მოიძებნა 668045 ჩანაწერი
97361.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არსებობს სტანდარტული შესავსები ფორმა, რომელიც საარჩევნო უბნებისა და ხმათა დათვლის ცენტრების პროცედურების შესამოწმებელ საკონტროლო ანკეტად გამოიყენება,
There is a standard form designed as a checklist for procedures in polling stations and counting centres.
97362.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ფორმები შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს თითოეული ქვეყნის სპეციფიკური პროცედურებიდან გამომდინარე.
The forms do vary depending on country-specific procedures.
97363.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ფორმების შევსება უზრუნველყოფს, რომ არჩევნების დღის პროცესების ყველა ასპექტზე ყურადღება სათანადოდ იქნება გამახვილებული და მათ შესახებ ანგარიში სათანადოდ ჩაბარდება, და რომ ძირითადი ტენდენციები სწორად იქნება განსაზღვრული.
The forms ensure that all important aspects of the election-day process are properly focused on and reported and that key tendencies are identified correctly.
97364.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნებზე დაკვირვების მისიის სტატისტიკური ანალიტიკოსი ამზადებს დაკვირვების შედეგების რაოდენობრივ ანალიზს.
The EOM Statistical Analyst prepares a quantitative analysis of the results of observation.
97365.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ფორმების შევსების გარდა, მოკლევადიან დამკვირვებლებს სთხოვენ, მათ მიერ შევსებულ ფორმებში და აგრეთვე მათი ზეპირი გამოკითხვებისას კომენტარები გაუკეთონ თავიანთი დაკვირვების საყურადღებო შედეგებსა და შთაბეჭდილებებს.
In addition to filling out forms, STOs are asked to provide comments on noteworthy observations or impressions, both on their forms and in oral debriefings.
97366.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ზოგჯერ მათ შეიძლება ცალკე წერილობითი ანგარიშების მომზადებაც სთხოვონ კონკრეტული ინციდენტების ან დაკვირვების შედეგების შესახებ.
They may sometimes be asked to prepare separate written reports on particular incidents or observations.
97367.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიანი დამკვირვებლების გულდასმითი კომენტარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი არჩევნების დღეს კონკრეტულ დარღვევებს და ქვეყანაში ან ცალკეულ რეგიონებში არსებული ტენდენციების გამოსავლენად.
Careful commentary from STOs can be particularly important in establishing whether specific election-day violations took place and in discerning trends within the country or in particular regions.
97368.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თავიანთ ფორმებში და ანგარიშებში მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა კონკრეტულად აღნიშნონ, ისინი თავად შეესწრნენ ამა თუ იმ ნაცნობებ დარღვევებს, თუ ამ დარღვევათა შესახებ მათ სხვებმა აცნობეს.
It is extremely important for STOs to specify in their forms and reports whether they themselves witnessed any reported irregularities or whether these were reported to them by others.
97369.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ნდობით აღჭურვილმა პირებმა, საარჩევნო უბნის ოფიციალურმა პირებმა ან ადგილობრივმა დამკვირვებლებმა.
Proxies, polling-station officials, or domestic observers.
97370.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებლებმა უნდა გამოავლინონ პირადი კეთილგონიერებისა და პროფესიული ქცევის უმაღლესი დონე თავიანთი სადამკვირვებლო მოვალეობების შესრულების მთელი დროის განმავლობაში.
Observers should exhibit the highest levels of personal discretion and professional behavior at all times during the conduct of their observation duties.
97371.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი მიწვეულნი არიან ეროვნული არჩევნების ჩატარებაზე დასაკვირვებლად შესაბამის მიმღებ ქვეყანაში, და რომ
They should remember that they have been invited to observe the national election proceedings of the respective host country.
97372.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დაკვირვების წარმოებისას ისინი არც ინდივიდუალურად საკუთარ თავს არ წარმოადგენენ, და არც თავიანთ წარმოშობის ქვეყანას, არამედ სამთავრობათშორისო ორგანიზაციას.
In this process, they are representing neither themselves individually nor their country of origin but an intergovernmental organization.
97373.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათი ქცევა, როგორც ასეთი, იმოქმედებს ეუთო-ზე.
As such, their conduct will reflect upon the OSCE.
97374.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებლებს უნდა ეკეთოთ მათი პირადობის დამადასტურებელი ბარათი და უნდა წარმოადგინონ თავისი აკრედიტაცია, როდესაც მათ ამას სთხოვენ.
Observers should wear their identification and present their accreditation upon request.
97375.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებლებმა თავი უნდა შეიკავონ საარჩევნო ოფიციალური პირებისთვის რჩევებისა და მითითებების მიცემისაგან.
Observers should refrain from giving advice or instructions to election officials.
97376.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათ შეუძლიათ ამ პირთა ყურადღება მიაპყრონ პრობლემებზე და წესების დარღვევებზე და დააკვირდნენ, როგორ ახერხებენ, და ახერხებენ თუ არა, ეს ოფიციალური პირები ამა თუ იმ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას.
They may draw problems or irregularities to their attention and observe if and how these officials address any problem themselves.
97377.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებლებმა უნდა დააფიქსირონ ყველა დარღვევა და ნორმიდან გადახრა.
Observers should record all violations and irregularities.
97378.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
დამკვირვებელთა ფორმები და მათი გამოიკითხვები, საბოლოო ჯამში, გამოავლენს ამგვარი პრობლემების მასშტაბსა და სერიოზულობას.
The observer forms and debriefings will eventually disclose the extent and seriousness of such problems.
97379.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ძირითადი გუნდი და გრძელვადიანი დამკვირვებლები ამზადებენ მოკლევადიან დამკვირვებელთა განთავსების გეგმას, რომლის მიზანიცაა დამკვირვებელთა გუნდების იმგვარად განაწილება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიის გაწონასწორებული დაფარვა არჩევნების დღეს, და რომ დამკვირვებელთა გუნდები არ ახდენდნენ ურთიერთის მუშაობის დუბლირებას.
The core team and LTOs prepare an STO deployment plan intended to ensure that teams of observers cover a balanced sample of the country on election day and that observer eams do not duplicate each other’s work.
97380.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
იმისთვის, რომ არჩევნებზე დაკვირვება ეფექტიანი იყოს, აუცილებელია საარჩევნო უბნებისა და ხმათა დათვლის ცენტრების მოულოდნელად მონახულების ელემენტი.
In order for election observation to be effective, an element of unexpected visits to polling stations and counting centres is necessary.