მოიძებნა 668045 ჩანაწერი
98941.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ამგვარად, პარლამენტი შეიძლება აღმოჩნდეს არჩევანის წინაშე: ან დაამტკიცოს კანონი პრეზიდენტის მიერ შესწორებული სახით, ანდა უარყოს კანონი მთლიანად, რისი გაკეთებაც მისთვის არასასურველი შეიძლება იყოს.
The Parliament may thus find itself faced with a choice between approving the law as amended by the President, or rejecting the law altogether, which it may be reluctant to do.
98942.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
როგორც ზემოთ, 3.4.4 პარაგრაფში ითქვა, შიდა კანონმდებლობასთან პროექტის შესაბამისობის საწყის შემოწმებებს იუსტიციის სამინისტრო ატარებს.
As mentioned above under 3.4.4, initial checks on the conformity of the draft with domestic legislation are undertaken by the Ministry of Justice.
98943.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
პროექტის პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ, მომდევნო შემოწმებას პარლამენტის იურიდიული განყოფილება ატარებს.
Once a draft is submitted to the Parliament a further check is undertaken by the Legal Department of the Parliament.
98944.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
თუმცა, იურიდიული განყოფილების უარყოფითი დასკვნა ხელს არ უშლის პარლამენტის მიერ პროექტის განხილვას.
A negative opinion by the Legal Department, however, does not prevent consideration of the draft by the Parliament.
98945.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მთლიანობაში აღსანიშნავია, რომ არსებული სავალდებულო შემოწმებები ფოკუსირებულია უფრო მაღალი რანგის ნორმებთან შესაბამისობის შეფასებაზე.
Overall, it is noteworthy that the existing mandatory checks are focused on assessing the conformity with higher ranking norms.
98946.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ისინი არ ვრცელდება საკანონმდებლო აქტის საოპერაციო თვისებებზე, ან კანონთან შესაბამისობის სხვა ასპექტებზე.
They do not extend to the operational features of the legislation or other aspects of legal compliance.
98947.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
შემოწმება ისეთ დებულებათა არსებობისა, რომლებიც სქემას უფრო ოპერატიულსა და აღსრულებადს გახდიდა, ანდა ისეთი გამოთქმების შერჩევისა, რომლებიც დავების წარმოქმნის შესაძლებლობას შეამცირებდა.
Checking the inclusion of provisions needed to make the scheme operative and enforceable, or choice of modes of expressions that would reduce the likelihood of disputes.
98948.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობასთან მიმართებაში, შემფასებელ გუნდთან საუბრებისას საერთაშორისო დოკუმენტების ოფიციალური ქართული თარგმანების ნაკლებობა განსაკუთრებულ პრობლემად იქნა დასახელებული.
As regards compliance with international law, the lack of official Georgian translations of international instruments was mentioned to the Assessment Team as a particular problem.
98949.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ნორმატიული აქტების გამოყენებადობა, ჩვეულებრივ, დამოკიდებულია მათს ოფიციალურ გამოქვეყნებაზე, რომელსაც ადგილი აქვს, პარლამენტის მიერ მიღებული აქტების შემთხვევში, როდესაც აქტებს პარლამენტის „ბიულეტენი“ აქვეყნებს, ან, სხვა აქტების შემთხვევაში, როდესაც მათ „საქართველოს საკანონმდებლო უწყებანი“ აქვეყნებს.
The applicability of normative acts normally depends on official publication, which takes place, in the case of acts adopted by the Parliament, when the act is published in the Gazette of the Parliament, or, in the case of other acts, in the Legislative Herald of Georgia.
98950.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს, თუკი ეს თავად აქტში სხვაგვარად არ არის დათქმული.
A legislative act takes effect on the fifteenth day after its official publication unless the act itself stipulates otherwise.
98951.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
საკანონმდებლო აქტი რომელიც განსაზღვრავს ან აძლიერებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეზე ადრე.
A legislative act that defines or aggravates legal liability cannot take effect earlier than the fifteenth day after its publication.
98952.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ნებისმიერ საკანონმდებლო აქტს, გარდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ან გამაძლიერებელი აქტისა, შეიძლება ჰქონდეს უკუმოქმედებითი ძალა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც აქტი ამას არაორაზროვნად ითვალისწინებს.
Any legislative act, other than an act that defines or aggravates legal liability, may have retroactive effect, but only where the act expressly so provides.
98953.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მოქმედებს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველა მიღებული კანონი და დადგენილება შეაქვთ სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.
There is a system of registration of normative acts, whereby all adopted laws and regulations are entered into the State Register maintained by the Ministry of Justice.
98954.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად, კანონი ან დადგენილება სარეგისტრაციოდ უნდა იქნეს წარდგენილი „ათი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილმა პირმა ხელი მოაწერა აქტს“.
According to the Law on Normative Acts, the law or regulation must be submitted for registration "within ten days from the day on which the authorized official signed the act".
98955.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
იუსტიციის სამინისტრო აქტს არეგისტრირებს მისი წარდგენიდან ორი დღის განმავლობაში.
The Ministry of Justice registers the law within two days of its submission.
98956.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მიაქციეთ ყურადღება, რომ კანონი ნორმატიული აქტების შესახებ შეიცავს დებულებას, რომლის ძალითაც დათქმულია კანონის ერთი დასკვნითი, მიღების შემდგომი სავალდებულო შემოწმება იუსტიციის სამინისტროს მიერ.
Note that the Law on Normative Acts includes a provision stipulating one final, post-adoption mandatory check of the law by the Ministry of Justice.
98957.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
სამინისტროს უფლება ეძლევა, უარი თქვას რეგისტრაციაზე, როდესაც იგი მიიჩნევს, რომ მოცემული კანონი ეწინააღმდეგება არსებულ საკანონმდებლო ნორმებს, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (ოფიციალურ პირთა) ნორმატიული აქტებისა“.
It allows the Ministry to refuse registration where it finds that the law in question contradicts existing legislation other than the normative acts of local self-government bodies (officials).
98958.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
თუმცა, კანონი არაფერს ამბობს მოცემულ აქტთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ უარყოფითი დასკვნის გამოტანის შესაძლო შედეგების შესახებ და არც იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ამგვარი დასკვნა სამართლებრივ დაბრკოლებას კანონის რეალიზაციისათვის.
The Law, however, is silent on the implications of a negative conclusion by the Ministry of Justice for the act in question, including whether or not such conclusion is a bar to implementation of law.
98959.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
კანონების ოფიციალური რეესტრის გარდა, არსებობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა (CODEX), რომელიც შეიცავს ყველა საკანონმდებლო აქტსა და დადგენილებას, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოცემული აქტებისა.
In addition to the official registry of laws, there exists a nationwide electronic legislative database (CODEX), which includes all legislation and regulations with the exception of acts issued by local self-government bodies.
98960.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
გამოკითხულნი თანამიმდევრულად ასახელებდნენ „პრაქტიკული გამოყენებისას წარმოქმნილ სირთულეებს“ ერთადერთ კრიტერიუმად, რომელიც არსებული კანონმდებლობის ეფექტიანობის შესაფასებლად გამოიყენება.
The interviewees consistently referred to "difficulties encountered in practice" as the only criterion used to evaluate the effectiveness of existing legislation.