მოიძებნა 668045 ჩანაწერი
98221.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
გარდა ამისა, არანაირი ღონისძიება არ ყოფილა გატარებული და არც რაიმე პრეტენზია გამოთქმულა პარლამენტის წევრთა რიცხვის 150-მდე შემცირების საკითხზე გამართულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა.
In addition, no action was taken against, or contestation made, of the referendum regarding the reduction of the number of members of Parliament to 150, which was held simultaneously with the 2 November elections.
98222.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
28 მარტს განმეორდა მხოლოდ არჩევნების პროპორციული კომპონენტი, მაჟორიტარული სისტემით გამართულ ორ კენჭისყრასთან ერთად (ბოლნისისა და ჭიათურის საარჩევნო ოლქებში).
On 28 March, only the proportional component of the elections was repeated, together with two majoritarian contests (in Bolnisi and Chiatura districts).
98223.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
2003 წლის ნოემბერში ყოფილ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ პოლიტიკური გარემო დრამატულად შეიცვალა.
Following the resignation of former President Shevardnadze in November 2003, the political environment has changed dramatically.
98224.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
პარტიებმა, რომლებიც ნოემბრის მოვლენებს ხელმძღვანელობდნენ – ნაციონალურმა მოძრაობამ და ბურჯანაძე-დემოკრატებმა – აღმასრულებელი ძალაუფლება განიმტკიცეს და საკუთარი ძალები გააერთიანეს.
The parties that led the November events – the National Movement and the Burjanadze–Democrats – consolidated their executive power and joined forces.
98225.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების საერთო კანდიდატი, პრეზიდენტად იქნა არჩეული ხმათა 96,2%-ით.
During the 4 January 2004 extraordinary presidential election, Mikheil Saakashvili, joint candidate of the National Movement and the United Democrats, was elected President with 96.2% of the vote.
98226.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
პრეზიდენტის მოვალეობათა შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის სპიკერის პოსტს დაუბრუნდა, ხოლო ზურაბ ჟვანია სახელმწიფო მდივანი გახდა.
The interim President, Nino Burjanadze, returned to the post of Speaker of Parliament and Zurab Zhvania became State Minister.
98227.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
ყოფილი მმართველი პარტია – საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, პოლიტიკური სცენიდან გაქრა.
The Citizens Union of Georgia, the former ruling party, disappeared from the political scene.
98228.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
დაქსაქსულმა ოპოზიციამ გაძლიერება საარჩევნო ბლოკების შექმნით სცადა:
The fragmented opposition attempted to consolidate itself by creating electoral blocs:
98229.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
ახალმა მემარჯვენეებმა კოალიცია შექმნეს პარტიასთან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) ტრადიციონალისტებთან გაერთიანდა.
The New Rights formed a coalition with Industry Will Save Georgia while the National Democratic Party (NDP) united with the Traditionalists.
98230.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
28 მარტის განმეორებითი პროპორციული არჩევნები არსებითად შეცვლილი სამთავრობო სტრუქტურის პირობებში ჩატარდა.
The 28 March repeat proportional elections were held within a substantially changed governmental structure.
98231.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
2004 წლის 6 თებერვალს წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო შორსმიმავალი შედეგების მქონე საკონსტიტუციო შესწორებები, რომლებმაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება გაზარდეს, და პრემიერ-მინისტრის პოსტი შემოიღო.
On 6 February 2004, the outgoing Parliament passed far-reaching constitutional amendments that increased the power of the Executive and introduced the post of the Prime Minister.
98232.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
პარლამენტთან მიმართებაში, პრეზიდენტს ამჟამად აქვს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, დაშალოს საკანონმდებლო ორგანო, მაშინ როდესაც მას შეუძლია მთავრობა შეინარჩუნოს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პარლამენტი უნდობლობას გამოთქვამს.
In relations vis-à-vis the Parliament, the President now has considerable discretion to dissolve the legislature, while he can retain the government even in cases where the Parliament has expressed its lack of confidence.
98233.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
შესწორებების ანალიზის შედეგად, რომელიც უშუალოდ მათი მიღების წინ ჩატარდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ, მრავალი საკონსტიტუციო ცვლილება პრობლემატურად იქნა მიჩნეული.
An analysis of the amendments conducted immediately prior to their adoption by the Council of Europe’s Venice Commission found many of the Constitutional changes to be problematic.
98234.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ არსებული ვითარება შესწორებათა სწრაფ განხილვასა და დამტკიცებას მოითხოვდა.
The Georgian authorities claimed that circumstances required an expeditious consideration and approval of the amendments.
98235.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
შესწორებების ისეთმა მიღებამ, რომლის დროსაც უგულებელყოფილი იქნა საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც ერთთვიან საჯარო დებატებს ითვალისწინებდა, გამოიწვია სერიოზული შეშფოთება, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერაც იქნა გამოთქმული.
The manner in which the amendments were adopted, ignoring a constitutional provision requiring a one-month public debate, raised serious concerns which were also voiced by representatives of Georgian civil society.
98236.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
შესწორებათა მიღების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
Following the adoption of the amendments, President Saakashvili nominated Zurab Zhvania as Prime Minister.
98237.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმვლობაში ხელისუფლება აქტიურ ანტიკორუფციულ კამპანიას აწარმოებდა არალეგალურ კომერციულ საქმიანობასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში ეჭვმიტანილი ბიზნესმენების, ისევე როგორც წინა რეჟიმის სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ.
Throughout the pre-election period, the authorities conducted a high-profile anti-corruption campaign against businessmen suspected of involvement in illegal business activities and tax evasion, as well as against public officials of the previous regime.
98238.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
კამპანია მოიცავდა რამდენიმე კარგად ცნობილი პირის დაპატიმრებებს, რომელთაგანაც ზოგიერთი ტელევიზიითაც იქნა ნაჩვენები.
The campaign included the arrests of several well-known figures, some of which were shown on television.
98239.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
სიტუაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კვლავაც დაძაბული იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა იქნა შემოღებული.
The situation in the Autonomous Republic of Adjara remained tense, especially after a state of emergency was imposed on 23 November.
98240.
ეუთო-ს მისია საქართველოში | ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ანგარიში, ნაწილი მე-2
საგანგებო მდგომარეობამ შეკვეცა სამოქალაქო თავისუფლებანი, რის შედეგადაც კიდევ უფრო შეუზღუდა კამპანიის წარმოების შესაძლებლობები აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძისადმი ოპოზიციაში მდგომ პარტიებს.
The state of emergency decreased civil liberties, and consequently limited even further the campaign opportunities for parties in opposition to Adjaran leader Aslan Abashidze.