათი პატიოსნად დათვლა და შეტყობინება, შედეგების დროულად გამოქვეყნებით.
Ensure that votes are cast by secret ballot and that they are counted and reported honestly, with the results made public in a timely manner.
96630.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უზრუნველყონ, რომ კანდიდატები, რომლებიც მათი არჩევისათვის საჭირო რაოდენობის ხმებს დააგროვებენ, სათანადო წესით ოფიციალურად იქნენ თანამდებობაზე დანიშნულნი და უფლება მიეცეთ თანამდებობაზე დარჩნენ მათი ვადის ამოწურვამდე.
Ensure that candidates who win the necessary votes to be elected are duly installed in office and are permitted to remain in office until their term expires.
96631.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გარდა ამისა, 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის მე-8 პუნქტში ნათქვამია, რომ უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებლების დასწრებას საარჩევნო პროცესის სამართლიანობის გაზრდა შეუძლია.
In addition, Paragraph 8 of the 1990 Copenhagen Document states that the presence of observers, both foreign and domestic, can enhance the integrity of the electoral process.
96632.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დოკუმენტი მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებსა და შესაბამის კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, დაიცვან თავიანთი ეროვნული საარჩევნო პროცედურები.
The Document includes a standing invitation to participating States and appropriate private institutions and organizations to observe their national election proceedings.
96633.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს სხვა დოკუმენტებში შესულია არჩევნებთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებანი.
Other OSCE documents include additional commitments on elections.
96634.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მაგალითად, 1996 წლის ლისაბონის სამიტის დეკლარაცია არჩევნების გაყალბებას ადამიანის უფლებათა დარღვევად და რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემურ საკითხად იხსენიებს.
For example, the Lisbon Summit Declaration of 1996 cites electoral fraud as a violation of human rights and a regional security issue.
96635.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იგი ავალდებულებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, ეცადონ ამ აღიარებული პრობლემის მოგვარებას.
It commits all participating States to address this recognized problem.
96636.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
1999 წლის სტამბულის სამიტზე მიღებული დოკუმენტი კვლავ ადასტურებს ეუთო-ში შემავალ სახელმწიფოთა ვალდებულებას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
The document adopted at the 1999 Istanbul Summit reiterates the commitment of OSCE states to hold free and fair elections.
96637.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის უზრუნველყონ ხმის მიცემის სრული უფლება.
It commits participating States to secure the full right of persons belonging to minorities to vote.
96638.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხელი შეუწყონ ლტოლვილების უფლების განხორციელებას, მონაწილეობა მიიღონ მათი წარმოშობის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებში.
To facilitate the right of refugees to participate in elections held in their countries of origin.
96639.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოს მე-2 თავში აღინიშნა, მონაწილე სახელმწიფოებმა აგრეთვე ივალდებულეს, დაუყოვნებლივ გაატარონ შემდგომი ღონისძიებანი „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” მიერ გამოთქმულ შეფასებებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
As noted in Chapter 2 of this handbook, participating States have also committed themselves to promptly follow up on ODIHR assessments and recommendations.
96640.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოთა უმეტესობა ევროპის საბჭოს წევრებიც არიან.
The majority of OSCE participating States are also members of the Council of Europe.