მოიძებნა 668045 ჩანაწერი
96821.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იურიდიული ანალიტიკოსი ატარებს სარჩევნო კანონმდებლობისა და წესების ექსპერტიზას.
THE LEGAL ANALYST develops expertise on election legislation and regulations.
96822.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იგი აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება კანონმდებლობა და მისი რეალიზაცია ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და სხვა უნივერსალურ პრინციპებს და გამოიყენება თუ არა ქვეყნის შიდა სამართალი სრულად და მიუკერძოებლად.
He or she assesses the extent to which the legislation and its implementation comply with OSCE commitments and other universal principles and whether domestic law is applied fully and impartially.
96823.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იურიდიული ანალიტიკოსი აგრეთვე თვალყურს ადევნებს არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს, საჩივრებს, სასამართლო საქმეებსა და აპელაციებს.
The Legal Analyst also follows all election-related disputes, complaints, court cases, and appeals.
96824.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეს შესაძლებელსა ხდის იმის შეფასებას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ქმედითი ზომები მომჩივანთათვის და რამდენად მიუკერძოებელი არიან სასამართლო ორგანოები არჩევნებთან დაკავშირებული საქმეების გარჩევისას.
This permits an assessment of the extent to which effective remedies are available for complainants and the impartiality of the judiciary in dealing with election-related cases.
96825.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
პოლიტიკური ანალიტიკოსი წარმოადგენს არჩევნებზე დაკვირვების მისიის მთავარ მეკავშირეს კანდიდატებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობისას.
THE POLITICAL ANALYST serves as the EOM’s principal liaison with candidates and political parties and monitors.
96826.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
აფასებს პოლიტიკური კამპანიის შესაბამისობას ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და სხვა უნივერსალურ პრინციპებთან.
He or she assesses the political campaign in line with OSCE commitments and other universal principles.
96827.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იგი კონტაქტს ამყარებს საარჩევნო პროცესთან კავშირის მქონე პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიცაზიებთან.
He or she establishes contacts with political parties, civil society groups, and non-governmental organizations relevant to the political process.
96828.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ ანალიტიკოსს შეიძლება დაევალოს კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ქალთა მონაწილეობა, უმცირესობათა საკითხები და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საკითხები.
In many cases, the Political Analyst may be tasked with specific issues of concern, such as women’s participation, minority issues, and civil- and political-rights issues.
96829.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
პოლიტიკურ ანალიტიკოსს შეიძლება აგრეთვე დაევალოს არჩევნებზე ადგილობრივ დამკვირვებლებთან ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციათა შესრულება.
The Political Analyst may also be tasked as the main point of contact with domestic election observers.
96830.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მედიის ანალიტიკოსი კოორდინაციას უწევს ანალიტიკურ გუნდს, რომელსაც საარჩევნო პროცესის განმავლობაში ძირითადი ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის მუშაობის ხარისხისა და შინაარსის თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი ევალება.
THE MEDIA ANALYST co-ordinates an analytical team responsible for preparing a qualitative and quantitative analysis of the performance and content of the major electronic and print media during the election process.
96831.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იგი აფასებს, თუ რამდენად თანაბრად ხელმისაწვდომია მედია პარტიებისა და კანდიდატებისთვის ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და სხვა უნივერსალური პრინციპების თანახმად.
He or she assesses the extent to which parties and candidates have equal access to the media in accordance with OSCE commitments and other universal principles.
96832.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მედიის ანალიტიკოსი აკონტროლებს, ასრულებს თუ არა მედია, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მედია, თავის მოვალეობას, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის გაწონასწორებული და ნეიტრალური გაშუქება.
The Media Analyst monitors whether the media, and in particular the state or public media, meet their responsibilities to provide balanced and neutral coverage of the electoral process.
96833.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საბოლოო ჯამში, მედიის ანალიტიკოსმა უნდა შეაფასოს, იძლევა თუ არა მედია საკმარის, გაწონასწორებულ და ნაირფეროვან ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩევლებს, გააკეთონ კარგად ინფორმირებულობაზე დაფუძნებული არჩევანი.
Ultimately, the Media Analyst must assess whether the media provide sufficient, balanced, and diverse information to enable voters to make a well-informed choice.
96834.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მედიის ანალიტიკოსი ეცნობა მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და აფასებს, ასრულებენ თუ არა მედია და სახელისუფლო ორგანოები მედიასთან დაკავშირებულ კანონებსა და სამართლებრივ ნორმებს.
The Media Analyst becomes familiar with media legislation and assesses whether the media and the authorities comply with media laws and regulations.
96835.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მედიის ანალიტიკოსი აგრეთვე თვალყურს ადევნებს მედიის მარეგულირებელი ნებისმიერი ორგანოს საარჩევნო საქმიანობას და არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს, რომლებიც მედიას შეეხება.
The Media Analyst also follows the election-related work of any media regulatory bodies and any election-related disputes concerning the media.
96836.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მედიის ანალიტიკოსს შეიძლება აგრეთვე დაევალოს ახალი ამბების ყოველდღიური შემაჯამებელი მიმოხილვების მომზადება.
The Media Analyst may also be assigned to prepare a daily news summary.
96837.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სტატისტიკური ანალიტიკოსი პასუხისმგებელია სტატისტიკურ ანალიზზე არჩევნების დღეს მოპოვებული უმთავრესი მონაცემებისა, რომლებიც ემყარება მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ შევსებულ ფორმებს და განკუთვნილია საარჩევნო უბნებისა და ხმათა დათვლის ცენტრების პროცედურათა შესაფასებლად.
THE STATISTICAL ANALYST is responsible for preparing a statistical analysis of key election-day findings based on forms completed by STOs and designed to assess procedures at polling stations and counting centres.
96838.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სტატისტიკური ანალიტიკოსი კონსულტაციებს იძლევა მოკლევადიანი დამკვირვებლების ფორმათა შედგენის თაობაზე შესბამისი არჩევნებისთვის და მეთვალყურეობას უწევს მონაცემების შეტანაზე პასუხისმგებელ გუნდს.
The Statistical Analyst provides advice in the development of the STO forms for the respective election and oversees a team responsible for data input.
96839.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
წინასწარი მონაცემები გაანალიზებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრე დილით, უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ, რათა შესაძლებელი იყოს დაკვირვების შედეგების ინკორპორირება წინასწარ განცხადებაში.
Preliminary data must be analysed and available early in the morning immediately following election day in order to incorporate findings into the preliminary statement.
96840.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სტატისტიკური ანალიტიკოსი ქვეყანაში ჩადის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და იქიდან მიემგზავრება მას შემდეგ, რაც მოკლევადიანი დამკვირვებლების ყველა ფორმა დამუშავებული და გაანალიზებული იქნება.
The Statistical Analyst arrives in-country several days before the election and departs after all STO forms are processed and fully analysed.