მოიძებნა 668045 ჩანაწერი
97041.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუ იგი მუდმივი ორგანო არ არის, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს მისი წევრების თანამდებობაზე ყოფნის ფიქსირებული ვადებით და ადრინდელ სამუშაოზე დაბრუნების უფლებით.
If it is not a permanent body, its independence should be guaranteed by fixed tenures of its members and the right of return to their previous employment.
97042.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა სხდომა ღიაა, ამით ფრიად ძლიერდება გამჭვირვალობა, რაც ზრდის სისტემისადმი საზოგადოების ნდობას.
When all meetings of the election administration are open, transparency is greatly enhanced, thereby contributing to public confidence in the system.
97043.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ალტერნატივის სახით, საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებმა თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა გამოაქვეყნონ დაუყოვნებლივ მათი გამოტანის შემდეგ და ჩაატარონ რეგულარული და დროული ბრიფინგები მედიისათვის.
Alternatively, election administration bodies should publish their decisions immediately upon delivery and provide regular and timely briefings for the media.
97044.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საზოგადოების ყველაზე დიდი ნდობით საარჩევნო კომისიები მაშინ სარგებლობენ, როდესაც მათ კონსენსუსის ან კოლეგიალურობის საფუძველზე მუშაობა შეუძლიათ.
Election administrations enjoy the most public confidence when they are able to work on the basis of consensus or collegiality.
97045.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ყველა სხდომა დროულად უნდა გამოცხადდეს, ყველა საჭირო დოკუმენტი კი თანასწორად მიეწოდოს კომისიის ყველა წევრს ისეთნაირად, რომ მათ საკმარისი დრო დარჩეთ სესიამდე ამ დოკუმენტების გასაცნობად.
All meetings should be announced in a timely manner, with all relevant documents equally conveyed to all members of the commission in sufficient time to be considered prior to the session.
97046.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უნდა ჩაიწეროს თითოეული სხდომის ოქმი.
There should be recorded minutes of each meeting.
97047.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ისეთ გარემოში, რომელიც გამჭვირვალობის დეფიციტით ხასიათდება, არჩევნებზე დაკვირვების მისია, და განსაკუთრებით საარჩევნო ანალიტიკოსი, უნდა დაესწროს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა სხდომას.
In an environment that has a deficit of transparency, an EOM, and in particular the Election Analyst, should attend all meetings of the central election administration.
97048.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გრძელვადიანი დამკვირვებლები უნდა დაესწრონ რეგიონალური და ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციების სხდომებს.
LTOs should attend meetings of regional and local election administrations.
97049.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ადგილობრივ დამკვირვებლებს აგრეთვე უნდა მიეცეთ უფლება, დაესწრონ და თვალი ადევნონ საარჩევნო კომისიის სხდომების მსვლელობას.
Domestic observers should also be permitted to attend and follow the proceedings of election commission meetings.
97050.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საარჩევნო ადმინისტრაციაში მონაწილე სხვა ორგანოები:
OTHER BODIES INVOLVED IN ELECTION ADMINISTRATION:
97051.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საარჩევნო კომისიების გარდა, არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო ადმინისტრაციული და ლოგისტიკური ქმედებების განხორციელება შეიძლება დაევალოთ სხვადასხვა სამთავრობო სამინისტროებსა და რეგიონალურ და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს.
In addition to election commissions, various government ministries and regional and local officials may be required to carry out administrative and logistical operations of preparing for, and conducting, elections.
97052.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათ შეიძლება პასუხისმგებლობა ეკისრებოდეთ ამომრჩეველთა რეესტრების მომზადებასა და ამომრჩეველთა სიების, საარჩევნო ბიულეტენების, საარჩევნო ურნების, საარჩევნო კაბინების, ოფიციალური შტემპელების და ყველა სხვა საჭირო მასალების დარიგება-განაწილებაზე, ისევე როგორც შესანახად, დასარიგებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა განსაზღვრაზე.
They may have responsibility for preparing voter registers and distributing voter lists, ballot papers, ballot boxes, polling booths, official stamps, and all other required material, as well as determining the arrangements for storage, distribution, and security.
97053.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ხშირად მოეთხოვებათ საარჩევნო უბნებისთვის შენობა-სათავსოების გამოყოფა.
Local authorities are often required to provide premises for polling stations.
97054.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნებისათვის მზადებაში მონაწილე ყველა ორგანომ თავისი მოვალეობანი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პირობებში უნდა შეასრულოს.
Any bodies involved in electoral preparations should conduct their tasks transparently and accountably.
97055.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებლები უნდა გაერკვნენ, თუ რა როლს თამაშობენ სამინისტროები და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში და რამდენად უწყობენ ისინი ხელს არჩევნების ეფექტიან ადმინისტრირებას.
Observers should become acquainted with the roles of ministries and local authorities in organizing the election process and the extent to which these contribute to an effective administration of the elections.
97056.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გასათვალისწინებელი შესაძლო პრობლემები:
Possible problems to be aware of:
97057.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საარჩევნო კომისიები, რომლებიც ვერ სარგებლობენ არჩევნებით დაინტერესებული მხარეების საყოველთაო ნდობით.
Election commissions that do not enjoy broad confidence of election stakeholders.
97058.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კომისიები, რომლებიც პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, ანდა არ გააჩნიათ დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან.
Commissions that are under political pressure or lack independence from the executive.
97059.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კომისიები, რომლის წევრებიც ტენდენციას ავლენენ, გადაწყვეტილებები თავ-თავიანთი პოლიტიკური პლატფორმებიდან გამომდინარე მიიღონ, და არა საერთო შეთანხმების საფუძველზე.
Commissions that tend to make decisions by voting along political lines rather than by broad agreement.
97060.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კომისიები, რომლებიც თავიანთ სხდომებს საჯაროდ არ ატარებენ, ანდა სრულად არ აქვეყნებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.
Commissions that do not hold their meetings in public or do not fully publicize their decisions.