მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96701.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„ჯგუფური ხმის მიცემა”, ერთად ხმის მიცემა ოჯახის წევრთა მიერ, ღია ხმის მიცემა და უკანონო ხმის მიცემა წარმომადგენელთა მეშვეობით ფარული კენჭისყრით ხმის მიცემის პრინციპის დარღვევებია.
"Group voting", voting together by family members, open voting, or unlawful voting by proxies are violations of the principle of voting by secret ballot.
96702.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სამხედროების და, სადაც ეს ნებადართულია, პატიმრების მიერ ხმის მიცემისათვის მიღებულმა ზომებმა უნდა უზრუნველყოს, რომ მათ მიერ ხმის მიცემა ფარული იყოს და არ ხდებოდეს იძულებით.
Arrangements for voting by members of the military and, where permitted, by prisoners should ensure that their votes are secret and not subject to coercion.
96703.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სამხედროებს, იდეალურ შემთხვევაში, ხმის მიცემა სამოქალაქო მოსახლეობასთან ერთად უნდა შეეძლოთ.
The military should ideally be able to vote with the civilian population.
96704.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არც ერთი საარჩევნო უბანი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ შედეგების გამოცხადებას კენჭისყრის ფარულობისთვის საფრთხის შექმნა შეეძლოს.
No polling station should be so small that announcement of the results might compromise the secrecy of the ballots.
96705.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეს ზოგჯერ შეიძლება პრობლემა იყოს სამხედრო ნაწილებში, ციხეებში ან საზღვარგარეთ არსებულ საელჩოებში გამართული კენჭისყრისას.
This can sometimes be a problem with respect to voting in military units, prisons, or embassies abroad.
96706.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნებზე დაკვირვების პრაქტიკული სქემა ეფუძნება ეფექტიანი დაკვირვებისათვის საჭირო ქვემომოყვანილ მინიმალურ პირობებს.
A practical framework for election observation is based on the following minimal conditions for effective observation.
96707.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათი უზრუნველყოფა მიმღები ქვეყნის მთავრობას მოეთხოვება, და ეუთო-ს დამკვირვებელთა ქცევის კოდექსს, რომლის შესრულებაც დამკვირვებლებს მოეთხოვებათ.
The host government is expected to ensure and the OSCE Observer Code of Conduct that observers are expected to follow.
96708.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეფექტიანი დაკვირვების საწარმოებლად, „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი” მიმღები ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვს გარანტიებს, რომ არჩევნებზე დაკვირვების მისიას შეეძლება საკუთარ მოვალეობათა დროულად შესრულება, კონკრეტულად კი მას საშუალება ექნება:
In order to observe effectively, the ODIHR expects assurances from the host government that an election observation mission will be able to carry out its duties in a timely manner, and specifically to:
96709.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გახსნას მისია ისეთ ვადებში, რომლებიც საარჩევნო პროცესის ყველა სტადიაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.
Establish a mission within a time frame that permits observation of all phases of the election process.
96710.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, დამკვირვებელთა რა რაოდენობაა აუცილებელი ქმედითი სადამკვირვებლო მისიის დასაარსებლად.
Decide at its own discretion the number of observers necessary to mount a viable observation mission.
96711.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მიიღოს ყველა თავისი დამკვირვებლის აკრედიტაცია მარტივი და არადისკრიმინაციული პროცედურის გზით.
Receive accreditation for all its observers through a simple and non-discriminatory procedure.
96712.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ყველა დონის სახელისუფლო ორგანოთაგან დროულად მიიღოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია.
Obtain all necessary information regarding the electoral process from authorities at all levels in a timely manner.
96713.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
შეხვდეს კანდიდატებს, ყველა პოლიტიკური პარტიის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მის მიერ არჩეულ ნებისმიერ სხვა პირებს.
Meet with candidates, members of all political parties, representatives of civil society, and with all other individuals of its choice.
96714.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თავისუფლად იმოგზაუროს ქვეყნის ყველა რეგიონში საარჩევნო პროცესის განმავლობაში და არჩევნების დღეს, რაიმე შეზღუდვის ან წინასწარი შეტყობინების გარეშე.
Have the freedom to travel in all regions of the country during the election process and on election day, without any restriction or prior notification.
96715.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დაუბრკოლებლად შევიდეს ყველა საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიაში და ხმათა დათვლისა და შეჯამების ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
Have unimpeded access to all polling sites, election commissions, and counting and tabulation centres throughout the country.
96716.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გააკეთოს საჯარო განცხადებები.
Be able to issue public statements.
96717.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
როდესაც სახეზე არ არის ეს გარემოებანი, ეფექტიანი დაკვირვების წარმოების პირობები, არსებითად, არ არსებობს.
Where these circumstances do not exist, the conditions for effective observation are essentially negated.
96718.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებელთა ქცევის კოდექსი შეიქმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნებზე დაკვირვების მისიის ყველა წევრი იქცეოდეს მაღალი პროფესიული და პერსონალური სტანდარტების თანახმად და მოქმედებდეს ისე, როგორც ეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს შეეფერება.
The Observer Code of Conduct was developed to ensure that all members of an election observation mission conduct themselves according to high professional and personal standards and behave in a manner consistent with the role of an independent and impartial observer.
96719.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებლის როლი დაკვირვების წარმოებითა და ანგარიშის მომზადებით შემოიფარგლება და დამკვირვებელს არა აქვს მითითებების მიცემის, დახმარების აღმოჩენის, ანდა ხმის მიცემაში, ხმათა დათვლაში, შეჯამებაში თუ საარჩევნო პროცესის სხვა ასპექტებში ჩარევის უფლებამოსილება.
The role of an observer is limited to observing and reporting, and observers have no authority to instruct, assist, or to interfere in the voting, counting, tabulation, or other aspects of the electoral process.
96720.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებელთა ქცევის კოდექსს სავალდებულო ძალა აქვს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” ყველა დამკვირვებლისთვის.
The Observer Code of Conduct is binding on all ODIHR observers.