მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96781.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” საარჩევნო დამკვირვებლები უნდა იყვნენ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეები, შესაბამისი მიმღები სახელმწიფოს გამონაკლისით.
ODIHR election observers must be citizens of OSCE participating States, with the exception of the respective host state.
96782.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ინგლისური „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” არჩევნებზე დაკვირვების მისიათა სამუშაო ენას წარმოადგენს.
English is the working language of ODIHR election observation missions.
96783.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნებზე დაკვირვების მისიის ყველა წევრს, გრძელ- და მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩათვლით, უნდა შეეძლოს ქმედითი ურთიერთობის წარმოება როგორც ზეპირსიტყვიერი, ასევე წერილობითი ინგლისური ენის გამოყენებით.
All members of an EOM, including long- and short-term observers, must be able to communicate effectively in both spoken and written English.
96784.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუმცა, ფრიად სასურველია მისიის განთავსების რაიონში ფართოდ გავრცელებული მეორე ენის ცოდნაც.
However, proficiency in a second language widely used in the area of deployment is an asset.
96785.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კონკრეტული ინფორმაცია „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” არჩევნებზე დაკვირვების თითოეული მისიის შესახებ შეიძლება მოძიებული იქნეს სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც მისიის დაარსებისთანავე იქმნება ხოლმე.
Specific information on each ODIHR election observation mission is available on a special web page created upon establishment of the mission.
96786.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი” არჩევნების დღემდე დაახლოებით ექვსი-რვა კვირით ადრე შესაბამისი მიმღები ქვეყნის დედაქალაქში აარსებს თავის ოფისებს, სადაც
The ODIHR establishes its offices in the capital of the respective host country approximately six to eight weeks before election day.
96787.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ძირითადი გუნდი, ჩვეულებრივ, შედგება 10-12 საერთაშორისო ექსპერტისგან, მისიის სიდიდისა და არჩევნების კონკრეტული გარემოებებისდა მიხედვით.
The core team usually includes some 10-12 international experts, depending on the size of the mission and the specific circumstances of the election.
96788.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
როგორც წესი, მისიის ხელმძღვანელს მისი მოვალეობების შესრულებაში დახმარებას უწევს ხელმძღვანელის მოადგილე.
The Head of Mission is normally assisted in his or her duties by a Deputy Head of Mission.
96789.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ძალზე დიდ მისიებში შეიძლება დაინიშნოს ერთზე მეტი მოადგილე.
In very large missions, more than one deputy may be appointed.
96790.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ძირითადი გუნდის სხვა წევრთა რიცხვში შედიან:
The other members of the core team include:
96791.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საარჩევნო ანალიტიკოსი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, იურიდიული ანალიტიკოსი, მედიის ანალიტიკოსი, სტატისტიკური ანალიტიკოსი.
An Election Analyst, a Political Analyst, a Legal Analyst, a Media Analyst, a Statistical Analyst.
96792.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გრძელვადიანი დამკვირვებლების კოორდინატორი, თანამშრომელი ლოგისტიკის საკითხებში, თანამშრომელი უსაფრთხოების საკითხებში.
A Co-ordinator of Long-term Observers, a Logistics Officer, a Security Officer.
96793.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თანამშრომელი საფინანსო საკითხებში და თანამშრომელი პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებში, როდესაც ეს მართებულია.
A Finance Officer, and a Parliamentary Liaison Officer when relevant.
96794.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ზოგჯერ ძირითად გუნდს შეიძლება მიამაგრონ გენდერული ან ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ექსპერტი, საარჩევნო კონტექსტის ამ კონკრეტული საკითხების ანალიზის გასაძლიერებლად.
Sometimes, a gender or national minorities expert may be assigned to the core team to strengthen the analysis on these particular issues in the election context.
96795.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხსენებული პერსონალის მოვალეობანი დახასიათებულია ქვემოთ.
The duties of these personnel are set out below.
96796.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მისიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიურ მუშაობაზე.
THE HEAD OF MISSION is responsible for the day-to-day work of the observation mission.
96797.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იგი წარმართავს მისიის მიერ იმის შეფასებას, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესის ყველა ასპექტი შიდა კანონმდებლობას, ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და დემოკრატიული არჩევნების სხვა უნივერსალურ პრინციპებს.
He or she leads the ODIHR mission in its ongoing assessment of the extent to which all aspects of the election process are in line with domestic law, OSCE commitments, and other universal principles for democratic elections.
96798.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მისიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია, „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” საარჩევნო დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მისიის მუშაობაზე, რაშიც შედის:
The Head of Mission is responsible, in close co-ordination and co-operation with the ODIHR Election Department, for the work of the mission, including:
96799.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
წინასწარი ანგარიშების მომზადება, რომლებშიც მოკლედ იქნება დახასიათებული ძირითადი წინასაარჩევნო საკითხები და მოვლენები.
Preparation of interim reports outlining the main pre-election issues and developments.
96800.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კონტაქტის დამყარება და ქონა სახელისუფლო ორგანოებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ძირითად პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამკვირვებელთა სხვა ჯგუფებთან, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ დიპლომატთა საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
Establishing and maintaining contact with the authorities, election administration, main political parties, candidates, civil society, other observer groups, the resident diplomatic community, and international organizations.