მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96641.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამდენად მათთვის სავალდებულო ძალა აქვს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ კონვენციასა და მის პროტოკოლებს, და აგრეთვე ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ სხვა ხელშეკრულებებს.
They are therefore bound by the European Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms and its Protocols, as well as other treaties adopted by the Council of Europe.
96642.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის” პირველი პროტოკოლის მე-3 მუხლი სახელმწიფოთაგან მოითხოვს, „ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები დროის მისაღები შუალედებით, ფარული კენჭისყრითა და ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს ხალხის აზრის თავისუფალ გამოხატვას მისი საკანონმდებლო ორგანოს არჩევასთან დაკავშირებით”.
Article 3 of the First Protocol to the ECHR requires states to "hold free elections at reasonable intervals by secret ballot, under conditions which will ensure the free expression of the opinion of the people in the choice of the legislature".
96643.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებში, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრები არიან, ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ აგრეთვე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სარჩელით მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, იმ პირობით, რომ მანამდე ისინი მიმართავენ ყველა შესაძლო ზომას თავიანთი ქვეყნების ფარგლებში.
In OSCE participating States that are members of the Council of Europe, individuals may also appeal to the European Court of Human Rights to seek redress for election violations, provided that they have first exhausted possible domestic remedies.
96644.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ევროპის კავშირს ასევე აქვს მიღებული თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებული დებულებების შემცველი ხელშეკრულებები, მათ შორის „ევროპის კავშირისა და ძირითად უფლებათა თაობაზე ევროპის კავშირის ქარტიის შესახებ ხელშეკრულება”.
The European Union has also adopted treaties with provisions relevant to free elections, including the Treaty on the European Union and the European Union Charter of Fundamental Rights.
96645.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამ ხელშეკრულებებს სავალდებულო ძალა მხოლოდ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთათვის აქვთ.
These treaties are binding only on member states of the European Union.
96646.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებს ცენტრალური როლი აქვთ მიკუთვნებული ევროპის კავშირსა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობებში.
Issues pertaining to democracy are placed at the centre of relations between the EU and its partners.
96647.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების კონსოლიდაცია საერთო ფასეულობაა და ყველა მხარის მიერ ოფიციალურად აღიარებულ ერთობლივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
The consolidation of democratic institutions and human rights is a joint value and represents a common interest agreed formally by all parties.
96648.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციას აგრეთვე აქვთ მიღებული საარჩევნო სტანდარტები, რომელთაც სავალდებულო ძალა აქვთ ეუთო-ს მონაწილე შესაბამისი სახელმწიფოებისათვის, რომელთაც მათი რატიფიკაცია აქვთ მოხდენილი.
The Commonwealth of Independent States and the Organization of American States have also adopted election standards binding on the respective OSCE participating States that have ratified them.
96649.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ქვემომოყვანილ პარაგრაფებში მოკლედაა გადმოცემული უნივერსალურ პრინციპებში, ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებში ჩადებული ზოგიერთი ძირითადი კონცეფცია, რომელთაც დამკვირვებელთა მისიები უდიდესი გულისყურით უნდა მოეკიდონ, მათ შორის:
The following paragraphs briefly set out some key concepts enshrined in universal principles, OSCE commitments, and other international obligations that observation missions should devote their utmost attention to, including:
96650.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
პერიოდული არჩევნები, ჭეშმარიტი არჩევნები, თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლება, ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით და შედეგების პატიოსანი დათვლა და შეტყობინება.
Periodic elections, genuine elections, free elections, fair elections, universal and equal suffrage, voting by secret ballot, and honest counting and reporting of results.
96651.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უპირველეს ყოვლისა თითოეული ქვეყნის მთავრობაა.
The government of each country is primarily responsible for ensuring that these commitments are adhered to.
96652.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
პერიოდული არჩევნები მოითხოვს, რომ არჩევნები ჩატარდეს კანონით დადგენილი რეგულარული შუალედებით.
PERIODIC ELECTIONS necessitates that elections be held at regular intervals as established by law.
96653.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დროის მონაკვეთი არჩევნებს შორის გაუმართლებლად ხანგრძლივი არ უნდა იყოს.
The period of time between elections should not be unreasonably long.
96654.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს რეგიონის ფარგლებში შვიდი წელი, ჩვეულებრივ, მაქსიმალურ მისაღებ პერიოდად ითვლება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის არჩევნებს შორის.
Within the OSCE region, seven years is generally viewed as the maximum reasonable period between elections for the chief executive.
96655.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ქვეყნების უმეტესობა არჩევნებს შორის ოთხ- ან ხუთწლიან შუალედებს ამჯობინებს.
Most countries have opted for intervals of four or five years between elections.
96656.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხუთი წელი, ჩვეულებრივ, მაქსიმალურ მისაღებ შუალედად ითვლება პარლამენტის ქვედა პალატების არჩევნებს შორის.
Five years is generally viewed as a maximum reasonable period between elections for lower houses of parliament.
96657.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ჭეშმარიტი არჩევნები გულისხმობს, რომ საარჩევნო პროცესი ჩატარდება ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პირობებში.
GENUINE ELECTIONS presupposes that the electoral process will be conducted in an accountable and transparent manner.
96658.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამომრჩევლებს რეალური და ინფორმირებულობაზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს, რითაც ელექტორატის საყოველთაო ნდობას უზრუნველყოფს.
It will provide a real and informed choice for voters, thereby ensuring the overall confidence of the electorate.
96659.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ჭეშმარიტი არჩევნების კონცეფცია ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს, თუკი პატივს არ სცემენ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
The concept of a genuine election can be called into question if fundamental rights and freedoms are not respected.
96660.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუკი სახეზე არ არის პოლიტიკური კონკურენციის სარწმუნო ნიშნები.
If there is no credible political competition.