მოიძებნა 668045 ჩანაწერი
97781.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ლოგისტიკისა და საფინანსო საკითხებში თანამშრომლები ქვეყანაში ძირითადი გუნდის დანარჩენი წევრების იქიდან გამგზავრების შემდეგ კიდევ ორი ან სამი დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ მისიის დახურვის ადმინისტრაციული და ფინანსური ასპექტების დასასრულებლად.
The Logistics and Finance Officers should remain in-country two or three extra days beyond the departure of the rest of the core team to complete the administrative and financial aspects of closing down the mission.
97782.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნებზე დაკვირვების მისიის ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი უნდა გადაიწეროს კომპაქტ-დისკზე და გაეგზავნოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს” ვარშავაში, არქივში შესანახად.
All significant EOM documents should be copied onto a compact disc and sent to the ODIHR in Warsaw for archiving.
97783.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ნებისმიერი ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც არ მოიპოვება ელექტრონულ ფორმატში, უნდა გაერთიანდეს ქაღალდზე ნაბეჭდი ასლების დოსიეებში და გაეგზავნოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს”.
Any key documents not available in electronic format should be organized into hard-copy files and returned to the ODIHR.
97784.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” პოლიტიკა ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო დამკვირვებელთა სხვა ჯგუფებთან შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, გამომდინარე მათი მიდგომისა და მეთოდოლოგიის სანდოობიდან.
It is the ODIHR’s policy to co-operate closely with other groups of international observers from relevant governmental and non-governmental organizations, depending on the credibility of their approach and methodology.
97785.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეს საშუალებას აძლევს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს”, დიალოგი აწარმოოს სხვა ორგანიზაციებთან და განიხილოს მათ მიერ მოპოვებული მონაცემები.
This enables the ODIHR to have a dialogue with other organizations and to discuss their respective findings.
97786.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამას აგრეთვე მინიმუმამდე დაჰყავს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა დასკვნებამდე მივიდნენ საარჩევნო პროცესის თაობაზე.
This also minimizes the possibility that different international organizations may reach different conclusions on an election process.
97787.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
აღიარებს რა არჩევნებზე დაკვირვების მწარმოებელ საპარლამენტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ღირებულებას, „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი” თანამშრომლობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, და გარდა ამისა, ხშირად პარტნიორობს ევროპის პარლამენტის დამკვირვებლებთან.
Recognizing the value of co-operation with parliamentary bodies observing elections, the ODIHR is committed to co-operation with the OSCE Parliamentary Assembly and the Parliamentary Assembly of the Council of Europe, and it also frequently partners with observers from the European Parliament.
97788.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს” შემუშავებული აქვს რეგულარული პრაქტიკული მეთოდები და პროცედურები შესაბამისი საპარლამენტო ასამბლეების მხარდაჭერისა და მათთან თანამშრომლობისთვის, საპარლამენტო დამკვირვებლებისთვის ბრიფინგის მოწყობისა და მათი განთავსებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენის ჩათვლით.
The ODIHR has established regular practices and procedures for support and co-operation with the respective parliamentary assemblies, including the provision of a briefing for parliamentary observers and logistical support for their deployment.
97789.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” ძირითად გუნდში, ჩვეულებრივ, შედის თანამშრომელი პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებში, რომელიც ამგვარ მზადებას უწყობს ხელს.
The ODIHR core team usually includes a Parliamentary Liaison Officer who facilitates these preparations.
97790.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნების დღის ერთობლივი სადამკვირვებლო ღონისძიებანი ტარდება შესაბამისი ორგანიზაციების სახელითა და არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიის საერთო ეგიდის ქვეშ.
Joint election-day observation efforts are conducted in the name of the respective organizations and under the inclusive umbrella of an international election observation mission.
97791.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” თანამშრომლობის კუთხით, ორი ორგანიზაცია ერთმანეთს შორის ინფორმაციის მიმოცვლას აწარმოებს საარჩევნო პროცესის განმავლობაში.
With regard to the ODIHR’s co-operation with the OSCE PA, the two bodies exchange information throughout an election process.
97792.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას რეგულარულად იწვევენ და სთხოვენ „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” საჭიროებათა შეფასების მისიის თანხლებას.
The OSCE PA is regularly invited to accompany the respective ODIHR needs assessment missions.
97793.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
გარდა ამისა, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეუძლია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის რომელიმე წევრი დანიშნოს სპეციალურ კოორდინატორად კონკრეტული არჩევნების მოკლევადიანი დაკვირვების საწარმოებლად.
In addition, the OSCE Chairman-in-Office may designate a senior member of the OSCE PA to be a Special Co-ordinator to lead the short-term observation for a particular election.
97794.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მისი დანიშვნის შემთხვევაში, სპეციალური კოორდინატორი აკეთებს წინასწარ არჩევნებისშემდგომ განცხადებას „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” მისიის ხელმძღვანელთან, სხვა საპრალამენტო ასამბლეების ლიდერებთან და, ზოგ შემთხვევაში, „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” ხელმძღვანელობასთან ერთად.
When appointed, the Special Co-ordinator delivers the preliminary post-election statement in conjunction with the ODIHR Head of Mission and the leaders of other parliamentary assemblies, and, on occasion, the ODIHR management.
97795.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” არჩევნებზე დაკვირვების მისიები და ეუთო-ს მუდმივი მისია მოქმედებენ თავ-თავიანთი განსხვავებული და განსაკუთრებული მანდატებით.
ODIHR election observation missions and the respective resident OSCE mission operate under their distinct and separate mandates.
97796.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეს განსხვავება გამუდმებით უნდა განემარტოს მიმღები მთავრობის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას, წინასწარი პრეს-რელიზიდან ან პრესკონფერენციიდანვე დაწყებული.
This distinction should always be made clear to the host government authorities and to the general public, beginning with the introductory press release or press conference.
97797.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ეუთო-ს მისიები „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” არჩევნებზე დაკვირვების მისიისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და კონსულტაციების ძვირფას წყაროს წარმოადგენენ.
OSCE missions are a valuable source of knowledge, expertise, and advice for an ODIHR election observation mission.
97798.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
არჩევნებზე დაკვირვების მისია უნდა გაეცნოს აგრეთვე ეუთო-ს სხვა ინსტიტუტების მიერ ქვეყანაში წარმოებულ ნებისმიერი სახის საქმიანობას.
The election observation mission should also familiarize itself with any in-country work by other OSCE institutions that may be relevant to the electoral process.
97799.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
კერძოდ, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრისა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის მუშაობას, ხშირ შემთხვევაში, კავშირი შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე დაკვირვების მისიის მუშაობასთან.
In particular, the work of the OSCE High Commissioner on National Minorities and the OSCE Representative on Freedom of the Media may often have a bearing on the work of an election observation mission.
97800.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი” თანამშრომლობს არჩევნებზე დაკვირვების მწარმოებელ სხვა ჯგუფებთან, მათ შორის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ ჯგუფებთან.
The ODIHR co-operates with other groups observing elections, including from international non-governmental organizations.